16/12/2025
💡15 დეკემბერს, ბოლნისში, ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში გაიმართა "სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის" პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება.
◽️ღონისძიების ფარგლებში საზოგადოებას პროექტის მიზნები, განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები წარუდგინა ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სამირა ისმაილოვამ. მან ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, თემში გამოვლენილ საჭიროებებსა და განხორციელებული აქტივობების მნიშვნელობაზე.
◽️სტუმრებს სიტყვით მიმართა ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა მელინე არაკელიანმა. ელჩმა ხაზი გაუსვა ქალთა როლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას თანამედროვე საზოგადოებაში და აღნიშნა, რომ აუცილებელია ქალების გაძლიერებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერა. მისი თქმით, მსგავსი პროექტები, რომლებიც მიმართულია სერვისების მიწოდებაზე, უსაფრთხო სივრცეების შექმნასა და მოსახლეობის გაძლიერებაზე, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თანასწორი და მდგრადი საზოგადოების განვითარებაში.
◽️ღონისძიებაზე ასევე მოხსენებებით წარდგნენ პროექტში ჩართული სპეციალისტები: ფსიქოლოგი, ლია კოშაძე და იურისტი, ედა გოჯაევა. მათ შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს თემში არსებული პრობლემური საკითხები, რომლებზეც მუშაობა მიმდინარეობდა პროექტის განხორციელების განმავლობაში, ისაუბრეს მიღებულ შედეგებსა და გამოწვევებზე.
🎬 ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა "ახალგაზრდული კლუბი აჰანგის" ფილმის ჩვენება, რომელიც ბავშვთა ასაკში იძულებითი ქორწინების პრობლემას ეხებოდა. ფილმმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა თემის სიმწვავე და პრევენციის მნიშვნელობა.
🎨 პროექტის თემატიკიდან გამომდინარე წარმოდგენილი იყო სოფელ ქვემო ბოლნისში მცხოვრები მოსწავლეების ნახატები, რომლებიც თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სოციალური ჩართულობის იდეებს ასახავდა.
✨️პროექტის ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით Embassy of the Netherlands in Georgia.
🍷ღონისძიების ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდით ქართულ-გერმანულ ღვინის სახლს.
🫶მადლობას ვუხდით თითოეულ სტუმარს - ჩვენ ერთად ვქმნით თანასწორ, უსაფრთხო და ძლიერ საზოგადოებას.