გორელ ფოტოგრაფთა კლუბი / Gori Photographers Club

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • გორელ ფოტოგრაფთა კლუბი / Gori Photographers Club
Call Directions Website Contact the organization

გორელ ფოტოგრაფთა კლუბი / Gori Photographers Club გორელ ფოტოგრაფთა და ფოტომოყვარულთა გაერთიანება

„გორელ ფოტოგრაფთა კლუბი“ არის ნებაყოფლობით წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის მთავარი მიზანიც არის გორში ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა.

ორგანიზაცია ქალაქ გორში, საინიციატივო ჯგუფის მიერ 2013 წელს დაფუძნდა და საკუთარი მიზნების მისაღწევად, დაფუძნების დღიდან ახორციელებს სხვადასხვა პროექტებსა და აქტივობებს.

კლუბის საქმიანობის მიზნებია :

ფოტოგრაფიის მოყვარულთა გაერთიანება;
ფოტოგრაფიის პოპულარიზაცია;
ქალაქ გორში სამოყვარულო და პროფესიონალური ფოტოგრაფიის განვითარების ხელშეწყობა;
ფოტოგრაფიის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ფოტოგრაფიასთან დაკავშირებით პერიოდიკის გამოცემა;
ხელოვნების სხვა დარგების პოპულარიზაცია;
ახალგაზრდა ხელოვანთა ხელშეწყობ;
არაფორმალური განათლების ხელშეწყობა

დღეს გორელ ფოტოგრაფთა კლუბი 13 წლის გავხდით ^_^ბევრი მიმოხილვების, მოგონებებში გადაშვების და სენტიმენტების გარეშე უბრალო...
22/10/2026

დღეს გორელ ფოტოგრაფთა კლუბი 13 წლის გავხდით ^_^

ბევრი მიმოხილვების, მოგონებებში გადაშვების და სენტიმენტების გარეშე უბრალოდ ჩვენ ისევ აქ ვართ

ჩემი პროექტი "დღე, როცა ტირიფის ფოთლები გადავარჩინე" შეგიძლიათ ნახოთ პუბლიკაცია "ყოფა"-ში სხვა არაჩვეულებრივ არტისთა ნამ...
10/10/2026

ჩემი პროექტი "დღე, როცა ტირიფის ფოთლები გადავარჩინე" შეგიძლიათ ნახოთ პუბლიკაცია "ყოფა"-ში სხვა არაჩვეულებრივ არტისთა ნამუშევრებთან ერთად, რათქმაუნდა ხელოვნების სახლში

"დღე, როცა ტირიფის ფოთლები გადავარჩინე
ნიკა სომხიშვილი

გორი ერთადერთი ქალაქია, სადაც ოდესმე მიცხოვრია. მინიმუმ ას ორმოცდაათი წელია, ჩემი წინაპრები აქ იბადებიან და კვდებიან. ყოველი პირადი ამბავი თუ ისტორია ამ ქალაქის ქუჩებს უკავშირდება.

თუმცა დღეს ყველაფერი იცვლება. ის, ვინც მიყვარდა, რაზეც ვზრუნავდი და რასაც ვაშენებდი, ნელ-ნელა ხელიდან მეცლება, ქრება, იკარგება, კვდება, მიდის. ჩემში რაღაცის შენარჩუნების, გადარჩენისა და სტაბილურობის მოთხოვნა დაუძლეველია, თუმცა რეალობა ასეთია: მე არაფრის შეჩერება არ შემიძლია.

სწორედ ამ უმწეობის, შინაგანი მელანქოლიისა და პროტესტის ირონიულ კომენტარად ჩავიფიქრე ეს პროექტიც. როცა გრძნობ, რომ სამყარო გენგრევა, ერთადერთი, რაც დაგრჩენია ყველაზე ლამაზი ხეების, ყველაზე ლამაზი ფოთლების გადარჩენაა; მათთვის "უკვდავების" მინიჭება ხელოვნების ნიმუშად ქცევითა და ამ ჟურნალის ფურცლებზე დაბეჭდვით. ეს არის ირონიული კრიტიკა იმ ბიუროკრატიული, პოლიტიკური, სოციალური და ცხოვრებისეული დინებების მიმართ, რომლებიც დიდსა და მნიშვნელოვანს ანადგურებენ, ჩვენ კი მხოლოდ ფოთლების გადარჩენის ილუზიას გვიტოვებენ.

გორში ბევრი ტირიფის ხეა. ისინი შეუმჩნევლად იზრდებიან და კვდებიან. მათზე არავინ საუბრობს, არ მონაწილეობენ საჯარო ცხოვრებაში და დიდად არც ქალაქის იდენტობას განსაზღვრავენ, უბრალო მდინარეების უბრალო სანაპიროებზე დგანან. მგონია, მხოლოდ უბრალო გორელების უმნიშვნელო მოგონებებში თუ ცოცხლობს რამდენიმე მათგანი. თუნდაც, საბავშვო ბაღის ფუღუროიანი ტირიფი, რომელზეც ჩამოკიდებული თვითნაკეთი „ტარზანი“ ოთხმოცდაათიანების მზიან ზაფხულებში ჭალელი ბიჭების მთავარი გასართობი და სიმამაცის საზომი იყო. მხოლოდ ერთხელ გაბედული გადმოქანება და გატეხილი ნიკაპი რა მოსაყოლია?

დიდი დანაკარგების ფონზე, ეს აქტი აბსურდულია, მაგრამ დღეს მე მაინც გადავარჩინე ტირიფის ფოთლები."

22/09/2026

გახდი ფესტივალი KAMARA-ს მოხალისე!
📅26 სექტემბერს, (12:00-23:00) გორში ფესტივალი "კამარა" გაიმართება!

🎨 შემოქმედებითი ვორქშოპები;
🍲 კულინარიული გამოცდილებები;
🎶 მუსიკა;
💬 საჯარო საუბრები;
📚 ადგილობრივი ხელოვნება, რეწვა და ლიტერატურა;
✨ და ბევრი სივრცე ახალი იდეებისთვის, შეხვედრებისა და აღმოჩენებისთვის.

📍 ხელოვნების სახლი, გურამიშვილის ქ. 5, ლომჭაბუკის სკვერი, გორი

სულ გვინდა გკითხოთ გორელ ფოტოგრაფთა კლუბის რომელი პროექტია თქვენი ფავორიტი ან უბრალოდ რა გაგახსენდებათ პირველი ^_^ შემოქ...
13/09/2026

სულ გვინდა გკითხოთ გორელ ფოტოგრაფთა კლუბის რომელი პროექტია თქვენი ფავორიტი ან უბრალოდ რა გაგახსენდებათ პირველი ^_^

შემოქმედებითი თავისუფლება - ეს არის ევროპა-ს 2 წელი შეუსრულდა ^_^

გორელ ფოტოგრაფთა კლუბი გორელ ფოტოგრაფთა კლუბის ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში განთავსებული ავტო...

Don't miss this great opportunity and an info session today at 17.30 CET / 19.30 Georgian time. Photographers Wanted: Op...
09/09/2026

Don't miss this great opportunity and an info session today at 17.30 CET / 19.30 Georgian time.
Photographers Wanted: Open Call for Participants
Applications close on September 15, 2026 (23:59 CEST)
Applications should be submitted at: https://platform.izolyatsia.org/.../photography-school...
For more information on the call please, visit: https://iconxnetwork.org/news/photography-school-open-call/
In the autumn of 2026 Danish Cultural Institute in collaboration with ICON× and Good People ApS are organizing an online photography school for practitioners eager to learn more about portrait techniques, ethical photography, interview techniques, and storytelling through pictures and anthropological interviewing. With 12 online sessions, self-organized fieldwork, personal mentoring, and peer-to-peer exchange, 2 photographers from each country - Armenia, Azerbaijan, Belarus, Georgia, Moldova, and Ukraine will have the chance to get direct masterclasses and mentoring from Danish portrait photographer Martin Thaulow and build a network with likeminded people across the countries. The school will take place from mid-September until the end of November.
The program is both a learning opportunity and a platform for co-creation. It will culminate in a collective publication showcasing the stories and photos from across the participating countries.
The participants will document the impact of Danish-supported projects in the region and explore questions of space and place, and how spaces reflect and interact with the social, cultural, and political realities of the region.
Hear more about the project and meet Martin Thaulow at our info session on 9th of September, 2026, from 17:30 to 19:30 CEST (19:30 to 21:30 Georgian time). Register here: https://www.formpl.us/form/6617664196771840
Applicants must:
• Be committed to participating in the educational program (details will be elaborated at the info session).
• Have a working level of spoken and written English.
• Have access to proper photography equipment or the possibility of renting it (Camera, 1 flash lamp including trigger, and a camera stand).
• Have prior experience with basic manual photography and camera settings.
• Be curious to learn new techniques and interested in cross-cultural collaboration.
Applicants can expect
• 12 Online pre-scheduled group sessions and needs-based individually planned mentoring sessions.
• A dedicated and professional learning environment.
• A new network of photographers across borders.
• Shared usage rights of the photos together with the DCI.
• Proper credit in all future usage and/or reference to their photos.
• Financial support in the form of a lump sum to carry out fieldwork.
• Those selected photos will be featured in a final publication (details will be given at the info session).

https://iconxnetwork.org/news/photography-school-open-call/?fbclid=IwcGRvZgVleHRuA2FlbQIxMABicmlkETFkcWlrYmdoVHNiTlNQbjBac3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHpGPu8h7uZx9k0UgLvIl-pvDRSGrBfBBwGPHkU7azUKJpWBgFYcBBhx3To3k_aem_EQ6F2NFQtG4vXGi_t3E5CQ

The Danish Cultural Institute, ICON× and Good People ApS are running an online photography school this autumn for practitioners from Armenia, Azerbaijan, Belarus, Georgia, Moldova and Ukraine. Applications close 15 September 2026.

17/08/2026
09/08/2026

გორელ ფოტოგრაფთა კლუბის თანადამფუძნებელი ნიკა სომხიშვილი Movement-ზე ყვება "კოტეჯები"-ს შესახებ

© ნიკა სომხიშვილი / Nika Somkhishvili
05/08/2026

© ნიკა სომხიშვილი / Nika Somkhishvili

12 ივლისი მოინიშნეთ კალენდარში.ხელოვნების სახლი 5 წლის ხდება.ამ დღის აღსანიშნავად ვამზადებთ ფესტივალს, სადაც დაგხვდებათ:...
01/07/2026

12 ივლისი მოინიშნეთ კალენდარში.

ხელოვნების სახლი 5 წლის ხდება.

ამ დღის აღსანიშნავად ვამზადებთ ფესტივალს, სადაც დაგხვდებათ: თანამედროვე ხელოვნება, მუსიკა, წიგნები, საუბრები და ადამიანები, რომლებიც ამ სივრცეს ქმნიან.

უახლოეს დღეებში სრულ პროგრამას, მონაწილეებსა და OPEN CALL-ებს გაგიზიარებთ.

თუ გსურთ, ფესტივალს პარტნიორის, სპონსორის ან მხარდამჭერის სტატუსით შეუერთდეთ დაგვიკავშირდით.

ჯერჯერობით კი უბრალოდ მონიშნეთ თარიღი

12 ივლისს ხელოვნების სახლი 5 წლის ხდება და გვინდა ეს დღე ერთად აღვნიშნოთ.ამ წლების განმავლობაში აქ გამოფენები, კონცერტებ...
22/06/2026

12 ივლისს ხელოვნების სახლი 5 წლის ხდება და გვინდა ეს დღე ერთად აღვნიშნოთ.

ამ წლების განმავლობაში აქ გამოფენები, კონცერტები, შეხვედრები, დისკუსიები, ვორქშოფები და უამრავი საერთო გამოცდილება დაგროვდა. ამიტომ გადავწყვიტეთ დაბადების დღე ფესტივალად ვაქციოთ და თქვენთან ერთად შევქმნათ.

ფესტივალის ფარგლებში გაიხსნება ჩვენი ტრადიციული პროექტი "OPEN GALLERY / ღია გალერეა", სადაც გვინდა არტისტისტებმა მოიტანოთ საკუთარი ნამუშევარი და გამოფინოთ ხელოვნების სახლის სივრცეში.

თუ მუსიკას ქმნით, სოლო არტისტი ხართ, ბენდი, დიჯეი თუ მუსიკალური კოლექტივი შემოგვიერთდით ლაივ პროგრამაში.

დღის განმავლობაში ბავშვებისთვის გვექნება საერთო ხატვის ვორქშოფი უზარმაზარ ტილოზე, გაიმართება წიგნის პრეზენტაცია, ჩვენი გუნდის არტისტ თოქი და დოკუმენტური ფოტოსესია.

თუ ხელოვნების სახლს თქვენთვის მნიშვნელოვან სივრცედ მიიჩნევთ და გინდათ ფესტივალის ნაწილი გახდეთ მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში, EMAIL-ზე [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერებზე: 598183674; 593680996

ასევე თუ გსურთ და გაქვთ შესაძლებლობა, შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ ფესტივალს როგორც სპონსორობით, დონაციით ან ნებისმიერი ფორმის კონტრიბუციით ძალიან დაგვეხმარებით

Address

გურამიშვილის #5
Gori
1400

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გორელ ფოტოგრაფთა კლუბი / Gori Photographers Club posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to გორელ ფოტოგრაფთა კლუბი / Gori Photographers Club:

Shortcuts

Share