Dedoplistskaro on Google Map დედოფლისწყარო Google რუკაზე

Dedoplistskaro on Google Map დედოფლისწყარო Google რუკაზე ჩვენ ვზრუნავთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის პოპულარობაზე მსოფლიოში!

დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაცია და ადგილობრივი განვითარების ჯგუფი იწყებენ პროექტის „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი GOOGLE MAP-ზე“ განხორციელებას.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD III ფაზა) მიერ და მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის, პროექტ „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“-ის

ინიციატივა „ჭკვიანი სოფლები (Smart Villages)-ს ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო ობიექტების და ბიზნესების დატანა/მონიშვნა GOOGLE MAP-ზე, ასევე- დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის და ბიზნესის მფლობელებისთვის უფასო ტრენინგის ჩატარება Google my business-ის გამოყენებაზე და GOOGLE -ის სხვა სერვისებზე.

12/04/2023

Explore the dynamics of our changing planet over the past three and a half decades.

ქოჩების ტბის სევდიანი ისტორია ნახეთ აქ. See the sad history of Kochebi Lake here:41.44218756069993, 46.145538715571774
12/04/2023

ქოჩების ტბის სევდიანი ისტორია ნახეთ აქ.
See the sad history of Kochebi Lake here:

41.44218756069993, 46.145538715571774

Explore the dynamics of our changing planet over the past three and a half decades.

29/03/2023

მეგობრებო, კომპანია Google სისტემატურად აუმჯობესებს და სამართავად ამარტივებს სერვისებს. გახადეთ თქვენი ბიზნესი უფრო მეტად პოპულარული! ისარგებლეთ ჩვენი დახმარებით!

28/03/2023

გამარჯობა, მეგობრებო!
დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაცია დედოფლისწყაროელ დიდ და მცირე მეწარმეებს ეხმარება პროდუქციის /სერვისების გაყიდვების გასაუმჯობესებლად Google map-ზე რეგისტრაციაში და Google my business-ის პროფილის შექმნაში.
დაინტერესებული პირები შეხვედრის დროის და სხვა დეტალების შესათანხმებლად უნდა დაუკავშირდნენ ასოციაციას ტელეფონზე: 599572842 .
ამ სერვისზე 31 მარტის ჩათვლით აქციაა-ფასდაკლება 100%.

მეგობრებო, დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაცია აგრძელებს ინფორმაციის სრულყოფის პროცესს   Google Map-ზე დედოფლ...
07/10/2022

მეგობრებო, დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაცია აგრძელებს ინფორმაციის სრულყოფის პროცესს Google Map-ზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების/სერვისების, კვების ობიექტების და ტურიზმთან დაკავშირებული სხვა ბიზნესების შესახებ. განახლებული ინფორმაცია დატანილი იქნება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტურისტულ რუკაზე ქართულ და ინგლისურ ენებზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ ტელეფონზე: +995 599 572 842 ან მოგვწერონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

მნიშვნელოვანი ღონისძიება დედოფლისწყაროში მოქმედი ბიზნესებისთვის
15/09/2022

მნიშვნელოვანი ღონისძიება დედოფლისწყაროში მოქმედი ბიზნესებისთვის

ყურადღება!
ვიწვევთ ტურისტულ ბიზნესებს, სატრანსპორტო სერვისის მიმწოდებლებს, კვების ობიექტებს, საკვების და სასმელის, ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლებს!

http://dtda.ge/%e1%83%a7%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%94%e1%83%95%e1%83%97/
გამარჯობა, მეგობრებო!
ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაცია და დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაცია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების ხელშეწყობის ფონდის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში 2022 წლის ოქტომბრის პირველ კვირაში დედოფლისწყაროში ატარებენ ტურისტული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის ღონისძიებებს.
გეპატიჟებით ტურისტულ ბიზნესებს და საკვების მწარმოებლებს, მონაწილეობა მიიღოთ ამ ღონისძიებებში და გაიგოთ, თუ როგორ შეგიძლიათ მიიღოთ რჩევები და მხარდაჭერა თქვენი სერვისების გასაუმჯობესებლად და თქვენი ბიზნესის ხარისხის ეტიკეტის მისაღებად, რაც სასარგებლო ინსტრუმენტია მარკეტინგის სფეროშიც. 2022/2023 წლებში ასევე მოეწყობა ტრენინგ პროგრამა ტურიზმის საუკეთესო ესტონელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით. ყველაზე აქტიური ბიზნესები მიწვეული იქნებიან სასწავლო ვიზიტზე ესტონეთში მომავალი წლის გაზაფხულზე.
4 ოქტომბერს, 12.30-16.00 დაგეგმილია პროექტის გახსნა-პრეზენტაცია მოწვეული სტუმრების და ადგილობრივი მოქმედი ტურისტული ბიზნესები, ასევე - ტურიზმით დაინტერესებული დამწყები ბიზნესების მონაწილეობით. ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება ტურისტული პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესების პროგრამა. (მისამართი: ქ. დედოფლისწყარო, რუსთაველის ქ. 65, სასტუმრო ავტოგრაფი)
5 ოქტომბერს 10.15-14.00 - დაინტერესებული ბიზნესებისთვის ჩატარდება ტურისტული პროდუქტების ხარისხის კრიტერიუმების წარდგენა (მისამართი: ნასრაშვილების საოჯახო ღვინის მარანი, ქ. დედოფლისწყარო, ჰამლეტ გონაშვილის ქ. 11 )
6 ოქტომბერს, 10.00-15.00 - 2 ადგილობრივი ტურისტული ბიზნესის მაგალითზე პრაქტიკულად მოხდება ტურისტული ბიზნესების სანიმუშო შეფასება დედოფლისწყაროში.
ყველა დასახელებულ დღეს ბიზნესებს საშუალება ექნებათ, მიიღონ რჩევები და კონსულტაციები პროფესიონალებისგან.
4 ოქტომბერს ასევე, შესაძლებელია ადგილობრივი ბიზნესების პროდუქტების (საკვების და ხელნაკეთი ნივთების) წარდგენა. ამისათვის, ბიზნესის მფლობელებმა, ბიზნესის სახეობიდან გამომდინარე, წინასწარ უნდა მოგვაწოდონ პროდუქტის მცირე ნიმ უშები, ფოტოები ან სხვა თვალსაჩინოება, რაც ადგილობრივ ნაწარმს კარგად წარმოაჩენს.
დაინტერესებულ ბიზნესებს მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სამივე დღეს, ისე - მხოლოდ მათთვის საინტერესო ღონისძიებაზე.
დასწრება და ლანჩი უფასოა. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
მონაწილეობის წერილობითი დასტური ღონისძიების თარიღის მითითებით უნდა გამოგზავნოთ 2022 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] ან [email protected]
გთხოვთ, წერილის მიღება დაგვიდასტუროთ!
პატივისცემით,
რაილი მენგელი, ესტონეთის სოფლის ტურიზმის არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე
მანანა ყატაშვილი, დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე

08/05/2022

ჩვენ ხელს ვუწყობთ ტურისტული ბიზნესის განვითარებას...

გამარჯობა, დედოფლისწყაროელებო!პროექტმა  „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი Google Map-ზე“ მოიარა ყველა სოფელი და ქალაქი დედო...
05/04/2022

გამარჯობა, დედოფლისწყაროელებო!
პროექტმა „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი Google Map-ზე“ მოიარა ყველა სოფელი და ქალაქი დედოფლისწყარო, რუკაზე მოინიშნა საჯარო ლოკაციები და ბიზნეს-ობიექტები, გამოქვეყნდა ფოტოები და სხვა მოპოვებული ინფორმაცია.
დედოფლისწყაროს ცალკეული ადგილები/ ბიზნესები ადვილად რომ იძებნებოდეს რუკასა და საძიებო სისტემაში, საჭიროა ბიზნესების საქმიანობაზე/პროდუქტზე ინფორმაციის ხშირი განახლება. ამის გაკეთება შესაძლებელია რუკაზე საძიებო ზოლში ბიზნესის/ადგილის მოძებნით, მართვის პანელში „ბიზნესის ფლობის განაცხადის/ Claim this business“ გაკეთებით და გამოჩენილი ინსტრუქციების შესრულებით, ან რუკაზე საჭირო ობიექტზე დაწკაპუნება და მაუსის მარჯვენა ღილაკით გამოჩენილ კონტექსტურ მენიუში სათანადო მოქმედების არჩევა.

Google-ის სერვისების შესახებ ნაკრები ინფორმაცია ქართულ ენაზე გამოქვეყნებულია საიტზე: www.dtda.ge

დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაცია, დედოფლისწყარო, ტურიზმი, დედოფლისწყაროს ტურიზმი, ტურიზმის გან.....

21/03/2022

გამარჯობა, დედოფლისწყაროელებო!
პროექტმა „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი Google Map-ზე“ მოიარა ყველა სოფელი და ქალაქი დედოფლისწყარო, რუკაზე მოინიშნა საჯარო ლოკაციები და ბიზნეს-ობიექტები, გამოქვეყნდა ფოტოები და სხვა მოპოვებული ინფორმაცია.
დედოფლისწყაროს ცალკეული ადგილები/ ბიზნესები ადვილად რომ იძებნებოდეს რუკასა და საძიებო სისტემაში, საჭიროა ბიზნესების საქმიანობაზე/პროდუქტზე ინფორმაციის ხშირი განახლება. ამის გაკეთება შესაძლებელია რუკაზე საძიებო ზოლში ბიზნესის/ადგილის მოძებნით, მართვის პანელში „ბიზნესის ფლობის განაცხადის/ Claim this business“ გაკეთებით და გამოჩენილი ინსტრუქციების შესრულებით, ან რუკაზე საჭირო ობიექტზე დაწკაპუნება და მაუსის მარჯვენა ღილაკით გამოჩენილ კონტექსტურ მენიუში სათანადო მოქმედების არჩევა.
21 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით ყოველდღე, 17 საათზე, მსურველებს ვიწვევთ კონსულტაციებზე Google-ის სერვისების შესახებ დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის მისამართზე: ქ. დედოფლისწყარო, ჰერეთის ქ. 31, TBC ბანკის პირდაპირ, მე-2 სართულზე.
რეგისტრაციისთვის წინა დღეს დარეკეთ ტელეფონზე: 599572842
Google-ის სერვისების შესახებ ნაკრები ინფორმაცია ქართულ ენაზე გამოქვეყნებულია საიტზე: www.dtda.ge

Address

31 Hereti Street
Dedoplistskaro
1600

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Telephone

+995599572842

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dedoplistskaro on Google Map დედოფლისწყარო Google რუკაზე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Dedoplistskaro on Google Map დედოფლისწყარო Google რუკაზე:

Share