Chokhatauri LAG • ჩოხატაურის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი

  • Home
  • Georgia
  • Chokhatauri
  • Chokhatauri LAG • ჩოხატაურის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი

Chokhatauri LAG • ჩოხატაურის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩოხატაურის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ოფიციალური გვერდი #მწვანეგურია

ჩოხატაურის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში, ახორციე...
04/05/2026

ჩოხატაურის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში, ახორციელებს ინიციატივას - „ცოდნის ბილიკი“.

პროექტის მიზანია ჩოხატაურის ტურისტული პოტენციალის გაძლიერება, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და მუნიციპალიტეტის ცნობადობის გაზრდა. ამისთვის შეიქმნება:

• ეკო-საგანმანათლებლო ბილიკი 10 საინფორმაციო სტენდით რომელიც განთავსდება ფიზიკურ სივრცეები, ჩოხატაურში.

• ინტერაქტიული ციფრული პლატფორმა, რომელიც QR კოდების საშუალებით დააკავშირებს ტურისტებს ადგილობრივ სერვისებთან, პროდუქტებთან და გამოცდილებებთან

პლატფორმაზე განთავსდება ინფორმაცია:
განთავსების ობიექტებზე, მარნებზე, მეფუტკრეებზე, ჩაისა და სხვა ადგილობრივ წარმოებაზე, ტურისტულ სერვისებსა და აქტივობებზე, ბიომრავალფეროვნებაზე და ადგილობრივ რესურსებზე.

🔹 თუ გაქვთ ბიზნესი ან სერვისი ჩოხატაურში და გსურთ:

• გახდეთ უფრო ხილვადი ტურისტებისთვის
• მოხვდეთ ერთიან ტურისტულ პლატფორმაზე
• დაუკავშირდეთ ვიზიტორებს პირდაპირ (QR კოდების საშუალებით)
• გაიზარდოს თქვენი ცნობადობა და მომხმარებელთა რაოდენობა

👉 გთხოვთ, შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა: https://forms.gle/2HV8SqvF85GGDZt4A

ფორმის შევსებით თქვენ გახდებით „ცოდნის ბილიკის“ ნაწილი და თქვენი ბიზნესის/სერვისის/წარმოების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე, ფართო აუდიტორიისთვის.

ასევე, გთხოვთ, გააზიაროთ ეს ინფორმაცია თქვენს ქსელში, რათა მაქსიმალურად ბევრი ადგილობრივი მეწარმე, საოჯახო ბიზნესი თუ სერვისის მიმწოდებელი ჩაერთოს პროექტში.

📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: [email protected] ; 577959020

ერთად შევქმნათ ჩოხატაურის ძლიერი, თანამედროვე და მდგრადი ტურისტული სივრცე.

✨კარიერული ფესტივალი გურიაში - ახალი შესაძლებლობები ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის 🚀  🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტ...
06/04/2026

✨კარიერული ფესტივალი გურიაში - ახალი შესაძლებლობები ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის 🚀
🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტ „მწვანე გურიის“ ფარგლებში, ოზურგეთმა უმასპინძლა „კარიერულ ფესტივალს“. ფესტივალი წარმოადგენდა ინტერაქტიული სივრცეს, სადაც რეგიონის მოტივირებული ახალგაზრდები და წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები ერთმანეთს არაფორმალურ და ამავდროულად, პროფესიულ გარემოში შეხვდნენ. 🤝
🎯ღონისძიების მთავარი მიზანი ახალგაზრდა თაობისთვის რეალური კარიერული გამოცდილების შექმნა, პროფესიული უნარების გამოვლენა და დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება იყო.
ფესტივალის ფარგლებში მონაწილე სტუდენტებსა და უფროსკლასელებს საშუალება ჰქონდათ:
🤝პირადად გასაუბრებოდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს;
💡მიეღოთ პროფესიონალური რჩევები კარიერულ დაგეგმვასა და განვითარებაზე;
🌐 დაემყარებინათ ახალი პროფესიული კავშირები, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
🙌 მადლობას ვუხდით ფესტივალში მონაწილე კომპანიებს, რომლებიც მხარს უჭერენ ახალგაზრდების პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას:
🟧 საქართველოს ბანკი
🟦ტექნოპარკი
🟨კრედო ბანკი
🟥სანდომი
🟫ნიკორა
🟥ელიტ ელექტრონიქსი
🟩ფარმადეპო
🟪კალას ფერმა
📈 კომპანიებისთვის ეს დღე იყო შესაძლებლობა, აღმოეჩინათ ახალი ტალანტები, გაეზიარებინათ კორპორატიული კულტურა და შეექმნათ პოტენციურ კანდიდატთა მონაცემთა ბაზა სამომავლო ვაკანსიებისა თუ სტაჟირების პროგრამებისთვის.
ℹ️ კარიერული ფესტივალი ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-ის პროექტის - „მწვანე გურია“ - ფარგლებში. 🇬🇪 🇪🇺
#მწვანეგურია
________________________________________________________
✨ Career Fest in Guria – New Opportunities for Local Youth 🚀
🇪🇺 With the support of the European Union, the city of Ozurgeti hosted the "Career Fest" within the framework of the "Green Guria" project. The festival served as an interactive space where motivated young people from the region and representatives of leading companies met in an informal yet professional environment.
🎯The primary goal of the event was to provide the younger generation with real-world career experience, a platform to showcase their professional skills, and a chance to establish direct communication with employers.
During the festival, participating students and high schoolers had the opportunity to:
🤝Engage in face-to-face interviews with potential employers;
💡Receive professional advice on career planning and development;
🌐 Establish new professional networks for future collaboration.
🙌We would like to thank the participating companies for supporting the professional growth and development of the youth:
🟧 Bank of Georgia
🟦Technopark
🟨Credo Bank
🟥 Sandomi
🟫 Nikora
🟥 Elite Electronics
🟩 PharmaDepot
🟪Kala’s Farm
📈For the companies, this day was an opportunity to discover new talents, share their corporate culture, and build a database of potential candidates for future vacancies or internship programs.
ℹ️ The Career Fest was held with the support of the European Union, within the framework of the CENN project – "Green Guria." 🇪🇺🇬🇪

     #მწვანეგურია
12/03/2026

#მწვანეგურია

გრძელდება სამუშაო შეხვედრები ლაგების მმართველი საბჭოების წარმომადგენლებთან ლაგების შესაძლებლობების განვითარების მიმართულ...
25/02/2026

გრძელდება სამუშაო შეხვედრები ლაგების მმართველი საბჭოების წარმომადგენლებთან ლაგების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით 📈🤝

🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) მმართველი საბჭოს წარმომადგენლებმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

💡 შეხვედრის მთავარი ფოკუსი ლაგების შესაძლებლობების გაძლიერება და ამ პროცესში მათი როლის გამოკვეთა იყო. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ლაგების ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით რეგიონში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთო პრიორიტეტული მიმართულებაა.

🌱 სამუშაო პროცესის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, თუ როგორ შეუძლიათ ადგილობრივ განვითარების ჯგუფებს ხელი შეუწყონ სოციალური მეწარმეობის განვითარებას გურიის რეგიონში და გააძლიერონ საკუთარი როლი გარემოსდაცვითი თუ სოციალური ინოვაციების მხარდაჭერაში.

✅ ლაგების აქტიური მონაწილეობა უზრუნველყოფს დაგეგმილი აქტივობების მაქსიმალურ მორგებას ადგილობრივ საჭიროებებზე, რაც საბოლოო ჯამში რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
___
🇪🇺 🇬🇪 შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, დემოკრატიის ინსტიტუტი და ქედის LAG.

#მწვანეგურია

🆕 2026 წლის 7 თებერვალს, ქობულეთში სასტუმროში „Georgian Palace Hotel”, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივი გ...
10/02/2026

🆕 2026 წლის 7 თებერვალს, ქობულეთში სასტუმროში „Georgian Palace Hotel”, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) მმართველთა საბჭოების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგები ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა და თემის ხმა — საჭიროებების კვლევიდან ქმედებამდე.

📍თემის ხმა — საჭიროებების კვლევიდან ქმედებამდე

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო სოციალური სერვისების განვითარების პროცესში თემის როლისა და ადგილობრივი ჩართულობის მნიშვნელობის გააზრება, ამასთან მონაწილეთა გაძლიერება, რათა მათ შეძლონ თემის საჭიროებების სისტემური გააზრება და შესაბამისი ინიციატივების ინიცირება საკუთარ მუნიციპალიტეტებში.

შეხვედრის მთავარი აქცენტი გაკეთდა იმაზე, თუ როგორ შეიძლება სოციალური სერვისების დაგეგმვა და განვითარება დაიწყოს თემის რეალური საჭიროებების იდენტიფიცირებით და როგორ გადაიქცეს ეს ცოდნა ქმედით, ადგილობრივ კონტექსტზე მორგებულ სერვისებად. განხილული იყო სოციალური სერვისების არსი, მათი როლი ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესებაში, ასევე განსხვავება ფულად დახმარებებსა და სერვისებზე დაფუძნებულ პოლიტიკას შორის.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს თემის საჭიროებების კვლევის პრაქტიკულ მიდგომებზე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და თემის ლიდერების პასუხისმგებლობაზე, ასევე საერთაშორისო გამოცდილებებზე, სადაც სოციალური სერვისები თემის აქტიური მონაწილეობით იქმნება.

დისკუსიებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ეფექტური სოციალური სერვისები იწყება თემის მოსმენით და თანამშრომლობით ადგილობრივ დონეზე.

📍 ადამიანის უფლებაზე დაფუძნებული მიდგომა

ტრტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის (Human Rights-Based Approach – HRBA) არსსა და ძირითად პრინციპებს. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს, როგორ განსხვავდება ქველმოქმედებაზე, საჭიროებასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები ერთმანეთისგან და რატომ არის აუცილებელი, რომ განვითარების პროცესში ადამიანები არა მხოლოდ დახმარების მიმღებები, არამედ გადაწყვეტილებების აქტიური მონაწილეები იყვნენ.

სიტუაციური ანალიზისა და როლური თამაშის გამოყენებით მონაწილეებმა გააანალიზეს მონაწილეობისა და ჩართულობის მნიშვნელობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. პრაქტიკული მაგალითების საშუალებით მონაწილეებმა იმსჯელეს მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის მნიშვნელობაზე, ადგილობრივი თემის განვითარების პროცესში მათი ხმის გათვალისწინებაზე და იმ სარგებელზე, რომელიც ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვას მოაქვს საზოგადოებისათვის.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა განიხილეს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენების შესაძლებლობები ადგილობრივ თემსა და პროფესიულ პრაქტიკაში, რაც მნიშვნელოვანია სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის.

ტრენინგმა ხელი შეუწყო ცნობიერების ამაღლებას იმის შესახებ, რომ მდგრადი განვითარება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებები ეფუძნება ადამიანის უფლებების პატივისცემას, თანასწორობასა და მონაწილეობის პრინციპებს.
--
ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - "მწვანე გურია" ფარგლებში.

🇬🇪🇪🇺 გაიცანით ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი გურიაში!🐝 ბუნებასთან კავშირი და ტრადიციული გამაჯანსაღებელი მეთოდები სულ ...
28/01/2026

🇬🇪🇪🇺 გაიცანით ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი გურიაში!
🐝 ბუნებასთან კავშირი და ტრადიციული გამაჯანსაღებელი მეთოდები სულ უფრო აქტუალური ხდება თანამედროვე სამყაროში. სწორედ ამ იდეით შეიქმნა უნიკალური პროექტი აპისახლი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ქეთევან გოგუაძის, მიზანია არა მხოლოდ გამაჯანსაღებელი პროცედურების შეთავაზება, არამედ ადამიანების ბუნებასთან და, კონკრეტულად, ფუტკრებთან დაახლოება.
🏠 ევროკავშირის მხარდაჭერით, “მწვანე გურია” პროექტის ფარგლებში, შეიქმნა აპისახლი - ხის ნაგებობა, რომლის ქვედა ნაწილში ფუტკრის სკებია განლაგებული. ფუტკრების აქტივობის შედეგად წარმოქმნილი ოზონირებული ჰაერი და ვიბრაცია სპეციალური მილით მიეწოდება ზედა სივრცეს. ამ ჰაერის ინჰალაციას გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს, რაც ეფექტურია სასუნთქი გზების, ალერგიის, ქრონიკული თავის ტკივილისა და დეპრესიის სამკურნალოდ. გარდა აპითერაპიისა, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ დატკბნენ ულამაზესი ბუნებით, გაისეირნონ ხეხილის ბაღში, დააგემოვნონ ადგილობრივი თაფლი და ჩაი.
✅ პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას და დივერსიფიცირებას. აპისახლი არა მხოლოდ გამაჯანსაღებელ სერვისს სთავაზობს ვიზიტორებს, არამედ საგანმანათლებლო ფუნქციასაც ასრულებს - ტარდება ვორქშოფები ფუტკრების მნიშვნელობისა და კლიმატის ცვლილების შესახებ.
__
🇬🇪🇪🇺 საგრანტო კონკურსი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან ერთად. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 50 ადგილობრივი პროექტი გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან.

🇬🇪🇪🇺 გაიცანით ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი გურიაში!🍇 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი გორაბერეჟოული, გურიის ღვინის...
26/01/2026

🇬🇪🇪🇺 გაიცანით ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი გურიაში!
🍇 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი გორაბერეჟოული, გურიის ღვინის ტრადიციების უნიკალური კერაა. საუკუნეზე მეტი ხნის წინ აგებული მარანი “არმუნჯი” ოჯახის ისტორიას, წინაპრების ღვინის სიყვარულსა და ღვინის დაყენების ტრადიციას ინახავს. დროთა განმავლობაში ეს კულტურული მემკვიდრეობა დავიწყებას მიეცა, თუმცა მავრა ცერცვაძემ ძველი მარანის აღდგენა გადაწყვიტა. სწორედ ამ ხედვით დაიბადა ღვინის მარანი "არმუნჯი".
✅ ევროკავშირის მხარდაჭერით, მწვანე გურიის პროექტის ფარგლებში განხორციელდა 100 წლოვანი „არმუნჯის“ მარნის რესტავრაცია, მოეწყო გურული ღვინის დეგუსტაციის სივრცე, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ დააგემოვნონ უნიკალური ვაზის ჯიშებიდან დამზადებული ღვინო. ასევე მოეწყო კულინარიული და ხალხური რეწვის მასტერკლასები, ბიოპროდუქტების შეთავაზება, ქართული ტრადიციული სამოსისა და ხელნაკეთი ნივთების გაცნობა.
“მწვანე გურია” პროექტის განხორციელების შედეგად „არმუნჯის“ მარანი იქცა ახალ ტურისტულ ლოკაციად, რომელიც ავთენტურ გარემოში აერთიანებს ღვინის, კულტურისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის პოპულარიზაციას. შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, გაიზარდა ადგილობრივი თემის შემოსავალი და გაძლიერდა მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი.
__
🇬🇪🇪🇺 საგრანტო კონკურსი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან ერთად. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 50 ადგილობრივი პროექტი გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან.

🇬🇪🇪🇺 გაიცანით ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი გურიაში!🌿 ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება სოფლის მეურნეობაში განსაკ...
23/01/2026

🇬🇪🇪🇺 გაიცანით ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი გურიაში!
🌿 ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება სოფლის მეურნეობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. თანამედროვე ბაზარზე მოთხოვნა ნატურალურ პროდუქტებზე სულ უფრო მეტად იზრდება, რაც ადგილობრივ მეწარმეებს აძლევს შანსს გააფართოვონ საქმიანობა და შექმნან ხარისხიანი, ჯანსაღი პროდუქცია.
ვერა აფხაზავა 28 წელია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ბაღჩეულ კულტურებს აწარმოებს და ქოთნებში ბოსტნეულის ნერგები გამოჰყავს. ევროკავშირის მხარდაჭერით, მწვანე გურიის პროექტის ფარგლებში მას საშუალება მიეცა სათბურის ტერიტორია გაეფართოვებინა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჯანსაღი პროდუქციის რაოდენობასა და დივერსიფიკაციას. სათბური მოწყობილია საკარმიდამო ტერიტორიაზე და მისი მთავარი უპირატესობა ბიოსასუქის გამოყენებაა, რომელიც ადგილზევე მზადდება მსხვილფეხა პირუტყვის მეშვეობით. შედეგად იწარმოება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელშიც ნიტრატების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
პროექტის შედეგად შესაძლებელი გახდა პომიდვრის მოყვანა მთელი წლის განმავლობაში, ხოლო სეზონის მიხედვით წარმოების მოცულობა 150 კგ-დან 800 კგ-მდე იზრდება. ბიოსასუქის გამოყენება უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებას, რომელიც არ ახდენს უარყოფით გავლენას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
__
🇬🇪🇪🇺 საგრანტო კონკურსი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან ერთად. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 50 ადგილობრივი პროექტი გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან.

🇬🇪🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით, სამოქალაქო ბანაკში გამარჯვებული იდეები გურიაში წარმატებით ხორციელდება!
20/01/2026

🇬🇪🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით, სამოქალაქო ბანაკში გამარჯვებული იდეები გურიაში წარმატებით ხორციელდება!

🇬🇪🇪🇺 გაიცანით ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი გურიაში! 🌿
20/01/2026

🇬🇪🇪🇺 გაიცანით ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი გურიაში! 🌿

🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ღია კაფეების ფორმატის შეხვედრების სერია გურიის  რეგიონში წარმატებით დასრულდა. შეხვ...
16/01/2026

🇪🇺 ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ღია კაფეების ფორმატის შეხვედრების სერია გურიის რეგიონში წარმატებით დასრულდა. შეხვედრებმა ღია დიალოგისა და ცოდნის გაზიარების ფორმატში გააერთიანა სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, ახალგაზრდები და ქალები ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებიდან.

Address

გოგიბერიძის ქუჩა N7
Chokhatauri

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Chokhatauri LAG • ჩოხატაურის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share