არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია. NGO Association of European Initiators
Address
თამარ მეფის ქ. 5კვ 13/16
Gori
Opening Hours
| Monday | 11:00 - 19:00 |
| Tuesday | 11:00 - 19:00 |
| Wednesday | 11:00 - 19:00 |
| Thursday | 11:00 - 19:00 |
| Friday | 11:00 - 19:00 |
Telephone
Website
Alerts
Be the first to know and let us send you an email when ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია / Association of European Initiators posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.
Contact The Organization
Send a message to ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია / Association of European Initiators:
Shortcuts
Category
Our Story
ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზებასა და არაფორმალური განათლების როლის ზრდას ქვეყნის საგანმანათლებლო ცხოვრებაში. ორგანიზაცია დაარსდა 2017 წლის 9 ოქტომბერს.
ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის მიზანია სხვადასხვა აქტივობისა და პროექტის საშუალებით მაქსიმალურად ჩართოს ახალგაზრდები სამოქალაქო ცხოვრებაში, რაც ხელს შეუწყობს მათ პიროვნულ განვითარებას, კონკრეტული უნარების შეძენასა და დახვეწას, მათ შორის, კრიტიკულ–ანალიტიკური დისკუსიის კულტურის დამკვიდრებას, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარის გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და მოვალეობების გათვითცნობიერებას, ახალგაზრდებში ამ უნარების გამომუშავება და მათი ჩართვა სამოქალაქო ცხოვრებაში კი დადებითად აისახება საზოგადოების, და, შესაბამისად, სახელმწიფოს კეთილდღეობაზეც, ვინაიდან, ახალგაზრდობა სამოქალაქო განათლებისა და შეგნების მაღალი დონით, რომელსაც გათვითცნობიერებული აქვს ადამიანის ღირსებები, უფლებები, თავისუფლებები, ღირებულებები, სახელმწიფო ფასეულობები, არის წესრიგისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ერთგვარი გარანტი, რაც აუცილებელი პირობაა სახელმწიფოს ძლიერების. აღსანიშნავია ისიც, რომ არაფორმალური განათლება თავისი არასტანდარტული და განსხვავებული სტილიდან, მეთოდიკიდან გამომდინარე, ხშირად იწვევს ახალგაზრდების განსაკუთრებულ ინტერესს, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება მსგავსი ორგანიზაციების საქმიანობის ხარისხსა და პროდუქტიულობაზე. ბუნებრივია, ორგანიზაციისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდობის პიროვნული განვითარების გზით სოციუმისა და სახელმწიფოს კეთილდღეობაზე ზრუნვას, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ფასეულობები, შესაბამისად, ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ამ უკანასკნელთ. ორგანიზაციის წევრებს აქვთ აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული მსგავსი ხასიათის სხვადასხვა მასშტაბურ პროექტში. თავდაპირველად, ორგანიზაცია მოქმედებას იწყებს ლოკალურ დონეზე, მისი მიზანია განსხვავებული ხასიათის ღონისძიებების ჩატარება, რომელთაც საერთო მოტივი ამოძრავებთ, სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზება და იმ გარემოს შექმნის ხელშეწყობა, რომელზედაც ზემოთ არის საუბარი. თუმცა მის მიზნებში, რა თქმა უნდა, შედის მოქმედების არეალის გაფართოება და საკუთარი საქმიანობისთვის გაცილებით უფრო დიდი მასშტაბების მიცემა.