05/11/2024
🔷 ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის 2022-2024 წლების მოსწავლეთა თვითმმართველობის უფლებამოსილების ვადა ამოიწურა! 🎊
🔹 ეს იყო პერიოდი სკოლის მმართველობითი რგოლის ფუნდამენტური ცვლილებებისა და განვითარების, სადაც მნიშვნელოვან და მოსწავლეებისთვის მთავარ როლს მოსწავლეთა თვითმმართველობის ახალი, თანამედროვე და დემოკრატიული მოდელი იკავებდა, რის ფორმირებაში დიდი წვლილი მიუძღვით მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციასა და დირექციას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით გაწეული ნდობისთვის და პროგრესისკენ აღმასვლაში მხარდაჭერისთვის! 💫
🔹 მოსწავლეთა თვითმმართმმართველობამ ამ პერიოდში განახორციელა 150-ზე მეტი პროექტი და ღონისძიება, შექმნა 10-მდე კლუბი, რომელთა შესახებ სხვადასხვა ცნობასა და სიახლეს ამ გვერდზე გიზიარებდით. ✨
🔵 „ეს იყო დრო სასწავლო პროცესისა და სასკოლო ცხოვრების განვითარებისა და გამრავალფეროვნების, სადაც სასკოლო თემის თითოეული წევრი აქტიურად იყო ჩართული და მხარს უჭერდა როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების, როგორც განვითარების დანერგვასა და გამრავალფეროვნებას. ვფიქრობ, რომ ეს წლები ნაყოფიერი იყო სკოლისა და მოსწავლეებისთვის უკეთესი გარემოსა და ევროპული, დემოკრატიული მმართვობითი მექანიზმებისა თუ განათლების დანერგვის საწყის ეტაპებზე. ასევე ღრმად მწამს, რომ ეს იყო პერიოდი განათლებაში მეტი თავისუფლების დანერგვისა, რამეთუ თითოეული ღონისძიება, პროექტი თუ კლუბი, რომელსაც მოსწავლეთა თვითმმართველობა ახორციელებდა, მოსწავლეებს მრავალფეროვან არჩევანს აძლევდა შემეცნებისა თუ განვითარების კუთხით. იმედს ვიტოვებ, რომ ის ღვაწლი, რომელიც თქვენი ნდობითა და თქვენს წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობით აღჭურვილმა მოსწავლეთა თვითმმართველობის საბჭოს ხელმძღავნელობით თქვენთან ერთად დავსდე სკოლის განვითარებისა და გამარჯვების გზაზე, დაფასდება, უკვალოდ არ ჩაივლის, შემდეგ თაობებს წაადგებათ და ისინიც ღირსეულად განაგრძობენ ბრძოლას სკოლის სახელისა და განვითარებისთვის! მინდა ვიამაყო იმ ნაბიჯებით, რომლებსაც თქვენთან ერთად გავდიოდი პროგრესისა და განვითარების გზაზე, სადაც ერთად ვზეიმობდით ჩვენს და სკოლის წარმატებებს, გვაბედნიერებდა ამ პროცესის თითოეული წამი და საბოლოოდ ერთად ვზეიმობდით ჩვენს და სკოლის გამარჯვებას განათლებისა და განვითარების ახალ ეტაპებზე. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციასა და დირექციას ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და მოსწავლეთა თვითმმართველობის მოღვაწეობის თითეულ ეტაპზე თანადგომისთვის! ასევე, მინდა წარმატებები ვუსურვო შემდეგ მოსწავლეთა თვითმმართველობების საბჭოებსა და მათ თავმჯდომარეებს საქმიანობასა თუ სკოლის განვითარებისა და გამრავალფეროვნების შემდეგ ეტაპებზე და ვიმედოვნებ, რომ ისინიც ღირსეულად გააგრძელებენ ჩვენს წამოწყებულ საქმეს და ისინიც ამოტვიფრავენ ოქროს ასოებს სკოლისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ახალ ისტორიაში!“ - ალექსანდრე მჟავანაძე, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე 2022-2024 წლებში
🔹 2022-2024 წლების მოსწავლეთა თვითმმართველობის საბჭო შემდეგნაირად იყო დაკომპლექტებული: ⬇️
7-ა - ანდრია ქარსელაძე
7-ბ - ბარბარე ვერძაძე
7-გ - საბა დავითაძე
7-დ - ნინი გორგოშაძე
7-ე - თათია აბაშიძე
7-ვ - ნია წერეთელი
8-ა - კესარია ბერიძე
8-ბ - ზურა დავითაძე
8-გ - გიორგი ბაბილოძე
8-დ - ლიკა ტეტემაძე
8-ე - ელენე ევგენიძე
9-ა - ლიზი გურგენაძე
9-ბ - ნუცა ინწკირველი
9-გ - ანა ამაღლობელი
9-დ - ანანო დოლიძე
9-ე - მარიამ დავითაძე
9-ვ - ანანო ნინიძე
10-ა - ნიკა ტეტემაძე
10-ბ - ანი ანთაძე
10-გ - ანრი ბერიძე
10-დ - ლილე ფირცხალაიშვილი
10-ე - ელისაბედ ჯინჭარაძე
11-ა - მარიამ კონცელიძე
11-ბ - გიორგი ბარაბაძე
11-გ - მარიამ ვარშანიძე
11-დ - დეა გოგუაძე
11-ე - თათა ქავთარაძე
11-ვ - საბა ჯაბნიძე
12-ა - საბა სამნიძე
12-ბ - თათია მელაძე
12-გ - თორნიკე შავაძე
12-დ - თათია ღოღობერიძე
საბაზო საფეხურის თვითმმართველობის საბჭოს თავმჯდომარე - გაგა გაბუნია
საშუალო საფეხურის თვითმმართველობის საბჭოს თავმჯდომარე - ალექსანდრე მჟავანაძე საშუალო საფეხურის თვითმმართველობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ნია ბერიძე
საშუალო საფეხურის თვითმმართველობის საბჭოს მდივანი - მარიამ ჭყონია
🔷 2022-2024 წლების ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის საბჭო გემშვიდოებათ! 💙
🌟 ასევე, წარმატებას ვუსურვებთ ახალ თვითმმართველობას, რომლის გვერდსაც ქვემოთ მოცემული ბმულით იხილავთ: ↙️
🔗 https://www.facebook.com/profile.php?id=61568003524626&mibextid=kFxxJD