!მეგობრებო - წინადადებაა, ვისაუბროთ იმ შესაძლო ღონისძიების თაობაზე რომელიც უნდა გატარდეს აჭარაში დღეის მდგომარეობით. თქვენს მიერ გაჟღერებულმა წინადადებებმა ხელი უნდა შეუწყობს რეგიონისთვის ახალი მისიის დეკლარირებას რათა გამიჯვნა ძველსა და ახალს შორის ჩანასახშივე ნათელი გახდეს მთელი საზოგადებისთვის და არა ცალკეული პარტიებისთვის (ვგონებ, ბიძინა ივანიშვილის ფენომენის გამოკლებით ფრიად მცირერიცხოვან და
არაპოპულარულ წარმონაქმნებს თავად ფართო მასებისთვის)!
დამეთანხმეთ, თუკი ისეთ, რესურსებით მდიდარ და პერსპექტიულ რეგიონში როგორიც აჭარაა არ იყო ინტელექტუალური განვითარების და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის იმედი, ეს უპირველიეს ყოვლისა დღემდე არსებული მართვის სტილის, ნეპოტიზმზე დამყარებული საკადრო პოლიტიკის, არაგონივრულად გაცხადებული პრიორიტეტების ბრალი იყო!..
მაშ ასე - გთავაზობთ, ინდივიდუალური, არასამთავრობო, აკადემიური, მცირე და საშუალო ბიზნესთან ინტერაქტიული თანამშრომლობის გზით საერთო და რეგიონისთვის ოპტიმალური "ხედვის" დანერგვას, - "აჭარის განვითარების სააგენტოს" (ამ ეტაპზე facebook-ის ფორმატით) შექმნას. რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს ისეთ მიდგომას როგორიცაა "იდეათა ბანკის" შექმნას (დეტალები ტექნიკური საკითხია), თქვენ კი უკვე აქ შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი მოსაზრებებები კომენტარების სახით!..