საზოგადოება ბათომი

საზოგადოება ბათომი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საზოგადოება ბათომი, Non-Governmental Organization (NGO), Batumi.

29/11/2024

28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებულმა ანტიკონსტიტუციურმა გადაწყვეტილებამ, შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირთან, საზოგადოებაში სამართლიანი მასობრივი მღელვარება გამოიწვია. მშვიდობიანი მოქალაქეების პროტესტს თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ ძალადობით, მათ შორის, ჟურნალისტებზე თავდასხმით უპასუხა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ მოვლენებს ტენდენციურად და მიკერძოებულად აშუქებს და საზოგადოებას ცალმხრივ, დამახინჯებულ და არაობიექტურ ინფორმაციას აწვდის მიმდინარე მოვლენებზე.
ამასობაში, 26 ოქტომბრის არჩევნებიდან 5 დღეში, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის ხელფასი გაიზარდა. 2025 წლის 1 იანვრიდან გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურებად 12 500 ლარის ნაცვლად 16 250 განისაზღვრა.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ისე მაუწყებლის ყველა თანამშრომლის ხელფასი, ასევე, მაუწყებლობისთვის საჭირო ბიუჯეტი დგება გადასახადის გადამხდელების, მათ შორის, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე ან პროტესტში მონაწილე მოქალაქეების ხარჯზე. ეს პირდაპირ ავალდებულებს საზოგადოებრივ მაუწყებელს და მის ყველა თანამშრომელს ემსახურონ საზოგადოების ინტერესებს. მაუწყებლის როლი და მისი საქმიანობა დარეგულირებულია რიგი კანონებით, ნორმატიული აქტებითა და რეგულაციებით.

გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ, რომ არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან მისივე სარედაქციო პრინციპების უხეში დარღვევა, მაგალითად, დოკუმენტში წერია, რომ:

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს გამოხატვის თავისუფლებასა და მოსაზრებების პლურალიზმის უზრუნველყოფაში.
2. საზოგადოებრივი მაუწყებელი მაქსიმალურად უზრუნველყოფს მუშაობის უმაღლეს სტანდარტს, პროფესიული ეთიკის პრინციპებსა და სამართლიანობას.
3. მაყურებელთან ურთიერთობისას მთავარი ნდობაა, რომლის მოპოვებაც აუცილებელია ყოველდღიურად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საკუთარი როლის უგულებელყოფა ნათლად გამოჩნდა მათ მიერ 26 ოქტომბრის არჩევნების მანიპულირებული შედეგების გამოცხადების შემდეგ დაწყებული საპროტესტო ტალღის გაშუქებისას და ასევე, 29 ნოემბრის აქციის დარბევისას.

ჩვენი დაკვირვებით, პირდაპირი ეთერი არ ეთმობა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ჟურნალისტების მხრიდან ისმის ისეთი მიკერძოებული, შეფასებითი და პროპაგანდისტული ფრაზები, როგორიცაა, მაგალითად „რადიკალური ოპოზიცია“.

ხშირად, ჟურნალისტები პროტესტის გაშუქებისას განმარტავენ არა პროტესტის მიზეზს, არამედ მომიტინგეთა მიერ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის პრობლემას.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი არაპროპორციულად მეტ საეთერო დროს უთმობს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რაც სხვა პოლიტიკურ ძალებს არასამართლიანი კონკურენციის პირობებში აყენებს.
მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტური გაშუქება და არა „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი რეალობის შექმნა. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ფინანსდება გადასახადის გადამხდელთა თანხებით, ვალდებულია დაემორჩილოს კანონს და დაიცვას პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპები.

მოვითხოვთ:

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განუხრელად დაიცვას და შეასრულოს პროფესიული სტანდარტი და ქცევის კოდექსი; რეგულარულად დაუთმოს პირდაპირი ეთერი ოპოზიციის წარმომადგენლებს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ გადაცემებსა და საინფორმაციო გამოშვებებში.

მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მნიშვნელობის გათვალისწინებით, უზრუნველყოს სატელევიზიო დებატების ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში მინიმუმ კვირაში სამჯერ, რათა მოქალაქეებმა ინფორმაცია მიიღონ პირდაპირ, ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე და მოისმინონ განსხვავებული მოსაზრებები, რაც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს.

ყოველივე ამის უზრუნველსაყოფად აღნიშნული მოთხოვნების განხილვა და მათზე შეთანხმება მოხდეს გამჭვირვალედ, ღია ეთერში.

#თავისუფლებისმოედანი #ჩვენშევძლებთ

პირველი არხი

03/03/2024
01/03/2024
"დასაბუთება ნახევრად ტყუილია. ვინც აკეთებს, იცის, რომ შეჭმას აპირებს ბათუმის ეკონომიკის, მერე კუნძულის მოვლა-პატრონობას ...
22/02/2024

"დასაბუთება ნახევრად ტყუილია. ვინც აკეთებს, იცის, რომ შეჭმას აპირებს ბათუმის ეკონომიკის, მერე კუნძულის მოვლა-პატრონობას შეტენის ქალაქს და მისი პრობლემა აღარაა"

2021 წლის სექტემბერში ბათუმელებმა გაიგეს, რომ ქალაქთან ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის მშენებლობა...

21/02/2024

⚠️ განახლება: ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დაიწყო საქმის წარმოება სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტზე.

🌳 ბათუმის რკინიგზის სადგურთან ხეები დააბეტონეს. კომპანია „არკა პლიუსი“ სადგურთან ავტომობილების სამრეცხაოს აშენებს.

🔎 ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიას სამშენებლო ნებართვა აქვს

“19 ცათამბჯენის ჩადგმას აპირებენ. მერე დანარჩენი გაკეთდება თუ არა, ღმერთმა იცის”
20/02/2024

“19 ცათამბჯენის ჩადგმას აპირებენ. მერე დანარჩენი გაკეთდება თუ არა, ღმერთმა იცის”

2021 წლის სექტემბერში ბათუმელებმა გაიგეს, რომ ქალაქთან ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის მშენებლობა...

12/02/2024

საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დატვირთულმა ღია მანქანამ ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე დაუბრკოლებლად ჩაიარა და ნაგავიც უხვად მიმოფანტა 11.02.2024

28/11/2023

📸

29/09/2023

Address

Batumi
6000-6010

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საზოგადოება ბათომი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share