13/09/2024
საქართველოში ხანდაზმულთა ცხოვრებას ძალინ ბევრი გამოწვევა აქვს. სწორედ მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება დაისახა მიზნად სოფელ სკრაში მოქმედმა ორგანიზაციამ Association Betlemi - ასოციაცია ბეთლემი ჩვენს მიერ გამოცხადებულ კონკურსზე გრანტიც მოიპოვა და კეთილი საქმის კეთებას შეუდგა.
სოფელ სკრაში დაარსდა 🏘️ხანდაზმულთა კლუბი, რომელიც ემსახურება 80 ხანდაზმულს. მათი უმრავლესობა ადგილობრივი, დევნილი, სოციალურად დაუცველი, შშმ და მარტოხელა მოხუცია. ხანდაზმულთა კლუბში შემდეგი აქტივობები ჩატარდა და ნაწილი დღემდე ხორციელდება:👇
💊 ექიმი თერაპევტის კონსულტაციები — ხანდაზმულები შეხვდნენ ქ. გორიდან მოწვეულ ექიმ თერაპევტსა და ნევროლოგს. მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამის უფასო მედიკამენტების, მათი თვითნებურად მოხმარების უარყოფითი შედეგების, ინფექციური დაავადებებისა და მათი თავიდან აცილების გზების შესახებ.
🌺 ფსიქოლოგის კონსულტაციები — ხანდაზმულებმა მოწვეული ფსიქოლოგისგან მიიღეს რჩევები, როგორც დაძლიონ მარტოობის შიში და შფოთვა, გაიუმჯობესონ განწყობა და გაიმარტივონ სოციალური ინტეგრაცია.
⚖️ იურისტის კონსულტაციები — შეზღუდული ინფორმაციის გამო, ხანდაზმულები კუთვნილ ქონებას სხვას გადასცემენ და ხშირად კარგავენ მას. შეხვედრების ფარგლებში ისინი გაეცნენ საკუთარ უფლებებს, ხოლო იურისტის უფასო კონსულტაციები, მიმართვის საფუძველზე, პროექტის დასრულების შემდგომაც გაგრძელდა.
🌟 თაობათაშორისი აქტივობები — ახალგაზრდები ეხმარებიან ხანდაზმულებს საოჯახო საქმიანობაში და ტექნოლოგიების ათვისებაში (მაგალითად, სოციალური ქსელებით დიდი ხნის უნახავ ოჯახის წევრებთან დაკონტაქტებაში)
🪴🍓 დეკორატიული მებაღეობა და მარწყვის გამრავლება — ახალგაზრდებმა ხანდაზმულებს მოსავლელად გადასცეს ქოთნის ყვავილები და გასამრავლებლად აჩუქეს მარწყვის ნერგები. ეს აქტივობები მათ ნაკლებ დროს დაუტოვებს ნეგატიური ფიქრებისთვის და ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციშიც დაეხმარება.
📕 კითხვის წრე I-V კლასის მოსწავლეებისთვის — ხანდაზმულები მოსწავლეებს წიგნის კითხვასა და საშინაო დავალებების მომზადებაში ეხმარებიან, რაც აუმჯობესებს მათ სოციალიზაციას და ხელს უწყობს ცხოვრების აქტიურ წესს.
🧵🪡 ხელსაქმის წრე ახალგაზრდებისთვის — ხანდაზმულებმა ახალგაზრდებს ასწავლეს ქსოვა, ქარგვა, ჭრა-კერვა და სამკაულების შექმნა. მოეწყო შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც. შემოსული სიმბოლური თანხა მოხმარდა ხანდაზმულთა კეთილდღეობას.
🎉🎈 სხვადასვა ღონისძიებების აღნიშვნა - ხანდაზმულთა საერთაშორის დღე, საახალწლო წვეულება და სხვა. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს, როგორც თაობათა შორის სოლიდარობას და ხანდაზმულებში დეპრესიის, დემენციისა და სხვა დაავადებების პრევენციას.
👚სოციალური სამრეცხაო — ორგანიზაციის წევრებსა და მოხალისე ახალგაზრდებს, უკვე რამდენიმე წელია ველოსიპედებით მოაქვთ სარეცხი ხანდაზმულებისგან და გარეცხილს უბრუნებენ უკან.
პროექტის პარალელურად, ორგანიზაცია აქტიურად ცდილობს სახელმწიფო სტურქტურების, კერძო სექტორისა და მოქალაქეების დაინტერესებას ხანდაზმულთა პრობლემების შესახებ. ვრცელდებოდა ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით და ჩატარდა სამი საქველმოქმედო ღონისძიება.
პროექტი განხორციელდა -ის მხარდაჭერით, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.
განხორციელების პერიოდი: 👉 აპრილი 2023 — ივნისი 2024
ბიუჯეტი: 👉 28,376₾ — საგრანტო თანხა: 25,996₾; თანადაფინანსება: 2380₾
________________
🇪🇺🇬🇪 ჩვენ ვაკეთებთ ქართულ საქმეს! „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონი და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციის მოთხოვნა, შეუძლებელს გახდის ჩვენს საქმიანობას და შეაფერხებს ათასობით მოქალაქის მხარდაჭერას. ეს კანონი საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას.
#არარუსულკანონს #კიევროპას