იალქანი ოპერირებს აჭარის რეგიონში . ჩვენი ორგანიზაცია ეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს და მათ არასრულწლოვან შვილებს სხვადასხვა სერვისების მიღებაში. ამასთანავე ვმუშაობთ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე განათლების მიღებასა და სხვადასხვა სოციალური სერვისების მიღების ადვოკატირებაზე ჩვენს ბაზაზე არსებული დღის ცენტრის მეშვეობით , სადაც საგანმანათლებლო პროექ
ტებთან ერთად , ჩართული გვყავს ფსიქოლოგი რომელიც მუშაობს ინდივიდუალურად და ასევე ჯგუფურად საჭიროებისამებრ.
2015 წლიდან , ჩვენი ორგანიზაცია არის ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ოფიციალური წარმომადგენელი აჭარის რეგიონში ,მუდმივად ვახორციელებთ ქალთა გაძლიერების პროექტებს და აქციებს. 2015 წლიდან ჩვენ მხარი დავუჭირეთ 567 ქალს იურიდიულ და სოციალურ სამსახურებში ადვოკატირებაში, მათი უმეტესობა გადავამზადეთ და დავეხმარეთ ეკონომიკურ გაძლიერებაში.
2019 წლიდან აჭარის ა/რ მთავრობამ გადმოგვცა ფართი სადაც მოეწყო თანამედროვე სტანდარტების დღის ცენტრი ქუჩაში მცხოვრები და /ან მომუშავე ბავშვებისთვის .2021 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა ,შრომის , ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაგვარეგისტრირა ოფიციალურად მიუსაფარი ბავშვების დღის ცენტრად , სადაც 30 ბენეფიციარს ვაწვდით სერვისს.
2022 წელს, აჭარის რეგიონში პირველად გახსენით მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი კრიზისული თავშესაფარი 2 მობილური ჯგუფით ,რომლებიც ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების პრობლემებზე მუშაობს ველზე .
აქტიურად ვატარებთ შეხვედრებს და ტრენინგებს ე.წ.ოცნების დასახლებაში , ნაადრევი ქორწინების მავნე პრაქტიკაზე , ბავშვთა უფლებებზე და სხვადახვა საჭირბოროტო საკითხზე.
2022 წლის ივნისიდან აქტიურად დავიწყეთ ქობულეთის თავისუფალ სივრცესთან თანამშრომლობა , ჩავატარეთ არაერთი შეხვედრა და ტრენინგი ცნობიერების .გავაფორმეთ მემორანდუმი და ოფიციალურად დავაარსეთ არასამთავრობო ორგანიზაცია იალქანის ახალგაზრდული ცენტრი , მიზანი მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება, თავისუფალი დროის სწორად მართვა , მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაცია და ქობულეთში ახალგაზრდების საჭიროებების აღმოჩენაა.
აღსანიშნავია , რომ ამ დროის განმვალობაში ორგანიზაციას არ ქონდა დაფინანსება მსხვილი დონორებისგან გრანტების სახით , ძირითად საქმიანობას ახორციელებდა მოხალისეებზე დაყრდნობით ,ასევე ფანდრაიზინგის მეშვეობით.