ბორჯღალი არის არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი (www.borjghali.org), რომელიც ხელს უწყობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, დემოკრატიულ ფასეულობათა მხარდაჭერასა და დამკვიდრებას. მისიიდან გამომდინარე, ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზნებია: ადამიანის უფლებათა დაცვა, საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერებისა და აქტივობის დონის ამაღლება, სტიქიური მოვლენები
ს შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა - ეკომიგრანტთა სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად, ფინანსური რესურსების მოპოვების ძირითადი წყაროა ადგილობრივი და საერთაშორისო ფონდებიდან გრანტების მიღება, ასევე ორგანიზაცია ეწევა დამატებით სოციალურ მეწარმეობას. ბორჯღალის მიერ დაფუძნებულია სოციალური საწარმო ,,ამრა“ (www.amra.ge), რომელიც ახორციელებს კომერციულ საქმიანობას ბუღალტერიისა და ვებ-დიზაინის სფეროში და მიღებული რესურსებით უზრუნველყოფს დევნილი ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდებას. ასევე ბორჯღალის სტრუქტურული ერთეულის სახით ფუნქციონირებს ,,მოხალისეთა საინფორმაციო ცენტრი“ (www.volunteering.ge), რომელიც აჭარის რეგიონში მოხალისეობის პოპულარიზაციას ეწევა და ახალგაზრდულ მოხალისეობრივ ინიციატივებს ახორციელებს. ბორჯღალი აქტიურად მუშაობს ეკომიგრანტთა ინტერესების ადვოკატირებაზე (www.ecomigration.ge) და ამ კუთხით ევროკავშირის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა რამდენიმე პროექტი, რომელთა ფარგლებში ბორჯღალს აქტიურად მოუწია საქმიანობა მაღალმთიან აჭარაში.
სამოქალაქო ცნობიერებისა და აქტივობის ამაღლება, მათ შორის არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობის გაზრდის ხელშეწყობა, ორგანიზაციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა.
ბორჯღალის მიერ შეიქმნა და ამჟამადაც აქტიურად ფუნქციონირებს კომპლექსური იურიდიული პორტალი - www.legalportal.ge, რომლის მიზანი საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა.
ბორჯღალს გააჩნია თავისი ინტერნეტ ქსელი ([email protected]), რომელშიც ამ ეტაპზე 14 ათასი ელ ფოსტაა რეგისტრირებული, ორგანიზაციის ოფისი მდებარეობს ბათუმში, ძირითად სამუშაო ჯგუფი (სტაფი) შეადგენს 5 წევრს, ბორჯღალის სტრუქტურული ერთეულია მოხალისეთა კლუბი ,,ბათუსი“, აღნიშნულ კლუბში გაწევრიანებული ახალგაზრდები ბორჯღალის მიერ ჩატარებულ აქციებსა და ღონისძიებებში მოხალისეებად არიან ჩართულნი.