17/01/2026
დემოკრატიის სასწავლო კურსი
საინიციატივო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან: ასლან ჭანიძე („თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე), ციალა ქათამიძე („მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარე), ილია გუჩმანიძე („მწვანე სექტორის“ თავმჯდომარე), დეა ერემაშვილი („შშმ ქალთა ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი), მალხაზ ჭკადუა („საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ბათუმის ოფისისა და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი) საკუთარი რესურსით და მოხალისეობრივ საფუძველზე, ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის (14-29 წლის ახალგაზრდები) იწყებს სასწავლო ციკლს, რომლის მიზანია დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია და კრიტიკული აზროვნების და ანალიზის უნარების განვითარება.
საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომელთაც არასამთავრობო სექტორში მუშაობით დაგროვილი აქვთ გამოცდილება და ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით, „ქართული ოცნების“ მიერ „რუსული კანონის“ და სხვა შემზღუდავი ნორმების მიღების შემდეგ მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, განახორციელონ ალტერნატიული საგანმანათლებლო საქმიანობა ან განახორციელონ პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებას.
მიუხედავად იმისა, რომ რესურსები ძალიან შეზღუდულია, საინიციატივო ჯგუფის წევრები და მოწვეული ექსპერტები შესთავაზებენ ახალგაზრდებს სასწავლო კურსებს შემდეგ საკითხებზე:
დემოკრატია და საქართველო
ადამიანის უფლებები და მისი პრაქტიკული რეალიზაცია საქართველოში
მედიის ბრძოლა არსებობისთვის
საქართველო და საერთშორისო თანამეგობრობა
სასწავლო კურსის პარალელურად, მონაწილეებისთვის გაიმართება თემატური კინოჩვენებები, დისკუსიები და დებატები ბრიტანული მოდელით; მოეწყობა მხატვრული და დოკუმენტური ლიტერატურის განხილვა. საჩუქრად გადაეცემათ წიგნები.
თითოეულ სასწავლო ჯგუფთან სასწავლო კურსები, გაიმართება სამი თვის განმავლობაში, კვირაში ორჯერ (ერთი შეხვედრა 1,5 -2 საათი).
სასწავლო კურსები ჩატარდება, როგორც საოფისე სივრცეში „შშმ ქალთა ალიანსის“ ოფისი ( ქ.ბათუმი, გიორგი ბრწყინვალის 49) ასევე ონლაინ რეჟიმში პლატფორმა SIGNAL.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა 25 იანვრის ჩათვლით ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ციალა ქათამიძე,
ტელეფონი: 595 807 843
ელ ფოსტა: [email protected]