აჭარის მწერალთა სახლი

აჭარის მწერალთა სახლი მწერალთა სახლი

აჭარის მწერალთა სახლი არის დაწესებულება, რომელიც ხელს უწყობს თანამედროვე მწერლების საქმიანობას და კლასიკური ლიტერატურის გავრცელებას.

მწერალთა სახლი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით, დიდი და მცირე საკონფერენციო დარბაზებით და სასტამბო დანადგარებით.

 #ბავშვებიმწერალთასახლში წარმატებები სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასის მერვეკლასელებს! მადლობა, ქალბატონო ნადია Nadia Gundadze 🙏
11/06/2026

#ბავშვებიმწერალთასახლში

წარმატებები სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასის მერვეკლასელებს!
მადლობა, ქალბატონო ნადია Nadia Gundadze 🙏

08/06/2026



✅ოთხშაბათს, 10 ივნისს, აჭარის მწერალთა სახლის დარბაზში გაიმართება სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასის მერვეკლასელების ლიტერატურული პერფორმანსი - „პერსონაჟთა სიმპოზიუმი“, რომელშიც, მოსწავლეებთან ერთად, მწერლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

✅დასაწყისი - 13 სთ 🕐
✅მისამართი - მელიქიშვილის, 21

დასწრება თავისუფალია.

🔹6 ივნისი - პოეტ მაია მინდელის პოეტური კრებულის პრეზენტაცია აჭარის მწერალთა სახლში🔹დაუვიწყარი საღამო და უდიდესი სიამოვნე...
08/06/2026

🔹6 ივნისი - პოეტ მაია მინდელის პოეტური კრებულის პრეზენტაცია აჭარის მწერალთა სახლში
🔹დაუვიწყარი საღამო და უდიდესი სიამოვნება - ნამდვილი პოეზიით გაჯერებული ერთი საათი

4 ივნისი ცისანა ანთაძის დაბადების დღეა.86 წლის გახდებოდა "მარადიული გოგო", ყველასთვის ძვირფასი ადამიანი.პირველად შევხვდი...
04/06/2026

4 ივნისი ცისანა ანთაძის დაბადების დღეა.
86 წლის გახდებოდა "მარადიული გოგო", ყველასთვის ძვირფასი ადამიანი.
პირველად შევხვდით ამ დღეს მის გარეშე. შევხვდით ყვავილებით, ცრემლიანი ღიმილით, მოგონებებით...
#არდავიწყება
ცისანა ანთაძე ❤️

მეგობრებო,🔹6 ივნისს, შაბათს, აჭარის მწერალთა სახლის ლიტერატურულ სივრცეში  გაიმართება შეხვედრა პოეტ მაია მინდელთან.🔹ღონის...
02/06/2026

მეგობრებო,
🔹6 ივნისს, შაბათს, აჭარის მწერალთა სახლის ლიტერატურულ სივრცეში გაიმართება შეხვედრა პოეტ მაია მინდელთან.
🔹ღონისძიების ფარგლებში, წარმოგიდგენთ პოეტის ახალ წიგნს - „სევდისძვრა“.
🔹დასწრება თავისუფალია!

დასაწყისი - 17 სთ
მისამართი - დ. კლდიაშვილის, 27

25/05/2026
25/05/2026

სანდრო ბერიძე

გინდათ
გაიგოთ,
ვინ მიულოცა 1980 წელს,
სრულიად საქართველოს,
ახალი წლის დადგომა?
მაშინ დაესწარით 28 მაისს, 16 საათზე აჭარის მწერალთა სახლში
ბელა ქებურიას საღამოს...

გინდათ
გაიგოთ,
რა გემო და სურნელი აქვს
ქართულ ლექსს?
მაშინ დაესწარით
28 მაისს, 16 საათზე აჭარის მწერალთა სახლში
ბელა ქებურიას საღამოს...

გინდათ
გაიგოთ,
რანაირად მღერის
და ტირის ბათუმის წვიმა?
მაშინ დაესწარით 28 მაისს, 16 საათზე აჭარის მწერალთა სდახლში
ბელა ქებურიას დაუვიწყარ საღამოს...

გინდათ,
გაიგოთ,
რომ ცხოვრება
ხსოვნაა და მოგონება?
მაშინ დაესწარით
28 მაისს, 16 საათზე აჭარის მწერალთა სახლში
ბელა ქებურიას დაუვიწყარ საღამოს
და აიმაღლეთ შემეცნება და ცნობიერება
ხუთი მტკაველით მაინც...

ბელა ქებურიას

და იყო ქარი...
რითმის ფრთებით სამყაროსხელა,
ჩვენ პოეზიას ვსვამდით პეშით, ღვთისგან დანატოვს.
ცეკვავდა ბელა,
ლექსის კაბით,
ცეკვავდა ბელა,
ცეკვა ასეთი, სხვანაირი, ბათუმს არ ახსოვს.

და იყო წვიმა...
ცის იქითა სანაპიროდან,
ხან თეთრი დასით, და ხან კიდევ, სრულიად მარტო.
ტიროდა ბელა,
წვიმის ცრემლით,
ბელა ტიროდა,
იყო ტირილი ყველასთვის და უმისამართო.

და იყო თოვლი...
იმნაირი, ლექსმა რომ იცის,
სიზმარეული,
შარმად რომ აქვს შნო და იერი.
თოვდა და ბელა მიჰყვებოდა თოვლისფერ სიცილს,
სიცილს, რომელსაც ჰქონდა სუნთქვა არმიწიერი.

და იყო მზე და...
ჰქონდა ჯადო მზის სხივთა ცვენას,
„ჭითა“ და „უჩა“, „ვარდიშფერი“, „წვანე“ და „ჩელა“.
უხდება სცენას, სიცოცხლის და ცხოვრების სცენას,
წვიმა და ბელა, მზე და ბელა, თოვლი და ბელა.

❤️

✅ხუთშაბათს, 28 მაისს, პროექტ „მწერლის საათის“ ფარგლებში, აჭარის მწერალთა სახლში შედგება შეხვედრა პოეტ ბელა ქებურიასთან 🌷...
25/05/2026

✅ხუთშაბათს, 28 მაისს, პროექტ „მწერლის საათის“ ფარგლებში, აჭარის მწერალთა სახლში შედგება შეხვედრა პოეტ ბელა ქებურიასთან 🌷

✅დღის განმავლობაში „პოეზიის დრო“ მთლიანად დაეთმობა ქალბატონი ბელას პოეზიას, მის ლექსებზე დაწერილ სიმღერებს
✅დასაწყისი - 16:00 სთ
✅დასწრება თავისუფალია

2026 წლის 17 მაისს ფრიდონ ხალვაშის დაბადებიდან 101 და ზაზა ხალვაშის დაბადებიდან 69 წელი შესრულდა.ტრადიციულად,  ამ დღეს გ...
16/05/2026

2026 წლის 17 მაისს ფრიდონ ხალვაშის დაბადებიდან 101 და ზაზა ხალვაშის დაბადებიდან 69 წელი შესრულდა.

ტრადიციულად, ამ დღეს გაიმართება დიდი მწერლის სახელთან დაკავშირებული ღონისძიება #ფრიდონობა, რომელიც დაიწყება 17 მაისს, დილით, 10:30-ზე, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ეზოში, პოეტის საფლავთან, და გაგრძელდება ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში, ფრიდონ და ზაზა ხალვაშების სახელოვნებო ცენტრში.

17 მაისი -  #ფრიდონობაა.🔹ამ სახალხო დღესასწაულს დიდი პოეტის სიცოცხლეშივე ჩაეყარა საფუძველი - ის 2007 წლიდან აღინიშნება დ...
16/05/2026

17 მაისი - #ფრიდონობაა.
🔹ამ სახალხო დღესასწაულს დიდი პოეტის სიცოცხლეშივე ჩაეყარა საფუძველი - ის 2007 წლიდან აღინიშნება და მასში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ღებულობს მონაწილეობას.
🔹ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე - დაიბადა 1925 წლის 17 მაისს, ქედის რაიონის სოფელ გეგელიძეებში.
დიდი შემოქმედის მოღვაწეობა გამოირჩეოდა უდიდესი ჰუმანიზმით, პატრიოტიზმით, მშობლიური ქართული სიტყვის განსაკუთრებული სიყვარულით.
ის 35 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციას.
არის რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე. არაერთი სახელმწიფო ჯილდოსა და ლიტერატურული პრემიის მფლობელი.
იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი.
ფრიდონ ხალვაში მრავალი პოეტური და პროზაული კრებულის ავტორია. მისი ლექსები ნათარგმნია მსოფლიოს არაერთ ენაზე.
სოფელ გეგელიძეებში, ფრიდონ ხალვაშის მშობლიურ სახლში, მოქმედებს მამა-შვილის - ფრიდონ და ზაზა ხალვაშების სახელოვნებო სივრცე. სწორედ ამ გარემოში იმართება ყოველწლიურად სახალხო დღესასწაული „ფრიდონობა“.
დიდი პოეტის სახელს ატარებს ბათუმისა და ხელვაჩაურის რაიონის შემაერთებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქუჩა, ასევე, 2024 წელს ფრიდონ ხალვაშის სახელი მიენიჭა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას.
🔹აჭარის მწერალთა სახლი, აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, უკვე მესამე წელიწადია ატარებს ფრიდონ ხალვაშის სახელობის სასტიპენდიო ლიტერატურულ კონკურსს პროზა-პუბლიცისტიკა-ესეისტიკაში, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა ავტორებს 18-დან 35 წლის ჩათვლით. აჭარის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, 4 საუკეთესო ავტორი მიიღებს ფრიდონ ხალვაშის სახელობის ყოველთვიურ სტიპენდიას ერთი წლის ვადით ( 375 ლარი თვეში) . 2026 წლის კონკურსის გამარჯვებულები უახლოეს დღეებში გამოვლინდებიან.

Address

მელიქიშვილის 21 Melikishvili Str
Batumi
6000

Telephone

+995593908787

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აჭარის მწერალთა სახლი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to აჭარის მწერალთა სახლი:

Share