მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი - Martkopi Youth Centre

  • Home
  • Georgia
  • Gardabani
  • მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი - Martkopi Youth Centre

მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი - Martkopi Youth Centre Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი - Martkopi Youth Centre, Non-Governmental Organization (NGO), Martkopi, Gardabani.

26/02/2026

🙋 გაიცანით ანასტასია ფრეწუაშვილი 🫶☀️

😊 ანასტასია, გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას.

🎊 ხართ ახალგაზრდა და ეძებთ განვითარების შესაძლებლობებს?

👫🧑‍🤝‍🧑👬 გსურთ ახალი მეგობრების შეძენა?

✨ გსურთ განივითაროთ სხვადასხვა უნარი?

💌 გახდით ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი და ისწავლეთ კეთებით 😎

06/02/2026

🎓 განათლება არ არის მხოლოდ შეფასებები და დიპლომი -
ეს არის ცოდნის, ღირებულებების, გამოცდილების და უნარების განვითარების გზა.

🧠 განათლება გვაძლევს კრიტიკული აზროვნების შესაძლებლობას,

🚀 ვინც სწავლობს და ვითარდება, უფრო თავდაჯერებული და თავისუფალია - ცხოვრებას თავად მართავს.

⛔ ვინც არ სწავლობს, ხშირად სხვების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული და საკუთარ გზას ვერ აკონტროლებს.

✅განათლება ამცირებს სიღარიბეს და ანვითარებს ინფორმირებულ მოქალაქეებს, რომლებსაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ
☮️ მშვიდობიანი,
🍀მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

❓თქვენ როგორ გესმით განათლება?
ვიდეოს ავტორები: Mariam Tvaliashvili & Zazunishvili Nikoloz 👏👏

👋შეგახსენებთ, საინფორმაციო შეხვედრა, ✔️ხვალ, 15:30 საათზე ✔️თუ ხარ 18-35 წლის ახალგაზრდა მეწარმე👇არ გამოტოვო ეს შესაძლებ...
27/01/2026

👋შეგახსენებთ, საინფორმაციო შეხვედრა,
✔️ხვალ, 15:30 საათზე

✔️თუ ხარ 18-35 წლის ახალგაზრდა მეწარმე

👇არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა

📈 შეხვედრა ახალგაზრდა მეწარმეებთან

✅ თუ ხარ 18-35 წლამდე ახალგაზრდა ან საქმიანობ ქვემო ქართლის რეგიონში , მარნეულის, დმანისის ან გარდაბნის მუნიციპალიტეტში, შენ შეგიძლია მიიღო 30 000 ლარამდე დაფინანსება, გახდე წარმატებული მეწარმე და შექმნა ან განავითარო შენი ბიზნესი!

🌐 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება 28 იანვარს, 15:30 საათზე, მარტყოფის ახალგაზრდულ ცენტრში

✅ რომელსაც გაუძღვებიან ორგანიზაცია SIQA სიქა წარმომადგენლები

📞 კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე:
599 093848

24/01/2026

▶️ ჩვენი აზრით, დემოკრატია მხოლოდ არჩევნები ან კანონებში ჩაწერილი სიტყვა არ არის.

🗳️დემოკრატია არის გარემო, სადაც ადამიანს აქვს ხმა და ეს ხმა ისმის. დემოკრატიულ ქვეყანაში მოქალაქეობა პასიური მდგომარეობა არ არის.

❗️აქტიური მოქალაქეობა ნიშნავს ინტერესს იმაზე, რაც ჩვენს გარშემო ხდება. პასუხისმგებლობის აღებას ჩვენს გარშემო არსებულ პრობლემებზე
აქტიური მოქალაქე არ ელოდება, რომ სხვები გადაწყვეტენ მის მომავალს.
ის თავად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

✅ დემოკრატია მაშინ მუშაობს, როცა მოქალაქეები არ არიან გულგრილები.
როცა ვამბობთ ჩვენს აზრს, ვუსმენთ სხვებს და ვიცავთ ერთმანეთის უფლებებს.
დემოკრატია ჩვენ ვართ - ჩვენი ხმა, ჩვენი არჩევანი და ჩვენი პასუხისმგებლობა.

თქვენ როგორ გესმით დემოკრატია?

📈 შეხვედრა ახალგაზრდა მეწარმეებთან ✅ თუ ხარ 18-35 წლამდე ახალგაზრდა ან საქმიანობ ქვემო ქართლის რეგიონში , მარნეულის, დმა...
16/01/2026

📈 შეხვედრა ახალგაზრდა მეწარმეებთან

✅ თუ ხარ 18-35 წლამდე ახალგაზრდა ან საქმიანობ ქვემო ქართლის რეგიონში , მარნეულის, დმანისის ან გარდაბნის მუნიციპალიტეტში, შენ შეგიძლია მიიღო 30 000 ლარამდე დაფინანსება, გახდე წარმატებული მეწარმე და შექმნა ან განავითარო შენი ბიზნესი!

🌐 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება 28 იანვარს, 15:30 საათზე, მარტყოფის ახალგაზრდულ ცენტრში

✅ რომელსაც გაუძღვებიან ორგანიზაცია SIQA სიქა წარმომადგენლები

📞 კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე:
599 093848

🥂 მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრის გუნდის სახელით, გილოცავთ დამდეგ 2026 წელს! 🥳 გისურვებთ განვითარებულ და მშვიდობიან საქარ...
31/12/2025

🥂 მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრის გუნდის სახელით, გილოცავთ დამდეგ 2026 წელს!

🥳 გისურვებთ განვითარებულ და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას !

✨ 2025 წელი ჩვენთვის ასოცირდებოდა გარკვეულ ცვლილებებთან და სიახლეებთან, რომელთა მიუხედავად ჩვენი ორგანიზაცია აგრძელებდა დასახულ მიზანზე მუშაობას

✅ დავასრულეთ პროექტები :
,, ახალგაზრდების ჩართულობა სოციალური სერვისების მიწოდებაში “
,, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ -კოვიდ აღდგენისთვის “
,, მითოდრამა”

✅ განვახორციელეთ ახალგაზრდების გადამზადების პროგრამა ,, ლიდერთა ლაბორატორია “ გარემოს დაცვით, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მიმართულებით, აწ უკვე მესამედ

✅ ჩავატარეთ როგორც შემეცნებითი ისე გასართობი ტიპის შეხვედრები და ტურნირები, ინდივიდუალურად და ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ფილმის ჩვენებები

✅ რამდენჯერმე დავასუფთავეთ ჩვენი სოფლის გარემო

✅ ჩვენი ორგანიზაციის წევრები - ქრისტინე გაბისონია, ნინი ჯერენაშვილი, მარიამ ტაკაშვილი, თეკლა ტაკაშვილი, სანდრო სალთხუციშვილი, იოანე ახობაძე იმყოფებოდნენ საზღგარგარეთ, საერთაშორისო პროექტებზე, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით. ხოლო ნინო მჭედლიშვილი მონაწილეობას იღებს ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამაში, ქალაქ სტრასბურგში.

✅ მონაწილეობა მივიღეთ 2 ადგილობრივ პროექტში, რომლებიც ქალაქ ბაკურიანში გაიმართა

✅ შევაგროვთ მეორადი ტანსაცმელი, რომლითაც დავეხმარეთ საქველმოქმედო ორგანიზაციას

✅ ჩავერთეთ ახალ პროექტში - ,, იმოქმედე საქართველოსთვის” რომლის ფარგლებშიც გვეწვია თანამედროვე მწერალი დათო ტურაშვილი

❤️ გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მოხალისეებსა და ხელმძღვანელებს თავდაუზოგავი შრომისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომლებიც დღემდე მხარს გვიჭერთ!

❤️ მალე დაგიბრუნდებით ახალი ენერგიითა და შესაძლებლობებით, რომლებიც შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მორგებული იყოს მარტყოფელი ახალგაზრდების ინტერესებს.

————

ℹ️ ფოტო - pinterest

✅ დასრულდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი 4-წლიანი პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ...
25/12/2025

✅ დასრულდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი 4-წლიანი პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“

🟢 რომელშიც მონაწილეობას ვიღებდით ორგანიზაცია CENN - თან თანამშრომლობით

🤩 გვიხარია, რომ ჩვენს ორგანიზაციას მიეცა შესაძლებლობა, წარმატებით განეხორციელებინა კამპანია, ნარჩენების მდგრადი მართვისა და სოფელში არსებული, დაბინძურებული მდინარის შესახებ

💫 გიზიარებთ მონაკვეთებს ჩვენი საქმოანობის შესახებ, CENN-ის მიერ მომზადებული, პროექტის შემაჯამებელი კატალოგიდან

🎅 ფილმის ჩვენება : ,, საშობაო ქრონიკები “ ⭐️ კვირას, 21 დეკემბერს, 3 საათზე 🤩 დიდ ეკრანზე 🎄 დაგხვდებათ საახალწლო და მეგო...
17/12/2025

🎅 ფილმის ჩვენება : ,, საშობაო ქრონიკები “

⭐️ კვირას, 21 დეკემბერს, 3 საათზე

🤩 დიდ ეკრანზე

🎄 დაგხვდებათ საახალწლო და მეგობრული გარემო

✅ საკვების შემოტანა ნებადართულია, წესრიგის დაცვის გათვალისწინებით

🎫 ბილეთის ღირებულება : 5 ლარი

🔹 შეგროვებული თანხა მოხმარდება ქველმოქმედებას !

🔹 დასწრების მსურველები გთხოვთ დარეგისტრირდეთ :

https://docs.google.com/forms/d/1Bhe8de4euW8SdHfew4YzPJ0ViVpQ1oA1pOYD6YDlNNU/viewform

🧑‍🎄 #გაუფერადეახალიწელი #თამარისთვის

📣 ჩვენს ცენტრს თანამედროვე მწერალი, დათო ტურაშვილი ესტუმრა ✅ შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. ვისაუბრეთ საინტერესო თემებზე ლ...
30/11/2025

📣 ჩვენს ცენტრს თანამედროვე მწერალი, დათო ტურაშვილი ესტუმრა

✅ შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. ვისაუბრეთ საინტერესო თემებზე ლიტერატურის გარშემო, ქართულ კულტურასა და ისტორიაზე, ავტორის შემოქმედებაზე, კითხვის მნიშვნელობაზე და ა.შ

✅ გავმართეთ დისკუსია, მწერალმა უპასუხა მკითხველების შეკითხვებს

📚 გადმოგვცა ავტოგრაფები

😊 შეხვედრის ბოლოს მოვინახულეთ თუშმალიშვილების საგვარეულო კოშკი

💌 კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ბატონ დავითს დღევანდელი დღისთვის

💌 ასევე დამსწრე საზოგადოებას მოსვლისთვის და აქტიური ჩართულობისთვის

▶️ პროექტი „იმოქმედე საქართველოსთვის“ დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ და მას კონრად ადენაუერის ფონდი ახორციელებს.

გელოდებით, ხვალ ორ საათზე ❤️ ( დარეგისტრირებულებს )
29/11/2025

გელოდებით, ხვალ ორ საათზე ❤️ ( დარეგისტრირებულებს )

📣 შეხვედრა თანამედროვე, ქართველ მწერალ დათო ტურაშვილთან

🗓️ 30 ნოემბერს
🕐 14:00 საათზე
📍მარტყოფის ახალგაზრდულ ცენტრში ( ყოფილი საბჭოს შენობა )

✅ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ახალგაზრდებისა და ლიტერატურით დაინტერესებული პირებისათვის. ერთად ვისაუბროთ საინტერესო, აქტუალურ საკითხებზე.

🥪 შეხვედრაზე უზრუნველყოფილია კვება

📚 დაგხვდებათ წიგნები მწერლის ავტოგრაფით ( თუ უკვე გაქვთ შეძენილი, გთხოვთ თან იქონიოთ )

❗️ რაოდენობა შეზღუდულია

🖇️ დასწრების მსურველთათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: https://shorturl.at/NxSGn
(განახლება - რეგისტრაცია დასრულდა )

▶️ აქტივობა ხორციელდება პროექტ ,, სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი,ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისათვის” ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS)

📣 შეხვედრა თანამედროვე, ქართველ მწერალ დათო ტურაშვილთან 🗓️ 30 ნოემბერს 🕐 14:00 საათზე 📍მარტყოფის ახალგაზრდულ ცენტრში ( ყ...
21/11/2025

📣 შეხვედრა თანამედროვე, ქართველ მწერალ დათო ტურაშვილთან

🗓️ 30 ნოემბერს
🕐 14:00 საათზე
📍მარტყოფის ახალგაზრდულ ცენტრში ( ყოფილი საბჭოს შენობა )

✅ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ახალგაზრდებისა და ლიტერატურით დაინტერესებული პირებისათვის. ერთად ვისაუბროთ საინტერესო, აქტუალურ საკითხებზე.

🥪 შეხვედრაზე უზრუნველყოფილია კვება

📚 დაგხვდებათ წიგნები მწერლის ავტოგრაფით ( თუ უკვე გაქვთ შეძენილი, გთხოვთ თან იქონიოთ )

❗️ რაოდენობა შეზღუდულია

🖇️ დასწრების მსურველთათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: https://shorturl.at/NxSGn
(განახლება - რეგისტრაცია დასრულდა )

▶️ აქტივობა ხორციელდება პროექტ ,, სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი,ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისათვის” ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS)

მოგესალმებით და გიზიარებთ შესაძლებლობას, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის არის განკუთვნილი.✅საქართველოს ინოვაციების და ტექნოლო...
30/10/2025

მოგესალმებით და გიზიარებთ შესაძლებლობას, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის არის განკუთვნილი.
✅საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს "ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის "

მიმდინარე საგრანტო კონკურსით ფინანსდება პროექტები ქვემო ქართლის რეგიონიდან.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში

✅ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას;

✅ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას;
🕛განაცხადების მიღება სრულდება 5 ნოემბერს.

🚀საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს "ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის "

მიმდინარე საგრანტო კონკურსით ფინანსდება პროექტები კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონიდან

🔎ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით [email protected]

⛓️‍💥რეგისტრაციისთვის;

🍃კახეთი-https://grants.gov.ge/ka/გრანტები?call=325
☁️ქვემო ქართლი-https://grants.gov.ge/ka/გრანტები?call=326

Address

Martkopi
Gardabani
1320

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი - Martkopi Youth Centre posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი - Martkopi Youth Centre:

Share