ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება, Nonprofit Organization, პეტრე მელიქიშვილი N81, Batumi.

ააიპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების

მისია:

დაწესებულების მისიაა თითოეული ბავშვისთვის თავისუფალი,
უსაფრთხო, კომფორტული და ინკლუზიური გარემოს შექმნა,
რომელიც ორიენტირებულია ბავშვის კეთილდღეობასა და
მრავალმხვრივი უნრების განვითარებაზე;

ხედვა:
საბავშვო ბაღებში ხარისხიანი ინკლუზიური განათლებით
უზრუნველყოფა; თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიებისა და
მეთოდების დანერგვა თითოეული აღსაზრდელის მრავა

ლმხვრივი
განვითარებისთვის, საგანმანათლებლო პერსონალის ეფექტურად
მუშაობისა და ოჯახებთან უწყვეტი თანამშრომლობის
უზრუნველსაყოფად;

ღირებულებები:
სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში თანასწორი,
სამართლიანი
და პოზიტიური გარემოს უზრუნველყოფა;
ინოვაციურობა და გუნდურობა;
მშობლებთან თანამშრომლობა;
ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დაცვა ;
თანამშრომელთა პროფესიონალიზმი;

01/06/2026

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! ☀️🧸✨🎈🪅🎊♥️

26/05/2026
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საბავშვო ბაღებში შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები გაიმართა.პატარებ...
26/05/2026

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საბავშვო ბაღებში შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები გაიმართა.

პატარებმა სხვადასხვა აქტივობის საშუალებით გაიცნეს ჩვენი ქვეყნის ისტორია, სახელმწიფო სიმბოლოები, ტრადიციები და სამშობლოს მნიშვნელობა.

აქტივობების მიზანი იყო ბავშვებში სამშობლოს სიყვარულის, ეროვნული ღირებულებების პატივისცემისა და მოქალაქეობრივი ცნობიერების გაძლიერება ადრეული ასაკიდან. 🇬🇪

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სტუმრად იმყოფებოდნენ ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ბორ...
18/05/2026

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სტუმრად იმყოფებოდნენ ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ბორჯღალო“

პატარებმა საკუთარი თვალით ნახეს და გაეცნენ:
🧵 ძველ ხელობასა და საოჯახო ნივთებს
🏡 ქართულ ყოფასა და ტრადიციებს
🎭 ქართული კულტურის უნიკალურ დეტალებს

სტუმრობა ბავშვებისთვის საინტერესო, შემეცნებითი და ემოციებით სავსე დღე აღმოჩნდა ♥️✨

13/05/2026
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა საბავშვო ბაღების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრის ფარ...
13/05/2026

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა საბავშვო ბაღების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში გაერთიანების დირექტორმა ორგანიზაციის ხუთ წლიანი სტრატეგიული და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები წარადგინა. აღნიშნულ სტრატეგიაში წარმოდგენილია 4 ძირითადი მიზანი და 10 ამოცანა.

აღნიშნული დოკუმენტი მიზნად ისახავს ორგანიზაციის მდგრად სტრატეგიულ განვითარებას, ასევე საბავშვო ბაღების სხვადასხვა მიმართულებით ხარისხიანი საქმიანობის უზრუნველყოფას.

საბავშვო ბაღებში მიმდინარეობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  №68/ნ ბრძანებით დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგთა პ...
07/05/2026

საბავშვო ბაღებში მიმდინარეობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს №68/ნ ბრძანებით დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული“.
ტრენინგ-მოდული მოიცავს 66 საკონტაქტო საათს და მიზნად ისახავს აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებას.

პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად თემებს:
🔸ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა;
🔸ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები;
🔸ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტი.

აღნიშნული ტრენინგ-მოდულის განხორციელება იგეგმება ეტაპობრივად.

05/05/2026
05/05/2026

Address

პეტრე მელიქიშვილი N81
Batumi
6010

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება:

Share