03/04/2026
🧩 მხოლოდ ადამიანური – აუტიზმის გადააზრება – კურსი ზრდასრულებისთვის
✨ კურსი განკუთვნილია აუტიზმის მქონე ადამიანების ოჯახის წევრებისა და აუტიზმის მქონე ადამიანებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის. მისი მიზანია აუტიზმის გააზრება და გადააზრება ბარი პრიზანტის წიგნის – „მხოლოდ ადამიანური“ – მიხედვით. ეს წიგნი აუტიზმთან დაკავშირებული საკითხების სიღრმისეულ რეფლექსიას გვთავაზობს, ყველასთვის გასაგებ ენაზე, მრავალფეროვანი რეალური გამოცდილებების გაზიარების გზით.
📅 რას მოიცავს კურსი:
• დაკვირვების და მოსმენის კულტურა
• გატაცებები
• ნდობა, შიში და კონტროლი
• ემოციური მეხსიერება
• სოციალური წვდომა
• აუტისტური იდენტობის გადააზრება
ℹ️ კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა
📍 დაწყების თარიღი: 20 აპრილი
👥 ლექტორები: ნინო ცინცაძე, თინათინ ჭინჭარაული – ილიაუნის ასოცირებული პროფესორები, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელები
🔗 კურსის შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/48kqUeO
🔗 ილიას სკოლის სასურველ კურსზე დასარეგისტრირებლად შეავსეთ ფორმა: https://eservices.iliauni.edu.ge/ilias-skolis-saregistratsio-phorma/