ორგანიზაცია თავის საქმიანობას ახორციელებს ხუთი სტრატეგიული მიმართულებით:
ეფექტური, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა
სტრატეგიის რეალიზაციისათვის ორგანიზაცია ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
- სახელმწიფო დაწესებულებათა, მათ შორის თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობისა და საჯარო ფინანსების ხარჯვის მონიტორინგს.
თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწ
ყობა
სტრატეგიის რეალიზაციისათვის ორგანიზაცია ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
- თვითმმართველობის ორგანოთა ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის სრულყოფა;
- მოსახლეობისა და ბიზნეს სექტორის მომსახურების თანამედროვე სისტემების დანერგვა თვითმმართველობის ორგანოებში;
- საკრებულოების (თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო) წევრების კომპეტენციის დონის ამაღლება.
სამოქალაქო განათლება
სტრატეგიის რეალიზაციისათვის ორგანიზაცია ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
- მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ზრდა თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით;
- მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ზრდა საარჩევნო კანონმდებლობასთან, მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
ეკონომიკური განვითრება
სტრატეგიის რეალიზაციისათვის ორგანიზაცია ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
- მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმების შემუშავება;
- მუნიციპალიტეტების საინვესტიციო პასპორტების და მარკეტინგული სამოქმედო გეგმების მომზადება;
– ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გავრცელება თემების მოსახლეობას შორის;
– სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიების, დანადგარებისა და მოწყობილობების სასწავლო-სადემონსტარციო კომპლექსების მშენებლობა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა
სტრატეგიის რეალიზაციისათვის ორგანიზაცია ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
– ახლადჩამოყალიბებული ორგანიზაციების ფინანსურ–ორგანიზაციული სტაბილურობის დონის ამაღლება;
– ახლადჩამოყალიბებული ორგანიზაციების კოალიციურ პროექტებში ჩართვა;
– ტრენინგები ახლადჩამოყალიბებული ორგანიზაციებისთვის.
– კავშირი „ინტელექტი“ აქტიურად თანამშრომლობს დონორ ორგანიზაციებთან. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მის უმსხვილეს დონორს წარმოადგენს.