ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა დიდი ინტენსივობით მოიცვა მაღალი ეკოლოგიური ღირებულების წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით დაფარული თითქმის 1000 ჰექტარი ფართობის ტერიტორია, 250–მდე ჰექტარზე ტყის საფარი მთლიანად - 100% განადგურდა.
წლების შემდეგ, ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია, ვერ ხერხდება დაზიანებული უბნების ბუნებრივი განახლება, დაწყებულია ეროზიული ფონი და ტყის მასივი კატასტრ
ოფის საფრთხის წინაშე დგას.
კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ტერიტორიის ბუნებრივად აღდგენა შეუძლებელია და აუცილებლობას წარმოადგენს ადამიანის ჩარევა ტყის სრული რეაბილიტაციისთვის; საქართველოში დღემდე არ არსებობს ხანძრისაგან განადგურებული ტყის ხელოვნურად აღდგენის პრეცედენტი.
კამპანიის მიზანია გააერთიანოს ქართული ბიზნესის სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება ბორჯომის ტყის აღსადგენად და გადასარჩენად. შეიქმნას ტყის ხელოვნურად სრულად აღდგენის პრეცედენტი საქართველოში.
ჩვენი ამოცანაა
• 2017 წლის 25 აპრილიდან 8 აგვისტომდე ტერიტორიაზე დაირგას 750 000 ხე;
• კამპანიის მსვლელობის დროს და მისი დასრულების შემდეგ განხორციელდეს დარგული ხეების მონიტორინგი;
• ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა პროცესში, მოტივაციის ამაღლების მიზნით, რათა დაიცვან არსებული ტყის საფარი;
შეიქმნა ვებ–გვერდი,www.aghadgine.ge სადაც კომპანიები და ფიზიკური პირები შეძლებენ ონლაინ რეჟიმში შეიძინონ და დარგონ ხეების სასურველი რაოდენობა და თვალი ადევნონ პროცესს – რამდენი ხე დაირგო კამპანიის ფარგლებში, რამდენი ჟანგბადი გამოიმუშავა მათ მიერ დარგულმა ნერგმა და თვალყური ადევნონ ხეების ზრდისა და მოვლა–მონიტორინგის პროცესს 5 წლის განმავლობაში.
კამპანიის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, დაფიქსირდება ტყის ხელოვნურად სრულად აღდგენის პირველი პრეცედენტი საქართველოში.
თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია, დახმარების გარეშე ტყე ვერ გადარჩება. ერთად შევქმნათ ტყის ხელოვნურად აღდგენის პრეცედენტი!
ჩაერთე კამპანიაში!
გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად!
#აღადგინე #ბორჯომისტყე #დარგეხე