26/12/2025
25 დეკემბერს გიდების ასოციაციის დამფუძნებელი ბატონი თემურ ზოიძე დაჯილდოვდა ❤️
მართლაც ძალიან ბევრი იშრომა ბატონმა თემურმა იმისთვის, რომ ტურიზმი განვითარებულიყო აჭარაში, 1998 წელს დააფუძნა საერთაშორისო გაერთიანება,, გერმანული სახლი“,ასევე სათავეში ჩაუდგა ტურისტული კომპანიას ,,აბ ვიზიტ აჭარას“, ხოლო 2001 წლიდან არის აჭარის ა.რ.ტურიზმის გიდების ასოციაციის დამფუძნებელი. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს ტრენინგების საერთაშორისო ცენტრს,ტურიზმის გიდების ასოციაციას, საზოგადოება ,,ჭვანელს“ და ზოიძეების საგვარეულო კავშირს. 2025წელს მას მიენიჭა შუახევის საპატიო მოქალაქის წოდება.
იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა აჭარის უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო სამსახურის უფროსად, შუახევის რაიონის გამგებლად,აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარედ.
ყველგან სადაც თემურ ზოიძე საქმიანობდა, განსკაუთრებული წინსვლა და წარმატება გარდაუვალი იყო. მისი ავტორობით საძირკველი ჩაეყარა პოტენციურად სამთო სათხილამურო კურორტ გომარდულს.ასევე მისი როგორც აჭარის ა.რ. სპორტის ზამთრის სახეობათა ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის თაოსნობით შეიქმნა აჭარის სამთო სათხილამურო ნაკრები და საფუძველი ჩაეყარა ყოველწლიურად გომარდულის თასის გათამაშებას სპეციალურ სლალომში. 2022წლიდან თემურ ზოიძის უშუალო ინიციატივით დაიწყო სოფლის ტურიზმის განვითარება აჭარის ერთ ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელ ბრილში.აღნიშნულ სოფელში ტრადიციად იქცა ზამთრის სათხილამურო ტურნირების ჩატარება, რომელიც ხელს უწყობს სათხილამურო სპორტისა და ზამთრის ტურიზმის განვითარებას.
მისი ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით 2012წელს დაფუძნდა და დღემდე აღინიშნება ფოლკლორული ფესტივალი ,,ჯვარიმინდორი”,რომელიც ტრადიციულად დამკვიდრდა იგი მოსახლეობის და ვიზიტორების დიდ მოწონებას იმსახურებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია თემურ ზოიძის მონაწილეობა საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების თვალსაზრისით 2000-იან წლებში, მან საფუძველი ჩაუყარა საკრუიზო ტურიზმის განვითარებას აჭარის რეგიონში.
იგი წლების განმაბლობაში ეწევა ფართო საგანმანათლებლო საქმიანობას.მისი ორგანიზებით მომზადდა გიდები ქართულ,რუსულ,ინგლისურ,თურქულ და გერმანულ ენებზე,რომლებიც დღეისათვის ემსახურებიან აჭარაში შემოსული ვიზიტორებს. ასევე მისი უშუალო ჩართულობით ჩატარდა საქართველოს მასშტაბით ტრენინგები ტურიზმის მიმართულებით :თბილისში,რუსთავში,თელავში,ლაგოდეხში,მცხეთაში,თეთრიწყაროში,გურჯაანში,ონში,ამბროლაურში,ქუთაისში,ზუგდიდში,შუახევში,ქედაში,ხულოში,ხელვაჩაურში,ქობულეთში და ქ.ბათუმში. კითხულობდა ლექციებს საზღვაო აკადემიაში . ამჟამად კი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორია, მის შესახებ სტუდია სუჯო ფილმმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ბრილის ბრილიანტი“, ხოლო EU პროექტ ,,არტ ქარავანის” ფარგლებში , მისი იდეით გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმა „ROOTS FROM GEORGIA”ესპანეთში , ქალაქ მალაგაში ტურისტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე პირველი საპრიზო ადგილი დაიმსახურა.
მისი თანაავტორობით გამოიცა წიგნი ,,უცხოელები ბათუმის შესახებ და საინტერესო ტურისტული მარშრუტები“
მადლობა ❤️Tinatin Zoidze❤️თქვენ და ყველას, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა.
Temur Zoidze გილოცავთ!