01/06/2026
1️⃣ ივნისი
🎈ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმში მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
აჭარის კულტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება:
🏰აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებები დილიდან დაიწყება:
11:00 ღონისძიების გახსნა:
11:00 – 14:00 - საბავშვო შემეცნებითი-გასართობი პროგრამა ( წამყვანი, 4 ანიმატორი, DJ)
12:00 – 14:00- კერამიკული მასტერკლასი ( მიმდინარეობს ღონისძიების პარალელურ
12:30 – 13:10 - თოჯინური სპექტაკლის ჩვენება
13:10 -13:50 - საბავშვო მწერალთან შეხვედრა და წიგნების საჩუქრად გადაცემა
14:00 - საპნის ბუშტების შოუ
🎭ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ცენტრალური პარკის კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე პატარებისთვის გამართავს წარმოდგენებს:
12:00 -12:25 - „წითელქუდა„
13:00 - 13:35 - „ოქროს წიწილა“.
17:00 - 18:00 -ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართება პრემიერა - ,,ოქროს გასაღების საიდუმლოება” (მემედ აბაშიძის #49)
🏛️აჭარის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასოა. დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები:
12:00 საათი - რელიგიის მუზეუმის ეზოში გაიმართება „ტრადიციული ეზოს თამაშები“
12:00 საათი - ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში გაიმართება აქტივობა ,,მზიანი ბავშვობის დღე“
12:00 საათი - აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გაიმართება აქტივობა ,,ღიმილიანი ივნისი“
13:00 საათი - აჭარის ხელოვნების მუზეუმის გარე პერიმეტრზე გაიმართება აქტივობა - ,,მზისფერი სამყაროსკენ“
13:00 საათი - ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიმართება კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება - ,,მხიარული ლაბორატორია“
🏛️აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ვაჟთა ფოლკლორული გუნდის ,,იბერიონი“, გოგონათა ფოლკლორული გუნდის ,,ნანინა“ მონაწილეობით:
12:00 საათზე - ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე გაიმართება კონცერტი
12:30 საათზე - სასახლის თეატრალური დასი, გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე გამართვას სპექტაკლს - ,,ზღაპარი გრძელდება“
🎨13:00 საათი - ბათუმის კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლაში მოეწყობა ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა (ფიროსმანის #16)
🎭 15:00 საათი - იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება საბავშვო სპექტაკლის ,,ასფურცელა" ჩვენება (ხულო, რუსთაველის #11)
🎼17:00 საათი - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწვლებელში გაიმართება საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეთა კონცერტი, ნორჩ პიანისტთა მოსმენა
🩰18:00 საათი - ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის მოსწავლეები, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე პატარებისთვის შეასრულებენ საბალეტო ნომრებს.