Woman and Development

Woman and Development Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Woman and Development, Non-Governmental Organization (NGO), Gori.

19 ივნისი - ომისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა„ქალი და განვითარება“...
20/06/2025

19 ივნისი - ომისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა

„ქალი და განვითარება“-მ 19 ივნისს, რომელიც გაეროს მიერ ომისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედაა გამოცხადებული, თემატური დისკუსია გამართა.

დისკუსიის მონაწილეებმა მიმოიხილეს გაეროს გენერალური ასამბლეის 2015 წლის 19 ივნისის რეზოლუცია (A/RES/69/293), რომელმაც ეს თარიღი ოფიციალურად დაადგინა. რეზოლუცია ეფუძნება გაეროს უშიშროების საბჭოს 2008 წლის 19 ივნისს მიღებულ დოკუმენტს (1820), რომელიც მკაცრად გმობს სექსუალურ ძალადობას როგორც ომის დანაშაულს და მშვიდობის მშენებლობის სერიოზულ დაბრკოლებას. რეზოლუცია სექსუალურ ძალადობას აღიარებს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად და გენოციდის შემადგენელ ნაწილად.

1820-ე რეზოლუციის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის მასშტაბისა და სერიოზულობის შესახებ, პატივი მიაგოს მსხვერპლებს და გააძლიეროს იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც დღესაც იბრძვიან ან ბრძოლას შეეწირნენ ამ დანაშაულის წინააღმდეგ.
დისკუსიის მონაწილეებმა ასევე გაუსვეს ხაზი სექსუალური ძალადობის მძიმე შედეგებს, რაც განსაკუთრებით ქალებსა და გოგონებზე აისახება. აღნიშნულმა ტრავმამ შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტკივილი, სოციალური სტიგმა და ეკონომიკური სიღარიბე, რაც ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ კონკრეტულ ინდივიდებზე, არამედ მათ ოჯახებსა და თემებზე თაობების განმავლობაში. სექსუალური ძალადობა ასუსტებს სოციალურ სტრუქტურებს, ანგრევს საზოგადოებრივ ურთიერთობებს და ტოვებს ღრმა და ხანგრძლივ ტრავმას.

დისკუსიის დასასრულს, მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია ქალთა ორგანიზაციების გაძლიერება. მათ უნდა გააჩნდეთ რესურსები და მზაობა, რათა ეფექტურად შეისწავლონ სექსუალური ძალადობის გრძელვადიანი შედეგები, მოახდინონ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების ორგანიზება და უზრუნველყონ ტრავმაზე დაფუძნებული მზრუნველობა ნებისმიერ ქვეყანაში, თითოეული დაზარალებული ქალისა და გოგონასთვის. მხოლოდ ამ გზით შეძლებენ ისინი ცხოვრების ხელახლა დაწყებას და მძიმე გამოცდილების გადატანას.

🌍 „ქალი და განვითარება“ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამორჩეულ დისკუსიას უმასპინძლაგარემოს დაცვის სა...
05/06/2025

🌍 „ქალი და განვითარება“ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამორჩეულ დისკუსიას უმასპინძლა

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ორგანიზაცია „ქალი და განვითარება“-მ გამართა საგანმანათლებლო დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვის აქტივისტმა ქალებმა და გოგონებმა შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.

ღონისძიების მიზანი იყო ქალთა როლის ხაზგასმა გარემოს დაცვასა და მდგრადი განვითარების პროცესში, ასევე გარემოსდაცვითი გამოწვევების გააზრებული, ინფორმირებული შეფასებისა და ქმედებების წახალისება.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს კლიმატის ცვლილება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხები და ის, თუ როგორ შეიძლება ქალების აქტიური ჩართულობით გაძლიერდეს საზოგადოებრივი რეაგირება ეკოლოგიურ გამოწვევებზე.

ღონისძიებამ შექმნა პლატფორმა, სადაც როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილი აქტივისტი ქალები ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებითა და ინიციატივებით გაუზიარეს და ერთობლივი ხედვები ჩამოაყალიბეს მომავალი ქმედებებისა და თანამშრომლობის მიმართულებით.

📌 დისკუსიის ორგანიზატორებმა მონაწილეებს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის ისტორიის შესახებ, რომ ეს დღე პირველად 1973 წელს აღინიშნა, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1972 წელს სტოკჰოლმში გამართულ გარემოს დაცვის კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით. პირველი წლის თემატიკა იყო „მხოლოდ ერთი დედამიწა“ – რაც დღემდე რჩება გარემოს დაცვის გლობალურ მოძრაობის მთავარ გზავნილა

📢 UNEP-ის ოფიციალური ინფორმაციით, 2025 წელს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს მასპინძლობს კორეის რესპუბლიკა.
დღის მთავარი თემატიკა იქნება პლასტმასის დაბინძურების წინააღმდეგ კოლექტიური ქმედება, სლოგანით: „დავამარცხოთ პლასტმასის დაბინძურება“ (Beat Plastic Pollution).
UNEP ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პლასტმასის დაბინძურება ყოვლისმომცველია — ის აღწევს ეკოსისტემებს, ზღვებს, მდინარეებს, და გავრცელებულია მიკროპლასტმასის სახით ადამიანის ორგანიზმშიც კი. ამ პრობლემის გადაჭრა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი გლობალური მიზნების მიღწევისთვის, როგორებიცაა: კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, მდგრადი წარმოება და მოხმარება, ოკეანეების დაცვა, ეკოსისტემების აღდგენა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

👉 გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 2025 წელს მოუწოდებს მსოფლიოს მოქალაქეებს, მთავრობებს და ბიზნესებს გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან პლასტმასის დაბინძურების აღმოსაფხვრელად — რადგან დრო არ იცდის.

საინტერესო შეთავაზება:ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს და ახალგაზრდა ჟურნალისტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ   ბელგი...
03/06/2025

საინტერესო შეთავაზება:

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს და ახალგაზრდა ჟურნალისტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 2025 წლის 11-17 ოქტომბერს დაგეგმილ შესაძლებლობების განვითარების პროგრამაში.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ 18-იდან 30 წლამდე ასაკის პირებს, რომლებმაც აკადემიური ხარისხი ბოლო ორი წლის განმავლობაში მიიღეს (ათვლა იწყება განაცხადების მიღების ბოლო ვადიდან). პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე მოეთხოვებათ, რომ ჟურნალისტიკის სფეროში მინიმუმ ორ წლამდე გამოცდილება ჰქონდეთ.

პროგრამა მოიცავს ტრენინგს ჟურნალისტიკასა და ევროკავშირის საქმიანობაზე, მენტორობას გამოცდილი ჟურნალისტებისგან, ვიზიტებს მედი აორგანიზაციებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებში და, ასევე, სერტიფიცირებულ სამუშაო გამოცდილებას ევროკავშირის რეგიონების კვირეულის გამშუქებელ ჟურნალისტად. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები Youth4Regions-ის კურსდამთავრებულთა ქსელის წევრები გახდებიან.

საცხოვრებლის, საკვებისა და მგზავრობის ხარჯებს სრულად დაფარავს ევროკომისია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 7 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "ქალი და განვითარება"-ს

"ქალი და განვითარება"-ს მეგობრებს, მხარდამჭერებს, ბენეფიციარებს და გულშემატკივრებს გაცნობებთ, რომ დღეს, 2025 წლის 3 ივნი...
03/06/2025

"ქალი და განვითარება"-ს მეგობრებს, მხარდამჭერებს, ბენეფიციარებს და გულშემატკივრებს გაცნობებთ, რომ დღეს, 2025 წლის 3 ივნისს ჩანიშნული სასამართლო სხდომა, რომელიც ეხება გორის მერიასა და "ქალი და განვითარება"-ს დავას გადაიდო 1 ივლისისთვის.

"ქალი და განვითარება" გამოხატავს ღრმა მადლიერებას თითოეული თქვენთაგანის მიმართ უდიდესი მორალური მხარდაჭერის გამო!!!💖💖💖

🔻 გორის მერია ფართს ამჯერად ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციას ატოვებინებს. საუბარია "ქალი და განვითარებაზე", რომლის ოფისიც გორის მერიის მიერ გამოყოფილ სივრცეში იყო განთავსებული.

🔻 საქმეს ხვალ გორის რაიონული სასამართლო განიხილავს.

🔊 "სასამართლოზე განიხილება მერიასა და "ქალი და განვითარება"-ს შორის დავა საოფისე ფართთან დაკავშირებით."

🔻 პროცესი 3 ივნისს, 14:00 საათზეა ჩანიშნული.

🔻 შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, გორის მერიამ სივრცე დაატოვებინა ახალგაზრდებს, რომლებსაც სოციალური კაფე "სფეისი" შექმნას. მანამდე, სასამართლო დავა წამოიწყო "ახალგარდა ფოტოგრაფების წინააღმდეგ" და ცდილობს, ისინი იმ ფართიდან გამოაძევოს, სადაც ახალგაზრდების მიერ "ხელოვნების სახლია" მოწყობილი.

06/05/2025

დემოკრატიის, საზოგადოებისა და საგარეო ურთიერთობების საზაფხულო აკადემია

ფლორენციაში, ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის (EUI) პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი (SPS) საუკეთესო შესაძლებლობას თავაზობს ახალგაზრდებს, დემოკრატიის, საზოგადოებისა და საგარეო ურთიერთობების SPS საზაფხულო აკადემიაში მონაწილეობის მისაღებად. საზაფრულო აკადემია ორგანიზებული იქნება ფორმატის .„პოლიტიკური მეცნიერების, სოციოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების უახლესი ხედვები“ ფარგლებში.

აკადემია გაიმართება 2025 წლის 1-დან 5 სექტემბრამდე, ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტში, ფლორენციაში, იტალია.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მაგისტრანტებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და გაფართოების ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, მოლდოვასა და უკრაინიდან.

ზაფხულის აკადემია ორიენტირებული იქნება თანამედროვე ევროპული საზოგადოებების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევების ახალი პერსპექტივის განხილვაზე და მოიცავს ლექციებს, სამ სემინარს და ფლორენციის ქალაქის დათვალიერებას გიდის თანმხლებით.

SPS ზაფხულის აკადემია 27 შერჩეულ მაგისტრანტს აძლევს შესაძლებლობას, უშუალოდ გაეცნონ EUI-ს აკადემიურ და სოციალურ ცხოვრებას. მონაწილეები ასევე მიწვეულნი იქნებიან წარმოადგინონ საკუთარი კვლევითი ნაშრომები ან იდეები და განიხილონ ისინი დარგის წამყვან მეცნიერებთან და ენთუზიაზმით აღსავსე კოლეგებთან.

ზაფხულის სკოლა უფასოა. იგი მხარდაჭერილია ევროპის კავშირის გაფართოების პროგრამის მიერ. ფინანსური დახმარების საჭიროების მქონე შერჩეულ მონაწილეები და გაფართოების ქვეყნებიდან ჩამოსული ყველა მონაწილე მიიღებს ფინანსურ დახმარებას მგზავრობისა და განთავსების ხარჯების ჩათვლით.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ევროპის კავშირის გაფართოების პროგრამის ინიციატივა მიზნად ისახავს გაფართოების ქვეყნებში კვლევის ინტერნაციონალიზაციის, კონკურენტუნარიანობისა და ხარისხის გაძლიერებას და ამით უფრო ერთიანი ევროპული უმაღლესი განათლებისა და კვლევის სივრცის ხელშეწყობას.

დაინტრესებულ ახალგაზრდებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაუკავშირდნენ "ქალი და განვითარება"-ს ტელეფონის 599 559081, ან ელ. ფოსტის [email protected] საშუალებით.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 15 მაისი.

ჩვენით საამაყო პარტნიორობა
06/05/2025

ჩვენით საამაყო პარტნიორობა

🇨🇵🇬🇪♀️ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩო ამაყობს, რომ საქართველოში, 2024 წელს, ქალთა უფლებების სასარგებლოდ კონკრეტული ვალდებულებები შეასრულა.

🫂 საქართველოს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობითა და საელჩოს მიერ გაღებული წვლილის წყალობით, ახალციხეში გაიხსნა ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარი/კრიზისისა და მხარდაჭერის ცენტრი.

🩺 მხარი დაუჭირა რა ასოციაცია ჰერა XXI-ს, იგი ჩაერთო ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სასარგებლო ქმედებაში.

💬 მან ასევე მხარი დაუჭირა არასამთავრობო ორგანიზაციას „ქალი და განვითარება“ შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ქალთა სამოქალაქო და საარჩევნო უფლებების შესახებ ტრენინგებისა და კასპის, ხაშურისა და ბაკურიანის სადისკუსიო კლუბებისთვის.

🇨🇵🇬🇪♀️ A l’occasion de la , l’Ambassade de France est fière de son engagement concret en faveur des droits des femmes en Géorgie en 2024.

🫂 Grâce à son partenariat et sa contribution à ONU Femme Georgie, un refuge/centre de crise et de soutien pour les femmes victimes de violences domestiques a été inauguré à Akhaltsikhe.

🩺 L’Ambassade s’est engagé en faveur de la santé sexuelle et reproductive des femmes en apportant son soutien à l’association Hera XXI.

💬 Elle a également soutenu les ONG "Women and Development" pour les ateliers de de formation sur les droits civiques et électoraux des femmes dans les municipalités de Shida kartli et les clubs de discussion à Kaspi, Khashuri et Bakuriani.
#8მარტი #ქალთასაერთაშორისოდღე
UN Women Georgia
დემოკრატ ქალთა საზოგადოება Democrat Women's Organization DWO
ასოციაცია ჰერა XXI Association HERA XXI
Woman and Development
France Diplomatie

ელჩების ვიზიტი გორშისაქართველოში საფრანგეთის ელჩი, ქალბატონი შერაზ გასრი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ბატო...
01/04/2025

ელჩების ვიზიტი გორში

საქართველოში საფრანგეთის ელჩი, ქალბატონი შერაზ გასრი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ბატონი ერნსტ პიტერ ფიშერი, ორგანიზაცია „ქალი და განვითარება“-ს მენეჯმენტის გუნდს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ელჩებმა ისაუბრეს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში საფრანგეთისა და გერმანიის წვლილის შესახებ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქალთა უფლებების წინსვლასა და განვითარებაზე.

„ქალი და განვითარება“-ს მენეჯმენტის გუნდის წევრებმა სტუმრებს ორგანიზაციის მიმდინარე და სამომავლო გეგმები გააცნეს.

შეხვედრის დასასრულს, „ქალი და განვითარება“-ს მენეჯმენტის გუნდმა საფრანგეთისა და გერმანიის საელჩოებს მრავალწლიანი და ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის ღრმა მადლიერება გამოხატა.

29/03/2025

📣 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო ,,რუსული კანონის” წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარის განხილვა და სახელმწიფოს შესაბამისი კითხვები დაუსვა. სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო.

⭕ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2024 წლის 17 ოქტომბერს, “რუსული კანონსა” და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებზე საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 16 მედია ორგანიზაციამ, 120 არასამთავრობო ორგანიზაციამ და 4 ფიზიკურმა პირმა მივმართეთ.

⭕ საჩივარში აღნიშნულია, რომ ,,რუსული კანონი” არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლებას (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლებას (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს (მე-18 მუხლი).

⭕ როგორც სასამართლოს მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაშია მითითებული, სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს. მსგავსი სტატუსი ენიჭება ისეთ საქმეებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.

ვრცლად ➡ https://gyla.ge/post/strasburgma-rusuli-kanontan-dakavshirebit-gankhilva-daiwyo

EUMM-ის ვიზიტი EUMM-ის წარმომადგენლობა თანამშრომლობითი ვიზიტის ფარგლებში "ქალი და განვითარება"-ს ესტუმრენენ.შეხვედრის მო...
27/03/2025

EUMM-ის ვიზიტი

EUMM-ის წარმომადგენლობა თანამშრომლობითი ვიზიტის ფარგლებში "ქალი და განვითარება"-ს ესტუმრენენ.

შეხვედრის მონაწილეებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია ამ კეთილშობილი მისიის საქმიანობის შესახებ, ხოლო "ქალი და განვითარება"-ს მენეჯმენტის გუნდმა ისაუბრა ორგანიზაციის მიმდინარე აქტივობების, სტრატეგიული გეგმების და გამოწვევების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს "ქალი და განვითარება"-ს დირექტორმა გამოხატა ღრმა მადლიერება EUMM-ის მიმარ წლების განმავლობაში განვითარებული თანამშრომლობისა და აღმოჩენილი თანადგომისთვის.

საბოლოო ჯამშიშეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური და პერსპექტიული.

ჩვენ ვამაყობთ ამ პარტნიორობით!!!
08/03/2025

ჩვენ ვამაყობთ ამ პარტნიორობით!!!

🇨🇵🇬🇪♀️ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩო ამაყობს, რომ საქართველოში, 2024 წელს, ქალთა უფლებების სასარგებლოდ კონკრეტული ვალდებულებები შეასრულა.

🫂 საქართველოს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობითა და საელჩოს მიერ გაღებული წვლილის წყალობით, ახალციხეში გაიხსნა ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარი/კრიზისისა და მხარდაჭერის ცენტრი.

🩺 მხარი დაუჭირა რა ასოციაცია ჰერა XXI-ს, იგი ჩაერთო ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სასარგებლო ქმედებაში.

💬 მან ასევე მხარი დაუჭირა არასამთავრობო ორგანიზაციას „ქალი და განვითარება“ შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ქალთა სამოქალაქო და საარჩევნო უფლებების შესახებ ტრენინგებისა და კასპის, ხაშურისა და ბაკურიანის სადისკუსიო კლუბებისთვის.

🇨🇵🇬🇪♀️ A l’occasion de la , l’Ambassade de France est fière de son engagement concret en faveur des droits des femmes en Géorgie en 2024.

🫂 Grâce à son partenariat et sa contribution à ONU Femme Georgie, un refuge/centre de crise et de soutien pour les femmes victimes de violences domestiques a été inauguré à Akhaltsikhe.

🩺 L’Ambassade s’est engagé en faveur de la santé sexuelle et reproductive des femmes en apportant son soutien à l’association Hera XXI.

💬 Elle a également soutenu les ONG "Women and Development" pour les ateliers de de formation sur les droits civiques et électoraux des femmes dans les municipalités de Shida kartli et les clubs de discussion à Kaspi, Khashuri et Bakuriani.
#8მარტი #ქალთასაერთაშორისოდღე
UN Women Georgia
დემოკრატ ქალთა საზოგადოება Democrat Women's Organization DWO
ასოციაცია ჰერა XXI Association HERA XXI
Woman and Development
France Diplomatie

11/02/2025

11 თებერვალი მეცნიერი ქალებისა და გოგოების საერთაშორისო დღეა!

მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, ქალები და გოგოები კვლავ აწყდებიან სისტემურ ბარიერებსა და სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს ამ სფეროში.

მსოფლიოში სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების მხოლოდ მესამედია ქალი. ქალებს დაფინანსების, კვლევისა და პუბლიკაციის ნაკლები შესაძლებლობა აქვთ და მნიშვნელოვნად ნაკლებად არიან წარმოდგენილნი უნივერსიტეტების წამყვან პოზიციებზე.

საქართველოში ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების კურსდამთავრებულთა მხოლოდ 30%-ია ქალი.

ქალი სტუდენტები ხშირად კაცებზე უკეთეს აკადემიურ შედეგებს აჩვენებენ, თუმცა დამსაქმებლები მათ კვალიფიკაციასა და კომპეტენციას უფრო მეტად აყენებენ ეჭვქვეშ, ვიდრე კაცებისას.

ქალების მეტი ჩართულობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში არა მხოლოდ მათი გაძლიერებისთვის, არამედ უკეთესი საზოგადოებისა და მეცნიერული პროგრესისთვისაა აუცილებელი!

დავანგრიოთ ბარიერები და შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ქალებისა და გოგოებისთვის STEM-ში!

Send a message to learn more

Address

Gori
1400

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Woman and Development posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share