ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი • Batumi Independent Living Center

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი • Batumi Independent Living Center

ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი • Batumi Independent Living Center შშმ პირების მიერ დაფუძნებული / მართული, შშმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებადამცველი, არაკომერციული ორგანიზაცია.

🔵 ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამა შშმ პირებისთვის (და არამხოლოდ):,,მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტე...
11/05/2026

🔵 ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამა შშმ პირებისთვის (და არამხოლოდ):

,,მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა’’.

* საინფორმაციო ბარათებში მოცემულია პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი ღონისძიებები.

🔗 ზემოაღნიშნული და ბათუმის მერიის მიერ განხორციელებული სხვა პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://batumi.gov.ge/programs/2026-tslis-programebi

📝 ამ და სხვა საკითხებზე კონსულტაციის მისაღებად მოგვწერეთ ჩვენს გვერდზე (,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი")

ან დაგვირეკეთ სამუშაო საათებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-18:00 სთ.):

📞 +995 598 08 05 07.

კონსულტაციის პირისპირ მისაღებად კი გვეწვიეთ შემდეგ მისამართზე:

📍 ბათუმი, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა, N49.

♿️ 5 მაისს, ევროპის შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღეს, ,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრისა’’ და ,,შშმ ქალთა ...
06/05/2026

♿️ 5 მაისს, ევროპის შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღეს, ,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრისა’’ და ,,შშმ ქალთა ალიანსი / alliance of women with disabilty''-ის ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - ,,რა გვიშლის ხელს შშმ პირებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში?’’.

შეხვედრის განმავლობაში განხილული იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე არსებული სხვადასხვა ტიპის ბარიერები, რომელთა გავლენა აფერხებს მათი დამოუკიდებელად ცხოვრების შესაძლებლობას.

პრეზენტაციას თან ახლდა სახალისო/შემეცნებითი ვიქტორინა ,,კაჰუტის’’ პლატფორმაზე, შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე. ვიქტორინის გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები. 🎁

შეხვედრის დასასრულს მოეწყო ფილმის ჩვენება ტურეტის სინდრომის შესახებ სახელწოდებით - ,,კლასის წინ’’. 🎬

🟢 5 მაისს ევროპის მაშტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრების დღე აღინიშნება.ამ დღეს შშმ პირე...
05/05/2026

🟢 5 მაისს ევროპის მაშტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრების დღე აღინიშნება.

ამ დღეს შშმ პირები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ მათ აქვთ უფლება იცხოვრონ დამოუკიდებლად, სხვების თანასწორად, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და სრულად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

დამოუკიდებელი ცხოვრების იდეა 1960-70-იან წლებში ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შშმ პირთა უფლებების დაცვის პირველი მოძრაობები დაიწყო. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო აქტივისტი ედ რობერტსი. მოგვიანებით ეს მოძრაობა ევროპაშიც გავრცელდა, რასაც მოყვა ,,დამოუკიდებელი ცხოვრების ევროპული ქსელის’’ (ENIL) ჩამოყალიბება. სწორედ ENIL-ს ეკუთვნის დამოუკიდებელი ცხოვრების დღის აღნიშვნის იდეა, რომლის მიზანია ევროპის კონტინენტის მაშტაბით ცნობიერების ამაღლება და ქმედითი ცვლილებების მიღწევა შშმ პირთა უფლებების დასაცავად.

საქართველოში დამოუკიდებელი ცხოვრების მოძრაობა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა და უწევს ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე რეაგირება, როგორებიცაა - ხელმისაწვდომი გარემო, სერვისები და თანაბარი შესაძლებლობები.

🟣 დამოუკიდებელი ცხოვრება არის უფლება და არა პრივილეგია!

🟣 28 აპრილს ,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის’’ თანამშრომლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს პროფესიულ ,,კოლეჯი...
30/04/2026

🟣 28 აპრილს ,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის’’ თანამშრომლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს პროფესიულ ,,კოლეჯი ბლექსიში''.

🎯 შეხვედრის მიზანი იყო კოლეჯის სტუდენტებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ და მათ უფლებებზე ცნობიერების ამაღლება.

➡️ შეხვედრის განმავლობაში ცენტრის წევრებმა მოწვეულ სტუმრებს ესაუბრეს:
• სხვადასხვა შეზღუდვის კატეგორიებზე;
• შშმ პირთა უფლებებზე;
• არსებულ გამოწვევებსა და ბარიერებზე;
• შშმ პირებთან ურთიერთობის ეტიკეტსა და ტერმინებზე;
• შშმ პირთა თემის შესახებ გავრცელებულ მიდგომებზე და ა.შ.

ჩვენი ორგანიზაცია მადლობას უხდის ,,კოლეჯ ბლექსის" თანამშრომლობისთვის! 🙏

🚀 25 აპრილს, აჭარის ახალგაზრდული ლაბორატორია • Youth Lab - Adjara-თან მჭიდრო თანამშრომლობით, გაიმართა მასტერკლასი თემაზე...
29/04/2026

🚀 25 აპრილს, აჭარის ახალგაზრდული ლაბორატორია • Youth Lab - Adjara-თან მჭიდრო თანამშრომლობით, გაიმართა მასტერკლასი თემაზე – „AI ინსტრუმენტები და პრომპტინგი“. ⬇️

🚀 25 აპრილს აჭარის ახალგაზრდული ლაბორატორიის StarLeaders კლუბის ფარგლებში გაიმართა მასტერკლასი თემაზე – „AI ინსტრუმენტები და პრომპტინგი“. ინტენსიურ კურსზე ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის (AI) პრაქტიკულ გამოყენებაზე, ეფექტიან პრომპტინგზე და ციფრული უნარების განვითარების პროფესიულ მნიშვნელობაზე.

💻 შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა – მონაწილეები თავადაც აქტიურად იყვნენ ჩართული ვორქშოპში და პრაქტიკულად მუშაობდნენ სხვადასხვა AI ინსტრუმენტთან.

აჭარის ახალგაზრდული ლაბორატორია აფასებს თითოეული მონაწილის პროაქტიულ ჩართულობას და განსაკუთრებულ მადლობას უხდის მოწვეულ ექსპერტს, ედო მჟავანაძეს, ღირებული ცოდნის, გამოცდილებისა და რჩევების გაზიარებისთვის! 🙌

⭐️ StarLeaders კლუბი კვლავ იზრდება და აგრძელებს განვითარებას – თვალი გვადევნე, კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა და ახალი შესაძლებლობა გველის წინ! ✨

🔵 მასტერკლასი გაიმართა ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი • Batumi Independent Living Center-თან აქტიური თანამშრომლობით.


#ერთადშესაძლებელია
#ერთადმარტივია

🐾 დღეს, 29 აპრილს, გამცილებელი ძაღლის საერთაშორისო დღეა.გამცილებელი ძაღლები მხოლოდ ერთგული ოთხფეხა მეგობრები არ არიან — ...
29/04/2026

🐾 დღეს, 29 აპრილს, გამცილებელი ძაღლის საერთაშორისო დღეა.

გამცილებელი ძაღლები მხოლოდ ერთგული ოთხფეხა მეგობრები არ არიან — ისინი დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებაშიც ეხმარებიან შშმ პირებს, მაგალითად: გადაადგილებაში, დაბრკოლებების გადალახვაში და ა.შ.

🔎 საინტერესო ფაქტები:
• გამცილებელი ძაღლების მომზადება საშუალოდ 1.5–2 წელს გრძელდება და მოითხოვს სპეციალისტების დიდ რესურსს;
• ყველაზე ხშირად ამ როლისთვის იყენებენ ლაბრადორებს, გოლდენ რეტრივერებს და გერმანულ ნაგაზებს — მათი ინტელექტისა და მშვიდი ხასიათის გამო;
• გამცილებელი ძაღლები სპეციალურად არიან გაწვრთნილები, რომ ზოგჯერ „არ დაემორჩილონ“ პატრონის ბრძანებას, თუ ეს საფრთხეს შეიცავს, — ამას „ინტელექტუალური დაუმორჩილებლობა“ ეწოდება;
• მსოფლიოში პირველი გამცილებელი ძაღლების სკოლა დაარსდა ''The Seeing Eye''-ის მიერ 1929 წელს;
• ბევრ ქვეყანაში კანონმდებლობა გამცილებელ ძაღლს აძლევს უფლებას, შევიდეს ნებისმიერ ადგილას, სადაც სხვა ცხოველები არ დაიშვებიან. მაგალითად: რესტორნებში, მაღაზიებში, საავადმყოფოებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
• ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება ცნობიერების ამაღლების კამპანიები და ღონისძიებები.

🟢 ინკლუზიური გარემოს შენება იწყება ცნობიერების ამაღლებით!

დაინტერესებულ ახალგაზრდებს გიწვევთ საინფორმაციო მასტერკლასზე: ,,AI ინსტრუმენტები & პრომფთინგი" 🚀▶️ მასტერკლასზე გაიგებ:-...
20/04/2026

დაინტერესებულ ახალგაზრდებს გიწვევთ საინფორმაციო მასტერკლასზე: ,,AI ინსტრუმენტები & პრომფთინგი" 🚀

▶️ მასტერკლასზე გაიგებ:
- რა არის AI, როგორ მუშაობს, რატომ გვჭირდება;
- AI ინსტრუმენტების პრაქტიკული მიმოხილვა;
- რა არის Prompt-ი, როგორ დავწეროთ ეფექტური პრომპტები;
- რივერს პრომპთინგი;
- Advanced ტექნიკები;
- პრაქტიკული სამუშაო.

▶️ შეხვედრის დეტალები:
🗓 25 აპრილი, 2026
🕑 13:00 საათი
📍 ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ოფისი (მისამართი: ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა N49)

სასურველია, თან იქონიოთ ლეპტოპი, მასტერკლასზე განხილული პრაქტიკული სავარჯიშოების შესასრულებლად.

🔵 შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdTe47-4Shzl3gdWQURcPNHkmx-jUtru4nUAdB7ANhO4sVi9A/viewform?usp=preview

👤მასტერკლასს გაუძღვება ედო მჟავანაძე - AI ტექნოლოგიების სპეციალისტი.

მასტერკლასი ტარდება ,,აჭარის ახალგაზრდული ლაბორატორია • Youth Lab - Adjara''-ის და ,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის'' თანამშრომლობით.

🔵 ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამა შშმ პირებისთვის:,,მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება’’.🔗 ზე...
20/04/2026

🔵 ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამა შშმ პირებისთვის:

,,მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება’’.

🔗 ზემოაღნიშნული და ბათუმის მერიის მიერ განხორციელებული სხვა პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://batumi.gov.ge/programs/2026-tslis-programebi

📝 ამ და სხვა საკითხებზე კონსულტაციის მისაღებად მოგვწერეთ ჩვენს გვერდზე (,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი")

ან დაგვირეკეთ სამუშაო საათებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-18:00 სთ.):

📞 +995 598 08 05 07.

კონსულტაციის პირისპირ მისაღებად კი გვეწვიეთ შემდეგ მისამართზე:

📍 ბათუმი, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა, N49.

🟣 ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამა შშმ პირებისთვის:,,ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილი...
14/04/2026

🟣 ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამა შშმ პირებისთვის:

,,ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია’’.

* საინფორმაციო ბარათებში მოცემულია პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი ღონისძიებები.

🔗 ზემოაღნიშნული და ბათუმის მერიის მიერ განხორციელებული სხვა პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://batumi.gov.ge/programs/2026-tslis-programebi

📝 ამ და სხვა საკითხებზე კონსულტაციის მისაღებად მოგვწერეთ ჩვენს გვერდზე (,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი")

ან დაგვირეკეთ სამუშაო საათებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-18:00 სთ.):

📞 +995 598 08 05 07.

კონსულტაციის პირისპირ მისაღებად კი გვეწვიეთ შემდეგ მისამართზე:

📍 ბათუმი, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა, N49.

8 აპრილი კუშინგის დაავადების შესახებ (Cushing’s Disease) ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. 🎗️ეს დღე ცნობილი ნეირო...
08/04/2026

8 აპრილი კუშინგის დაავადების შესახებ (Cushing’s Disease) ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. 🎗️

ეს დღე ცნობილი ნეიროქირურგის, ჰარვი კუშინგის დაბადების დღეს უკავშირდება. კუშინგის დაავადება იშვიათი მდგომარეობაა, რომელიც ხშირად წლობით დიაგნოსტირების გარეშე რჩება, რადგან მისი სიმპტომები ბევრ სხვა დაავადებას ჰგავს.

🧬 დაავადების მიზეზი ორგანიზმში კორტიზოლის (ე.წ. „სტრესის ჰორმონის“) ჭარბი რაოდენობაა. ყველაზე ხშირად ამას იწვევს ჰიპოფიზის (თავის ტვინში მდებარე ჯირკვლის) კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც აიძულებს თირკმელზედა ჯირკვლებს, ზედმეტი კორტიზოლი გამოიმუშაონ.

🚩 კუშინგის სინდრომი მხოლოდ „დაღლილობა“ არ არის, მას ახლავს შემდეგი ნიშნები:
• სახის ფორმის დამრგვალება და შეწითლება.
• ცხიმის დაგროვება ძირითადად მუცლისა და გულმკერდის არეში, მაშინ როცა ხელები და ფეხები წვრილი რჩება.
• ცხიმოვანი დაგროვება კისრისა და მხრების მიდამოში.
• განიერი, მუქი ფერის ზოლები მუცელზე, მკერდსა და თეძოებზე.
• კუნთების სისუსტე და მუდმივი დაღლილობა.
• არტერიული წნევის მატება და ემოციური ცვალებადობა.

➡️ რატომ არის მნიშვნელოვანი ცნობიერების ამაღლება?
კუშინგის სინდრომს ხშირად შეცდომით მიაწერენ კლინიკურ დეპრესიას, უბრალო სიმსუქნეს ან არასწორ კვებას, როცა რეალურად სულ სხვა მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. ცოდნა საუკეთესო იარაღია სტიგმის საწინააღმდეგოდ და მდგომარეობის სამარათავად!

ინკლუზიური გარემოს შენება იწყება ცნობიერების ამაღლებით! ✅

27/12/2025

🇬🇪🇪🇺 შენი ცოდნა და გამოცდილება საზღვრებს მიღმა!

📍 ნახე ვიდეო და გაიგე მეტი ევროკავშირის მომსახურების გაწევის თავისუფლების შესახებ.

📎 ვიდეო-რგოლი მომზადებულია პროექტის - ,,ახალგაზრდა ელჩები ევროპისთვის" ფარგლებში, საინიციატივო ჯგუფის - ,, '' მიერ, ,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრთან" თანამშრომლობით.

Address

49 Giorgi Brtskinvale Street
Batumi

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00

Telephone

+995598080507

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი • Batumi Independent Living Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი • Batumi Independent Living Center:

Share