თავისუფალი ზონა

თავისუფალი ზონა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from თავისუფალი ზონა, Non-Governmental Organization (NGO), კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა, Batumi.
(270)

“თვისუფალი ზონა“ არის ინტერაქტიული არასამთავრობო ორგანიზაცია – პოლიტიკური კლუბი, რომელიც დაფუძვნებულია შემდეგ ღირებულებებზე:
• პატრიოტიზმი
• ადამიანის უფლებები და თავისუფლებები
• დემოკრატია
• ანტიკომუნიზმი


„თავისუფალი ზონის“ წევრობა არის გარკვეული პასუხისმგებლობა ქვეყნისა და სამშობლოს წინაშე.
„თავისუფალი ზონის“ წევრი ვალდებულია:
1. პატივი სცეს საქართველოს სახელმწიფოებრივ ატრიბუტიკას.
2. დაიცვას

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
3. შეეწინააღმდეგოს და არ დაუშვას ოკუპანტ ქვეყანასთან, მის სპეცსამსახურებთან და მათთან ასოცირებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
4. არ დაუშვას ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლიკის გავრცელება იდეოლოგიის პროპაგანდის მიზნით.
5. შეეწინააღმდეგოს ნებისმიერი სახის კრიმინალსა და ქურდული ტრადიციების გავრცელებას საქართველოში.
6. შეეწინააღმდეგოს კომუნისტური და ნაცისტური იდეოლოგიის გავრცელება-პროპაგანდას.
7. არ დაუშვას ქსენოფობია, რასიზმი, რელიგიური შეუწყნარებლობა და სხვა სახის დისკრიმინაციული ქმედებები.
8. პატივი სცეს კანონს. დაუშვებელია ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება, იარაღის ტარება ორგანიზაციის ოფისში და საჯარო ღონისძიებებზე, ნარკოტიკული საშუალებების შენახვა, მოხმარება, რეალიზაცია.
9. დაიცვას ორგანიზაციის ღირსება და ერთიანობა.
10. გაუფრთხილდეს საქართველოს ბუნებას, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას. „თავისუფალი ზონის“ წევრისთვის მიუღებელია ვანდალიზმი.
11. იყოს მაქსიმალურად კორექტული საჯარო გამოსვლებში. თავი აარიდოს სხვისი ღირსების შეურაცხყოფას. ბილწსიტყვაობა, გინება, უხამსობა არ არის „თავისუფალი ზონის“ წევრის შესაფერისი ქმედებები. „თავისუფალი ზონის“ წევრის უმთავრესი იარაღი არის თავისუფალი სიტყვა და სიმართლე.
12. „თავისუფალი ზონის“ სახელით ოფიციალური განცხადების გაკეთება შეუძლიათ გამგეობის წევრებს ან გამგეობის წევრების მიერ დელეგირებულ პირებს.


„თავისუფალი ზონის“ წევრებს, რომლებიც არ იცავენ ამ კოდექსს და სხვა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე დაფუძვნებულ პრინციპებს ავტომატურად უწყდებათ „თავისუფალი ზონის“ წევრობის სტატუსი.

მიღებილია თავისუფალი ზონის გამგეობის სხდომაზე 2014 წლის 15 ოქტომბერს

Address

კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა
Batumi
6400

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თავისუფალი ზონა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share