ერთად ჭიათურისთვის • Together for Chiatura

  • Home
  • Georgia
  • Chiat'ura
  • ერთად ჭიათურისთვის • Together for Chiatura

ერთად ჭიათურისთვის • Together for Chiatura ჩვენი მიზანია ქალაქ ჭიათურაში არსებული პრობლემების აღმოფხვრა და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა

07/06/2026

♻️ პლასტმასის ნარჩენები ჩვენს გარემოს ყოველდღიურად აბინძურებს.

ცვლილება კი მარტივი ნაბიჯით იწყება: ნაკლები ერთჯერადი ნივთი, მეტი ზრუნვა გარემოზე. 🌍💚

#ერთადჭიათურისთვის #ეკოლოგია #მწვანეჭიათურა

📩 საინიციატივო ჯგუფმა „ერთად ჭიათურისთვის“ ოფიციალურად მოვამზადეთ და ჭიათურის მერიაში გავაგზავნეთ განცხადება ტანსაცმლის ...
25/05/2026

📩 საინიციატივო ჯგუფმა „ერთად ჭიათურისთვის“ ოფიციალურად მოვამზადეთ და ჭიათურის მერიაში გავაგზავნეთ განცხადება ტანსაცმლის შეგროვების კონტეინერის განთავსების შესახებ.

👕 ინიციატივის მიზანია, ქალაქში შეიქმნას სივრცე, სადაც მოქალაქეები შეძლებენ დატოვონ სუფთა და გამოყენებადი ტანსაცმელი, რომელიც შემდეგ საჭირო ოჯახებს გადაეცემათ.

🤝 გვჯერა, რომ პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებების შექმნა შესაძლებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანები ერთმანეთს ვუდგავართ გვერდში.

♻️ ეს პროექტი ერთდროულად ემსახურება როგორც სოციალური მხარდაჭერის გაძლიერებას, ისე რესურსების სწორ და პასუხისმგებლიან გამოყენებას.

🏙️ მსგავსი პრაქტიკა წარმატებით მუშაობს ევროპის ბევრ ქალაქში და გვინდა, რომ ასეთი კარგი მაგალითი ჭიათურაშიც დაინერგოს.

🫶 თქვენ რას ფიქრობთ?
დადებდით თუ არა გამოყენებად ტანსაცმელს ასეთ კონტეინერში?

#ერთადჭიათურისთვის
#ჭიათურა
#სოციალურიინიციატივა

🌍 22 აპრილს, დედამიწის დღის აღსანიშნავად, საინიციატივო ჯგუფმა „ერთად ჭიათურისთვის“ ქალაქში საინფორმაციო აქტივობა ჩაატარა...
11/05/2026

🌍 22 აპრილს, დედამიწის დღის აღსანიშნავად, საინიციატივო ჯგუფმა „ერთად ჭიათურისთვის“ ქალაქში საინფორმაციო აქტივობა ჩაატარა.

♻️💚 აქტივობის ფარგლებში გავავრცელეთ თემატური ფლაერები, რათა კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ყველასთვის, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა, ბუნების დაცვა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ეკომეგობრული ნაბიჯების გადადგმა.

🌱 დედამიწა ჩვენი საერთო სახლია, მისი დაცვა კი თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

✨ მადლობა ყველას, ვინც ჩაერთო და მხარი დაუჭირა ამ დღის მნიშვნელობის გავრცელებას!

#ერთადჭიათურისთვის
#დედამიწისდღე
#გარემოსდაცვა

ქრისტე აღდგა! ✨❤️ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს, გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას.
12/04/2026

ქრისტე აღდგა! ✨

❤️ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს, გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას.

🇬🇪 9 აპრილი, დღე, როცა ტკივილმა თავისუფლების ხმა კიდევ უფრო გააძლიერა. 👉 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერ...
09/04/2026

🇬🇪 9 აპრილი, დღე, როცა ტკივილმა თავისუფლების ხმა კიდევ უფრო გააძლიერა.

👉 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, მაგრამ ამავე დროს უმნიშვნელოვანესი დღეა. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ათასობით ადამიანი მშვიდობიანად გამოვიდა თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ღირსების დასაცავად.

📍 მაგრამ ეს მშვიდობიანი პროტესტი ძალადობით დასრულდა. საბჭოთა არმიამ დაუნდობლად დაარბია ხალხი… დაიღუპა 21 უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის უმეტესობა ახალგაზრდა ქალი იყო. ასობით ადამიანი დაშავდა.

😞 ეს იყო ტრაგედია, რომელმაც ქვეყანა ვერ გატეხა, პირიქით, კიდევ უფრო გააერთიანა.

✨ ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ ოფიციალურად აღადგინა დამოუკიდებლობა. ამიტომ 9 აპრილი ერთდროულად არის:
🖤 გლოვის დღე
❤️ და თავისუფლების სიმბოლო

🔹 დღეს ჩვენ ვიხსენებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს მომავალს. ვიხსენებთ სიმამაცეს, ერთობას და იმ ძალას, რომელმაც საქართველო თავისუფლებამდე მიიყვანა.

არასოდეს დაგვავიწყდება.
არასოდეს დავთმობთ.

🇬🇪 9 აპრილი, ჩვენი ტკივილი, ჩვენი ძალა, ჩვენი თავისუფლება.

📢 რა ეტაპზეა ჩვენი მოთხოვნები?👉 საინიციატივო ჯგუფი „ერთად ჭიათურისთვის“ აგრძელებს მოქალაქეთა მიერ იდენტიფიცირებული პრობლ...
08/04/2026

📢 რა ეტაპზეა ჩვენი მოთხოვნები?

👉 საინიციატივო ჯგუფი „ერთად ჭიათურისთვის“ აგრძელებს მოქალაქეთა მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების ადვოკატირების პროცესის მონიტორინგს და საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიისგან მიღებული პასუხების შესახებ.

🔹 ნიკოპოლის ქუჩაზე არსებული კანალიზაციის სისტემის პრობლემასთან დაკავშირებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, საკითხი გადამისამართდა ა.ა.ი.პ. „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრში“ შემდგომი რეაგირების მიზნით.

🔹 გოგებაშვილის ქუჩა N10-ში მდებარე საცხოვრებელი შენობის ავარიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით
მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იგეგმება საკითხის შესწავლა, რის საფუძველზეც განისაზღვრება შემდგომი რეაგირების საჭიროება.

📌 აღნიშნული მდგომარეობა პროცესის საწყის ეტაპს ასახავს.
საინიციატივო ჯგუფი გააგრძელებს მონიტორინგს და ყურადღებით დააკვირდება, თუ როგორ განვითარდება თითოეული საკითხი პრაქტიკაში.

📍 ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეაგირება არ დარჩეს მხოლოდ ფორმალურ დონეზე და თითოეულმა საკითხმა რეალური გადაწყვეტა ჰპოვოს.

📩 თუ თქვენს უბანშიც არსებობს მსგავსი პრობლემა, მოგვწერეთ - მოქალაქეთა ჩართულობა ცვლილების საფუძველია.

#ერთადჭიათურისთვის
#მონიტორინგი
#მოქალაქეთახმა

📢 ოფიციალური განცხადება👉 საინიციატივო ჯგუფმა „ერთად ჭიათურისთვის“ 2026 წლის თებერვალში ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამო...
17/03/2026

📢 ოფიციალური განცხადება

👉 საინიციატივო ჯგუფმა „ერთად ჭიათურისთვის“ 2026 წლის თებერვალში ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომლის მიზანი იყო ქალაქში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მოქალაქეთა საჭიროებების უკეთ გააზრება.

🔍 გამოკითხვის შედეგების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის:

🔹 ნიკოპოლის ქუჩაზე არსებული კანალიზაციის სისტემის გაუმართაობა, რომელიც განსაკუთრებით ნალექიან ამინდში სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას;

🔹 გოგებაშვილის ქუჩა N10-ში მდებარე საცხოვრებელი შენობის ავარიული მდგომარეობა, რაც საფრთხეს წარმოადგენს როგორც იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებული ადამიანებისთვის.

📝 აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფმა ოფიციალური წერილებით მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას.

✍️ მიმართვებს თან ერთვის აღნიშნულ მისამართებზე მცხოვრები მოქალაქეების ხელმოწერები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პრობლემების აქტუალობას და დროული რეაგირების აუცილებლობას.

🎯 ჩვენი მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობასთან კონსტრუქციული თანამშრომლობა და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც უზრუნველყოფს:

• უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს;
• ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას;
• მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას.

👉 საინიციატივო ჯგუფი გააგრძელებს პროცესის მონიტორინგს და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას მიღებული უკუკავშირისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ.

🏘️ თუ თქვენს უბანშიც არსებობს მსგავსი პრობლემა, მოგვწერეთ — მოქალაქეთა ჩართულობა მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვის.

ერთად ჭიათურისთვის!

#ერთადჭიათურისთვის
#მოქალაქეთახმა
#ჭიათურისპრობლემები

🌸 კამპანია „ქალები, რომლებიც ჭიათურას აძლიერებენ“ 👉 მარტის თვეში კამპანიის „ქალები, რომლებიც ჭიათურას აძლიერებენ“ ფარგლე...
12/03/2026

🌸 კამპანია „ქალები, რომლებიც ჭიათურას აძლიერებენ“

👉 მარტის თვეში კამპანიის „ქალები, რომლებიც ჭიათურას აძლიერებენ“ ფარგლებში საზოგადოებას შევახსენეთ იმ ქალების მნიშვნელობა, რომლებსაც ყოველდღიური შრომით, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქალაქის გაძლიერებასა და განვითარებაში.

🙋‍♀️ ამ დღეებში საზოგადოებას გავუზიარეთ იმ ქალბატონების ისტორიები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან საკუთარ საქმეს და სწორედ თავიანთი საქმიანობით აძლიერებენ ჩვენს საზოგადოებას. თითოეული მათგანის გზა, გამოცდილება და თავდადება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქალაქის ნამდვილი ძალა ადამიანებშია.

❤️ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც არ დაიშურა თბილი სიტყვები, კეთილი სურვილები და პატივისცემა იმ ქალბატონების მიმართ, რომელთა შესახებაც ამ კამპანიის ფარგლებში გიყვებოდით. თქვენი გულწრფელი მხარდაჭერა ამ ადამიანებისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

✨ საბედნიეროდ, ჩვენს ქალაქში კიდევ მრავალი ღირსეული და შრომისმოყვარე ქალბატონია, რომლებიც თავიანთი საქმიანობით, ზრუნვითა და პასუხისმგებლობით ყოველდღიურად აძლიერებენ ჭიათურას. გვჯერა, რომ მომავალშიც გვექნება შესაძლებლობა სხვადასხვა ინიციატივით გამოვხატოთ მათ მიმართ პატივისცემა.

💪 რადგან ძლიერი ქალაქი ადამიანებზე დგას და ამ ძალის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ქალები ქმნიან.

#ქალებიჭიათურიდან
#ძლიერიქალიჭიათურიდან
#ერთადჭიათურისთვის💙

🌸 ქალები, რომლებიც ჭიათურას აძლიერებენ👉 ჩვენი კამპანიის ფარგლებში წარმოგიდგენთ ქალებს, რომლებიც საკუთარი შრომით, პროფესი...
10/03/2026

🌸 ქალები, რომლებიც ჭიათურას აძლიერებენ

👉 ჩვენი კამპანიის ფარგლებში წარმოგიდგენთ ქალებს, რომლებიც საკუთარი შრომით, პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით ყოველდღიურად აძლიერებენ ჩვენს ქალაქს.

👩‍🏫 კამპანიის ბოლო მონაწილე გახლავთ მარინა ბედინაშვილი— ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ემსახურება ახალგაზრდების განათლებას, მათი აზროვნებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას.

💬 მარინა ამბობს:

„ჩემთვის ცნება ძლიერება უფრო სულის ძალასთან მიდის, ვიდრე ფიზიკურთან. ხშირად ფიზიკურად ძლიერი ადამიანი სულიერ სიძლიერეს ვერ ავლენს. არც სიმძიმეა სიძლიერის პირობა. ნოდარ დუმბაძისა არ იყოს: „ადამიანის სული გაცილებით მძიმეა, ვიდრე სხეული“. ჰოდა, ყველა ჩვენებურად ვცდილობთ ამ სიმძიმის სიძლიერით ზიდვას. ალბათ, არც მე ვარ გამონაკლისი.

დღეს ძლიერი ქალი ჭიათურაშიც და ყველგან ჩემთვის რეალიზებულ, შემდგარ, საკუთარ საქმეს სიყვარულით შეჭიდებულ ადამიანს ჰქვია. ასეთები კი ღვთის მადლით მრავლად არიან ჩვენს ქვეყანაშიც და ჩვენს მშობლიურ ჭიათურაშიც. თითქმის ყველა დასაქმებული ქალის უკან დგას ოჯახი, მასზე ზრუნვა და თან ის საქმე, რასაც ემსახურება. ეს მისია ადვილი არაა. ის თანაბრად ითხოვს ქალისგან სულიერ და ფიზიკურ გამძლეობას, შრომას. მით უმეტეს, პატარა ქალაქში, სადაც ყველა ოჯახს სოფელი და იქაური მეურნეობა აქვს. არც ამ მძიმე შრომაზე ამბობენ უარს ქალები. მეტიც, თვალს ახარებს ჩვენი სოფლების კოპწიად მოწესრიგებული ეზო-კარმიდამო. ამაში დიდი წვლილი ხომ ქალებისაა.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და რვა მარტი, ქალთა დღე, მივულოცო ჩემს თანაქალაქელ ქალბატონებს. ვუსურვო ჯანმრთელობა, მშვიდობა, მათი შრომის დაფასება. ჩვენი, ქალების, მხრებზე იდგა და დგას ქვეყნის მომავალი. მომავალს კი სულიერად ძლიერი ქალები, დედები ქმნიან.

რაც შეეხება სირთულეებს. მეტნაკლებად ყველას გვიწევს ცხოვრებაში ჩვენი წილი ჯვრის ზიდვა. აქედან გამომდინარე, ეს ჯვარი ვიღაცისთვის მსუბუქია, ვიღაცისთვის — მძიმე. მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელიც საბჭოთა კავშირიდან მოდის. ამიტომ სირთულეს უკვე სკოლის დამთავრებისთანავე შევეჯახე, როცა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებაზე მიდგა საქმე. მეც იმ მრავალთა შორის ვიყავი, რომელთაც საკუთარი ცოდნით უწევდათ ფონს გასვლა. ამას კიდევ წლები და ნერვები დასჭირდა. თუმცა შევძელი და დღეს ცხოვრების თავდაღმართში მდგარი ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამომივიდა. თუ სულ ზუსტად არა, ძალიან მიახლოებით მაინც: მივიღე განათლება, მყავს ოჯახი, შვილები, მაქვს საყვარელი საქმე, ვემსახურები ახალგაზრდების აღზრდას, რითაც ბედნიერი ვარ. მიყვარს ბავშვები და ძალიან ბევრისგან იმავეს ვგრძნობ. იმაზე ბედნიერება რაა, როდესაც მიდიხარ და წლების წინ შენი ნამოწაფარი შეგხვდება, სიყვარულით მოგიკითხავს და მთელი დღის საყოფ სითბოს გაგაყოლებს თან. მიდიხარ და რაღაც მანძილის შემდეგ აღმოაჩენ, რომ იღიმები. ეს ღიმილი კი შენი ადამიანობის, პროფესიონალიზმის ჯილდოა და ხვდები: ესაა იმ წვრილმანების ბედნიერება, რისთვისაც ღირდა ცხოვრება.“

✨ სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან საზოგადოების ნამდვილ საყრდენს — გამოცდილებით, ცოდნითა და იმ სითბოთი, რომელსაც მომავალ თაობებს გადასცემენ.

🤝 მარინა ბედინაშვილი ჩვენი კამპანიის ბოლო მონაწილეა, თუმცა იმ ქალების სია, რომლებიც თავიანთი შრომით აძლიერებენ ჭიათურას, გაცილებით დიდია. სწორედ მათზე დგას ჩვენი ქალაქის დღევანდელობა და მომავალი.

#ძლიერიქალიჭიათურიდან
#ერთადჭიათურისთვის 💙

🌸 ქალები, რომლებიც ჭიათურას აძლიერებენ👉 ჩვენი კამპანიის ფარგლებში წარმოგიდგენთ ქალებს, რომლებიც სხვადასხვა გზით ქმნიან დ...
10/03/2026

🌸 ქალები, რომლებიც ჭიათურას აძლიერებენ

👉 ჩვენი კამპანიის ფარგლებში წარმოგიდგენთ ქალებს, რომლებიც სხვადასხვა გზით ქმნიან და აძლიერებენ ჭიათურას. მათ შორის არიან გამოცდილებით გამორჩეული ქალებიც და ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად ეხმარებიან ჩვენი ქალაქის წარმატებული მომავლის შექმნას.

🙋‍♀️ დღეს გაგაცნობთ მედეა ყიფშიძეს — ახალგაზრდა ქალს, რომელმაც სკოლის დასრულების შემდეგ არჩევანი გააკეთა საკუთარ ქალაქზე. მაშინ, როცა ბევრი ახალგაზრდა უკეთესი შესაძლებლობების საძიებლად დიდ ქალაქებში მიდის, მედეა დარჩა ჭიათურაში და თავისი პროფესიული ცოდნა და ენერგია საკუთარი ქალაქის განვითარებას მოახმარა.

🎥 მედეა მუშაობს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზიაში“ ოპერატორად და ქმნის მაღალი ხარისხის ვიზუალურ მასალას, რომელიც ასახავს ჩვენი ქალაქის ყოველდღიურობას, ისტორიებსა და ადამიანებს.

💬 მედეა ამბობს:

„ძლიერი ქალი არის ის, ვისაც საკუთარი ხედვის არ ეშინია. ის არ ელოდება იდეალურ გარემოს — თავად ქმნის მას და პატარა ქალაქშიც კი დიდ ოცნებებს არ თმობს.

ჩემთვის ყველაზე დიდი სირთულე საკუთარ თავში ეჭვის გადალახვა იყო. როდესაც ეს შევძელი, ყველაფერი შეიცვალა.“

✨ სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან იმ მომავალს, სადაც ახალგაზრდებსაც შეუძლიათ საკუთარი ადგილი და შესაძლებლობა საკუთარ ქალაქში იპოვონ.

#ძლიერიქალიჭიათურიდან
#ერთადჭიათურისთვის 💙

Address

დეკანოზიშვილების #1
Chiat'ura
5500

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ერთად ჭიათურისთვის • Together for Chiatura posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share