დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო

  • Home
  • Georgia
  • Dusheti
  • დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, Youth Organization, Dusheti Municipality, Dusheti.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს.

ახალგაზრდული საბჭოს მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფა.

ამ მიზნის მისაღწევად ახალგაზრდული საბჭო:
• მონაწილეობს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაში, მონიტორინგსა და შეფ

ასებაში;
• მონაწილეობს მუნიციპალიტეტის მერიისა და მისდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების პროგრამების დაგეგმვაში, მონიტორინგსა და შეფასებაში, რომლებიც ეხებათ ახალგაზრდებს და შეიმუშავებს შესაბამისს რეკომენდაციებს მათი გაუმჯობესების მიზნით;
• მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესში და ახალგაზრდების მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის განხორციელებაში;
• შეისწავლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებსა და ინტერესებს და შეიმუშავებს შესაბამისს წინადადებებს და რეკომენდაციებს მათი უზრუნველყოფის მიზნით;
• ახდენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირებას მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის, პროგრამებისა და აქტივობების შესახებ;
• უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისა და საზოგადოების ინფორმირებას ახალგაზრდობის სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ;
• ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა სფეროებში.

არ გამოგრჩეთ👇💥
16/07/2025

არ გამოგრჩეთ👇💥

🤩 PIN-ი გიწვევთ სათავგადასავლო-შემეცნებით ბანაკში 10-13 წლის ახალგაზრდებს დუშეთის მუნიციპალიტეტიდან.
🙋🏼‍♀️🙋‍♂️ბანაკი მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაახლოებას, გუნდური მუშაობისა და სხვა საკომუნიკაციო უნარების განვითარებას.

☑️ ბანაკის ხანგრძლივობა - 3 დღე; 2 ღამე
☑️მდებარეობა - ბულაჩაური, “ბულაჩაურის მწვანე ცენტრი” Bulachauri Green Center • ბულაჩაურის მწვანე ცენტრი
☑️ მონაწილეობა უფასოა, უზრუნველყოფილია ტრანსპორტირება და განთავსება
☑️ბანაკი ჩატარდება ორ ეტაპად, კითხვარში მიუთითეთ სასურველი თარიღები: 1-3 აგვისტო ან 15-17 აგვისტო

📌 ადგილები შეზღუდულია და ახალგაზრდები შეირჩევიან სამოტივაციო წერილების გადარჩევისა და ბანაკის პრიორიტეტების მიხედით!

📌 წლევანდელი ბანაკის პრიორიტეტებია:
💥 ბავშვებს ფშავ-ხევსურეთიდან, გუდამაყრიდან და ჭართლის თემიდან!
💥 ვისაც არ აქვს ბანაკში მონაწილეობის გამოცდილება!
💥 სამოტივაციო წერილი!

📍ამრიგად, გელით და გთხოვთ, 22 აგვისტოს ჩათვლით რეგისტრაცია გაიაროთ მოცემულ ბმულზე სრულყოფილად! ბანაკის შესახებ მეტ ინფორმაციასაც აქვე გაეცნობით👇
🔗 რეგისტრაციის ფორმა: https://forms.gle/pfx8ESAe8AcD1yKW7

🤝პროექტის მხარდაჭერილია ჩეხეთის და ავსტრიის განვითარების სააგენტოების მიერ. 🇨🇿 🇦🇹

***

📣PIN invites 10-13-year-olds from Dusheti Municipality to an exciting educational-adventure camp!
🙋🏼‍♀️🙋‍♂️The camp aims to bring together young people and help them develop teamwork and communication skills.

☑️ Duration: 3 days, 2 nights
☑️ Location: Bulachauri Green Center • ბულაჩაურის მწვანე ცენტრი
☑️ Participation is completely free — transportation and accommodation are provided
☑️ The camp will be held in two rounds. Please indicate your preferred dates in the form: August 1–3 or August 15–17

Spots are limited – selection will be based on motivation letters and alignment with the camp’s priorities!

🌟 This year's camp priorities are:
💥 Children from Pshavi-Khevsureti, Gudamakari, and Chartali communities
💥 Those who have never attended such a camp before
💥 A strong motivation letter

📍 Register by August 22 using the link below — you’ll also find more information there:

🔗 Registration Form: https://forms.gle/pfx8ESAe8AcD1yKW7

🤝 The camp is organized as part of a project supported by the Czech and Austrian development agencies. 🇨🇿 🇦🇹

⚜️დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ,  -   დღე, რომელ...
01/06/2025

⚜️დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს , - დღე, რომელიც ხაზს უსვამს ბავშვთა უფლებების დაცვასა და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.❤🪐🌏

🫶🏻❤️
27/05/2025

🫶🏻❤️

⭐️ დაიწყო პროექტის  "სასწავლო აკადემია" მეორე სესია!🔹აკადემიაში მონაწილეობას 22 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული მრჩეველთა ს...
27/05/2025

⭐️ დაიწყო პროექტის "სასწავლო აკადემია" მეორე სესია!

🔹აკადემიაში მონაწილეობას 22 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების თავმჯდომარეები იღებენ.

📚ინიციატივა მიზნად ისახავს გაზარდოს ლიდერობის, მმართველობის და ადვოკატირების უნარები ახალგაზრდებში, რათა მათ უზრუნველყონ საბჭოების ეფექტური მართვა და გაზარდონ ახალგაზრდების მონაწილეობის ხარისხი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

🔹პროექტი ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის (სამსა) მიერ, პროექტის “EU4Youth: ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება“ მხარდაჭერით, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მიერ".

🔹⚜️19 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ  თამარ გედევანიშვილმა, ახალგაზრდებ...
21/05/2025

🔹⚜️19 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ თამარ გედევანიშვილმა, ახალგაზრდებთან ჩაატარა შეხვედრა თემაზე – „ეფექტური კომუნიკაცია“, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის კომუნიკაციის ძირითადი უნარების გაძლიერება და განვითარება.
🔹⚜️ შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის პროექტის – „სასწავლო აკადემიის“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონებში ახალგაზრდული ლიდერობის მხარდაჭერას და მათი ჩართულობის გაზრდას საზოგადოებრივ აქტივობებში.
🔹⚜️ სესიის განმავლობაში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ეფექტური კომუნიკაციის ასპექტები, მათ შორის: ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, აქტიური მოსმენა და უკუკავშირის მნიშვნელობა. შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ ფორმატში – პრაქტიკული სავარჯიშოებითა და დისკუსიებით, რაც ახალგაზრდებს აძლევდა შესაძლებლობას, რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით გაეღრმავებინათ უნარები.

🎉 პროექტის „სასწავლო აკადემია“ პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა🔹სამი დღის განმავლობაში 22 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ...
01/05/2025

🎉 პროექტის „სასწავლო აკადემია“ პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა

🔹სამი დღის განმავლობაში 22 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების თავმჯდომარეებმა ერთად იმუშავეს ლიდერობაზე, მმართველობასა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე.

🔹სესიების განმავლობაში მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეზიარებინათ ადგილობრივი გამოცდილებები და განეხილათ ახალგაზრდების ჩართულობის გზები გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

🔹ინტენსიური მუშაობისა და პრაქტიკული სავარჯიშოების შედეგად, აკადემიამ ხელი შეუწყო ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიული ურთიერთობების გაძლიერებას.

📚„სასწავლო აკადემია“ ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის (სამსა) მიერ, EU4Youth-ის მხარდაჭერით, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მიერ.

#სამსა #სასწავლოაკადემია #ახალგაზრდულიინიციატივა #გადაწყვეტილებებშიახალგაზრდებისნაწილიერება

01/05/2025
01/05/2025
⚜️ ✅დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სახელით გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ორგანიზატორებსა ...
28/04/2025

⚜️ ✅დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სახელით გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ორგანიზატორებსა და ტრენერებს, რომლებმაც მოგვცეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიგვეღო ტრენინგში“.

✅⚜️ჩვენი საბჭოს წარმომადგენელი თამარ გედევანიშვილი , აქტიურად იყო ჩართული სწავლების პროცესში და მიიღო ფასეული ცოდნა გუნდის მართვის, ლიდერობის, კომუნიკაციისა და სტრატეგიული განვითარებისთვის.

✨ განსაკუთრებით ვაფასებთ იმ გამოცდილებას, რომელიც დაგვეხმარება საბჭოს კიდევ უფრო ეფექტიან და გრძელვადიან განვითარებაში.

✅⚜️მადლობა ტრენერებს შთაგონებისთვის️, მხარდაჭერისთვის და პროფესიონალიზმისთვის!

✅⚜️სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნა მალე გადაიზრდება ახალ ინიციატივებსა და წარმატებულ პროექტებში ჩვენი ახალგაზრდებისთვის!
⚜️✅წარმატებები!

⚜️✅დაიწყო პროექტი "სასწავლო აკადემია"!                               აკადემიაში მონაწილეობას 22 მუნიციპალიტეტის ახალგაზრ...
28/04/2025

⚜️✅
დაიწყო პროექტი "სასწავლო აკადემია"! აკადემიაში მონაწილეობას 22 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების თავმჯდომარეები იღებენ.ინიციატივა მიზნად ისახავს გაზარდოს ლიდერობის, მმართველობის და ადვოკატირების უნარები ახალგაზრდებში, რათა მათ უზრუნველყონ საბჭოების ეფექტური მართვა და გაზარდონ ახალგაზრდების მონაწილეობის ხარისხი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის (სამსა) მიერ, პროექტის “EU4Youth: ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება“ მხარდაჭერით, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მიერ". #სამსა

🔹 ⚜️მუნუციპალიტეტის საბჭოს მონაწილეობა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების გაძლიერების პროექტში 2024-2025 .🔹⚜️მუნიციპალიტეტ...
10/02/2025

🔹 ⚜️მუნუციპალიტეტის საბჭოს მონაწილეობა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების გაძლიერების პროექტში 2024-2025 .

🔹⚜️მუნიციპალიტეტის საბჭომ აქტიური მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების შესაძლებლობების გაძლიერების პროექტში, სადაც ჩვენი წარმომადგენელი და დელეგატი იყო თამარ გედევანიშვილი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ყველა ეტაპზე✅

⚜️✅ პროექტი უნიკალური შესაძლებლობა იყო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და საბჭოების ეფექტიანობის გასაზრდელად.

⚜️🔹 აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მიიღო 20 სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საბჭომ, მათ შორის ჩვენც. ეს იყო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესანიშნავი პლატფორმა, სადაც სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინოვაციური იდეები და პრაქტიკული მიდგომები ახალგაზრდული პოლიტიკის გასაძლიერებლად.

⚜️🔹 ტრენინგებმა და სამუშაო შეხვედრებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მონაწილეთა ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც მათ სამომავლო საქმიანობაში დაეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდების ჩართულობისა და მონაწილეობითი მმართველობის გაძლიერების გზებს, რაც ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

✨ 🔹 მადლიერები ვართ ამ საინტერესო ინიციატივისთვის და მოუთმენლად ველით მსგავს პროექტებში მონაწილეობას! ✨
საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაცია - Ayacg

🔹სტუდენთა დაფინანსების პროგრამა !დამატებით ინფორმაციისთვის გაეცანით აღნიშნულ პოსტს❤️გისურვებთ წარმატებებს❤️
10/02/2025

🔹სტუდენთა დაფინანსების პროგრამა !დამატებით ინფორმაციისთვის გაეცანით აღნიშნულ პოსტს❤️
გისურვებთ წარმატებებს❤️

✅ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა გრძელდება

📚 დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში 2022 წლიდან მოქმედებს სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა.

📖 საქართველოს სახელმწიფო აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო პროგრამების წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც არიან დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულნი, ფინანსდებიან შედეგების მიხედვით, შემდეგი სქემით:
🔷 (პ.ა) „B“ შეფასებით - 800 ლარით;
🔷 ( პ.ბ ) „A“ შეფასებით - 1200 ლარით.

🔶 სტუდენტები, რომელთაც გარდაცვლილი ჰყავთ ერთ-ერთი ან ორივე მშობელი, ან რომელიმე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება ან ფლობს მარტოხელა მშობლის სტატუსს და ამავდროულად მინიჭებული აქვთ 120 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა, ფინანსდებიან - 1200 ლარის ოდენობით;

🔶 2022-2024 წლებში, ჯამში დაფინანსდა 167 სტუდენტი 146 900 ლარით.

🔶 შეგახსენებთ, რომ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა გრძელდება.
დაინტერესებულმა პირმა დუშეთის მუნიციპალიტეტს უნდა მიმართოს გაზაფხულის სემესტრის შეფასებიდან არაუგვიანეს 1-ელი ოქტომბრისა, ხოლო შემოდგომის სემესტრის შეფასებიდან არაუგვიანეს 1-ელი აპრილისა;

გისურვებთ წარმატებას!

Address

Dusheti Municipality
Dusheti
1810

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო:

Share