Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საქართველოში უნდა გათენდეს, Non-Governmental Organization (NGO), Batumi.
(1)
Address
Batumi
Telephone
Website
Alerts
Be the first to know and let us send you an email when საქართველოში უნდა გათენდეს posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.
Contact The Organization
Send a message to საქართველოში უნდა გათენდეს:
Category
ახალგაზრდული მოძრაობა - საქართველოში უნდა გათენდეს
საქართველოში უნდა გათენდეს” ეს არის სრულიად დამოუკიდებელი ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობა რომელიც დაფუძნდა: ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესაცვლელად და გასაუმჯობესებლად, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ცნობიერების ასამაღლებლად, ქვეყანაში არსებული უსამართლობის, ნეპოტიზმის, კორუფციისა და ქვეყნისთვის დამაზიანებელი ფაქტორების აღმოსაფხვრელად!
ჩვენს ორგანიზაციაში თავმოყრილია ისეთი საზოგადოება, რომელსაც ძალუძს გარეშე საზოგადოებას წარუდგინოს მკაფიო ხედვა ქვეყნის განვითარების საქმეში!
ჩვენ , ქართველ ახალგაზრდებს, გვჯერა რომ ჩვენი ბრძოლით, ახალგაზრდებთან და მოქალაქეების სხვა ნაწილთან ერთად ,შევძლებთ შევცვალოთ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კულტურა. ჩვენ გვჯერა რომ სამართლიან ბრძოლას, უსამართლობისა და განუკითხაობის წინააღმდეგ ყოველთვის აქვს აზრი, გვჯერა რომ სიკეთე აუცილებლად დაამარცხებს ბოროტებას და აუცილებლად მოვიპოვებთ იმ მომავალს რომელიც ასე სჭირდება ჩვენს სამშობლოს ! ვინაიდან ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა არის ძალზედ რთული, რაც გამოიხატება, ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ, განათლების, ოკუპაციის, საზოგადოების ინტერესების უგულვებელყოფის საკითხებში, აქედან გამომდინარე , ჩვენ , ადამიანებმა რომლებმაც აქამდეც დავამტკიცეთ რომ მზად ვართ ვიბრძოლოთ სახელმწიფოს შესანარჩუნებლად, თუნდაც ეს ბრძოლა იყოს უთანასწორო და უსამართლო, გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებინა ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობა “საქართველოში უნდა გათენდეს, რომლის მიზანია საზოგადოებაში საღი აზრის ფორმირება, საზოგადოებაში გავრცელებული ცრუ სტერეოტიპული შეხედულებების , რომელიც აზიანებს ქვეყნის განვითარებას, ანალიზი და კრიტიკა. ასევე ჩვენი მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ , ქვეყნის განვითარების გეგმა ( კონკრეტულად ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის: “ვარშავის გეგმა” ) , ჩვენს მოქალაქეებთან გულრწფელი საუბარი, ქვეყნის პრობლემებსა და გამოწვევებზე და მათი დარწმუნება , რომ აუცილებელია მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არჩევნებზე მისვლა და მონაწილეობა, იმ ნიჰილისტური შეხედულების შეცვლა, რომ არჩევნებზე სიარულს არ აქვს აზრი!
ჩვენ ვაპირებთ “ქართული ოცნების” ხელისუფლების უპრინციპობის, უნიათობისა , კორუფციის დეტალებში მხილებას, ჩვენ გვჯერა რომ ჩვენს ქვეყანას შეუძლია კიდევ ერთხელ გამოიყენოს შანსი და დადგეს განვითარების გზაზე!