Ajara Hiking Club / აჭარის მოლაშქრეთა კლუბი

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • Ajara Hiking Club / აჭარის მოლაშქრეთა კლუბი

Ajara Hiking Club / აჭარის მოლაშქრეთა კლუბი აჭარის მოლაშქრე გიდების ასოციაცია

ჯოჯოხეთის კანიონი, თურქეთი
23/04/2026

ჯოჯოხეთის კანიონი, თურქეთი

ტობავარჩხილი ✨იცით რა მნიშვნელობას ატარებს ეს სახელი??  მეგრულად ის ასე ითარგმნება: ტობა - ტბა, ვარჩხილი - ვერცხლი, ანუ ...
22/04/2026

ტობავარჩხილი ✨

იცით რა მნიშვნელობას ატარებს ეს სახელი?? მეგრულად ის ასე ითარგმნება:
ტობა - ტბა, ვარჩხილი - ვერცხლი, ანუ “ვერცხლის ტბა” 🤍

ზღვის დონიდან 2650 მეტრზე დამალული ტობავარჩხილი არ არის უბრალოდ ტბა – ეს არის კრისტალურად სუფთა წყალი, რომელიც ცას საოცრად ირეკლავს და გარშემორტყმულია ნაცრისფერი, მკაცრი კლდეებით.

📸 Beka Bolkvadze

დილით მთაში დალეული ყავა სულ სხვანაირია 😁🏔️
16/04/2026

დილით მთაში დალეული ყავა სულ სხვანაირია 😁🏔️

ცოტაც და კვლავ დავტკბებით ამ ხედებით 🏔️კადრები ტობადან 💙📸 Beka Bolkvadze
12/04/2026

ცოტაც და კვლავ დავტკბებით ამ ხედებით 🏔️

კადრები ტობადან 💙

📸 Beka Bolkvadze

ჩვენი ზამთრის ამბები ფირზე🤍🎞️📸 Giorgi Diasamidze
08/04/2026

ჩვენი ზამთრის ამბები ფირზე🤍🎞️

📸 Giorgi Diasamidze

იცოდით, რომ მსოფლიოში ყველაზე საშიშ მთად არა ევერესტი, არამედ ანაპურნა ითვლება? 🏔️ეს მრისხანე მწვერვალი (8 091 მ) პირველ...
04/04/2026

იცოდით, რომ მსოფლიოში ყველაზე საშიშ მთად არა ევერესტი, არამედ ანაპურნა ითვლება? 🏔️

ეს მრისხანე მწვერვალი (8 091 მ) პირველად ფრანგებმა, მორის ჰერცოგმა და ლუი ლაშენალმა დაიპყრეს, მაგრამ მას შემდეგ ანაპურნამ 69 სიცოცხლე შეიწირა.

სტატისტიკა ასეთია: ყოველ სამ წარმატებულ ასვლა-ჩამოსვლაზე ერთი ფატალური შემთხვევა მოდის. სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებლით ის ალპინისტებისთვის ნამდვილ გამოწვევად რჩება. 💀🧗‍♂️

ტრეინინგი "ლაშქრობის როლი თანამედროვე ტურიზმში" ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებთან BSU - ...
02/04/2026

ტრეინინგი "ლაშქრობის როლი თანამედროვე ტურიზმში" ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებთან BSU - Tourism Faculty

ნიკო ფალიანი - სვანეთის მთების ელჩი 🏔ნიკო ფალიანი მწვერვალებზე შეყვარებული ბიჭია, რომელმაც საქართველო მთელ მსოფლიოს გააც...
01/04/2026

ნიკო ფალიანი - სვანეთის მთების ელჩი 🏔

ნიკო ფალიანი მწვერვალებზე შეყვარებული ბიჭია, რომელმაც საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნო. 29 წლის მანძილზე მოახერხა ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი ახალი თაობის ალპინისტებსა და სამთო გამყოლებს შორის, რომელმაც საერთაშორისო სტატუსი მოიპოვა.

მან მთა ცხოვრების ნაწილად კი არა - ცხოვრების აზრად აქცია. წლების განმავლობაში ნიკომ არაერთი მარშრუტი გაიარა და ბევრი ადამიანი აზიარა მთას - ზოგისთვის პირველი ნაბიჯი სწორედ მასთან ერთად დაიწყო. ამ ადამიანებს შორის იყვნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ვიზიტორები.

ნიკოსთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ მთაზე ასვლა, არამედ მთლიანი პროცესის გაზიარებაც. ის იღებდა ფილმებს, აფიქსირებდა მთის ისტორიებს, გზებს, ემოციებს და ამით ქმნიდა მასალას, რომელიც სხვებსაც აძლევდა სურვილს, გასცნობოდნენ საქართველოს მთებს. ეს იყო მისი გზა, რომ მთა უფრო მეტ ადამიანამდე მიეტანა, რაც, გამოუვიდა კიდეც. მან სამუდამოდ დატოვა კვალი არა მარტო ბილიკებზე, არამედ ადამიანებშიც. 💙

ნიკო ფალიანი აღარ არის ჩვენს გვერდით, უშბამ დაიტოვა…
მაგრამ არის იქ, სადაც ყველაზე მეტად უყვარდა ყოფნა - მთაში. 🏔

#ნიკოფალიანი #მთა

კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ლაშქრობის პოპულარიზაციაში. ჩვენ მიგვიწვიეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფა...
29/03/2026

კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ლაშქრობის პოპულარიზაციაში. ჩვენ მიგვიწვიეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტზე ტრეინინგის ჩასატარებლად. სპიკერი George Megre
მადლობა მოწვევისთვის ტურიზმის ფაკულტეტს და ყველა ორგანიზატორს

გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც დაეთმობა მოლაშქრეობის მიმართულებას და მის მნიშვნელობას თანამედროვე ტურიზმში.

შეხვედრა ორგანიზებულია აჭარის მოლაშქრეთა კლუბის მიერ, ხოლო პრეზენტაციას წარუძღვება მოლაშქრე გიდების ასოციაციის წარმომადგენელი-გიორგი მეგრელიძე. სპიკერი ისაუბრებს მოლაშქრეობის სპეციფიკაზე, მის როლზე ტურიზმის ინდუსტრიაში და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ეს სფერო სთავაზობს მომავალ პროფესიონალებს. შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართება პრაქტიკული მასტერკლასი.

🌿 აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, რადგან მოლაშქრეობა დღეს წარმოადგენს ტურიზმის ერთ-ერთ სწრაფად განვითარებად და მოთხოვნად მიმართულებას. მსგავსი გამოცდილება ხელს უწყობს პრაქტიკული უნარების განვითარებას, პროფესიულ ზრდას და მომავალში კონკურენტუნარიანობის გაზრდას ტურიზმის ბაზარზე.

🎒 შეხვედრაზე დამსწრე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ აჭარის მოლაშქრეთა კლუბის მიერ ორგანიზებულ უახლოეს ლაშქრობაში, რაც მათ მისცემს საშუალებას მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და რეალურ გარემოში გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები.

📌 დასწრება თავისუფალია, თუმცა აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdwAqow-EGJElgMFqlfKe3R6IzPHgO1elOL1gL-sKg2TDV7rg/viewform?usp=dialog

📅 თარიღი: 1 აპრილი
🕛 დრო: 13:00
📍 აუდიტორია: 131

ყველა მოლაშქრემ იცის: როცა აღმართზე ძალა გეცლება, სწორად შერჩეული სნექი ნამდვილი გადამრჩენელია. 🔋გიზიარებთ 5 სნექს, რომე...
27/03/2026

ყველა მოლაშქრემ იცის: როცა აღმართზე ძალა გეცლება, სწორად შერჩეული სნექი ნამდვილი გადამრჩენელია. 🔋

გიზიარებთ 5 სნექს, რომელიც აუცილებლად გიხსნით ენერგიის დაცლისგან:

თხილეული და ჩირი (Trail Mix) 🥜 – თხილეული და ჩირი ხანგრძლივი გამძლეობისთვის.

ჩურჩხელა 🍇 – ჩვენი "Georgian Power" და ენერგიის ნამდვილი ბომბი.

ბანანი 🍌 – კალიუმი კუნთებისთვის და სწრაფი ნახშირწყლები.

შავი შოკოლადი 🍫 – განწყობისთვის და მომენტალური ძალისთვის.

ვაშლი / ბატონი 🍏 – სითხე, ვიტამინები და კონცენტრირებული ენერგია.

💡 პატარა რჩევა: ნუ დაელოდებით ძლიერ შიმშილს, წაიხემსეთ მცირე ულუფებით ყოველ საათში.

💬 რომელია შენი "საიდუმლო" სნექი, რომლის გარეშეც ლაშქრობაში არ მიდიხარ? 👇

ფოტოებში ხომ საოცარია?!სინამდვილეში, საკუთარი თვალით ნანახი,  კიდევ უფრო! 📍ხანის ჩქნჩქერი
25/03/2026

ფოტოებში ხომ საოცარია?!
სინამდვილეში, საკუთარი თვალით ნანახი, კიდევ უფრო!

📍ხანის ჩქნჩქერი

ასე ჩაიარა ჩვენმა ლაშქრობამ -ტყის ბილიკები, კოცონთან გაზიარებული ამბები, სიცილი, ცოტა დაღლა და ბოლოს ის სიმშვიდე, რის გა...
24/03/2026

ასე ჩაიარა ჩვენმა ლაშქრობამ -
ტყის ბილიკები, კოცონთან გაზიარებული ამბები, სიცილი, ცოტა დაღლა და ბოლოს ის სიმშვიდე, რის გამოც ისევ გვინდა უკან დაბრუნება 🌳🏔️

აჯამეთის ნაკრძალი • ხანის ჩანჩქერი

Address

Batumi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ajara Hiking Club / აჭარის მოლაშქრეთა კლუბი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Ajara Hiking Club / აჭარის მოლაშქრეთა კლუბი:

Share