03/06/2026
📢 შეგახსენებთ, რომ 6, 7 და 13 ივნისს „სივრცეში“ დებატების ჩემპიონატი იმართება!
საგანმანათლებლო პროექტი მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებულად დაცვა, ეძებს საინტერესო გამოწვევებს და სურს გაიცნოს ახალი მეგობრები, გაიმდიდროს CV და გამოცდილება 🎯
🔹 მონაწილეთა ასაკი: 15-19 წელი
🔹 მონაწილეთა გამოცდილება: სავალდებულო არ არის, წესებს ადგილზევე შეგასწავლით და შეჯიბრამდე გექნებათ პრაქტიკის/ცდის საშუალება.
🔹 ფორმატი და სტილი: კარლ პოპერის დებატები, 3-კაციანი გუნდებით.
🔹 თემატიკა/რეზოლუციები: აქტუალური სოციალური, მორალური და ახალგაზრდული დილემები.
🔹 მიზანი: საგანმანათლებლო, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება.
🏆 პრიზები: 600 ლარი გამარჯვებულ გუნდს, ორენოვანი სერტიფიკატი ყველა მონაწილეს.
📅 განრიგი (12:00-დან 16:00 სთ-მდე, კვების შესვენებით):
დღე 1 (6 ივნისი): თეორია და პრაქტიკული ვორქშოფები.
დღე 2 (7 ივნისი): შეჯიბრებები ნახევარფინალისტების გამოსავლენად.
დღე 3 (13 ივნისი): ნახევარფინალები, ფინალი და დაჯილდოება!
✨ ფინალში, „სივრცის“ გუნდთან ერთად, გვეყოლება საპატიო ჟიური:
👤 ილია რევია - ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ მოაზროვნე, მიკრობანკი „კრისტალის“ გენერალური დირექტორი.
👤 ნანა ბოჭორიშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის (ESM) ასოცირებული პროფესორი.
📍 მისამართი: გლდანი, ი. ვეკუას 16ა
⏳ რეგისტრაციის ბოლო ვადა: 4 ივნისი
🔗 რეგისტრაციის ბმული: https://youthspace.fillout.com/debatebi1
#დებატები #დებატებისჩემპიონატი #კრიტიკულიაზროვნება #მოაზროვნეები #კონკურსი