NEFA Foundation-ფონდი ნეფა

NEFA Foundation-ფონდი ნეფა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from NEFA Foundation-ფონდი ნეფა, Non-Governmental Organization (NGO), Anaklia.

01/11/2025

✨ასე ისხდნენ, იმ 2000-იან წლებში, ქალები სამოქალაქო ორგანიზაციებიდან და ეცნობოდნენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325ს.
რეზოლუცია „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ 25 წლისაა.📚

როგორც ხშირად ამბობენ, ეს ისტორიული გარდატეხა იყო, რადგან ერთ დოკუმენტში პირველად ერთიანდებოდა ქალთა უფლებები და მშვიდობის, უსაფრთხოების პოლიტიკა.💛

დოკუმენტი ადასტურებს და აძლიერებს ხმას, რომ
სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ოპერაციებში, კონფლიქტის შემდგომ საქმიანობასა და მმართველობაში ქალების მონაწილეობა და გენდერული საკითხების ინტეგრირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასე იყო მაშინაც და სულისკვეთება უცვლელია ახლაც.✨

💬„რეზოლუცია 1325-ის მიღება საქართველოში დაემთხვა ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის შექმნას. კოალიციის საქმიანობის ხუთი მიმართულება მოიცავდა ყველა ძირითად სფეროს, ხოლო მეხუთე იყო ქალები და მშვიდობის მშენებლობა.

1325-ის განხორციელებაში სამოქალაქო სექტორის წვლილი უდიდესია. ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები დოკუმენტის მიღებისთანავე აქტიურდებიან.ორგანიზაციები, რომლებიც, მაშინ და ახლაც, უშუალოდ მუშაობდნენ დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან,“ – იხსენებს როზა კუხალაშვილი, რომელმაც ერთი მიზნის გარშემო შეკრებილო ორგანიზაციების ლიდერებს, იმ დღეს, რეზოლუცია გააცნო.🌠

და დიახ, დღე, რომელიც ილუსტრაციაზე ავსახეთ, დასაწყისია იმ შეუფასებელი შრომის, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებმა გაწიეს ქალებისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით და ამ დრომდე, ძალისხმევას არ იშურებენ.

პირველი სატრენინგო მოდული, მრგვალი მაგიდები სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის, სახალხო დიპლომატია და სხვა მრავალი, - ყველაფერი ეს 1325-ის პოპულარიზაციას და განხორციელებას ემსახურებოდა.

„ქალთა სამშვიდობო საბჭოს შემადგენლობაში 9 არასამთავრობო ორგანიზაცია შევიდა.ეს იყო, მართლაც, მრავალრიცხოვანი კოალიციის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფებიდან ერთ-ერთი. დღემდე, კონფლიქტის მოგვარება რჩება აქტუალურ მიმართულებად.

როცა ქალთა სამშვიდობო საბჭოზე ვსაუბრობთ და ისტორიულ მეხსიერებას გადავხედავთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ მანანა მებუკე და მისი როლი ამ საქმიანობაში. დასანანია, რომ ის დღეს ჩვენთან აღარ არის.“ – ამბობს როზა კუხალაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქალთა საბჭოს თავჯდომარე. 🫂

მოგიყვეთ მეტი ადამიანებზე, რომლებიც იბრძოდნენ და დღემდე იბრძვიან ქალებისთვის? იმათზე, ვინც არ ნებდება დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების გაძლიერების გზაზე, მათი კეთილდღეობისთვის, გააქტიურებისთვის და ჩართულობის ხელშეწყობისთვის?

ილუსტრაცია: ნინუცა ნარმანია.

UN Women Georgia
#გაეროსუშიშროებისსაბჭოსრეზოლუცია1325
#25წლისაა
#რეზოლუციისმიღებისდღე
@გამომწერები
#რეზოლუცია1325
#ქალებსშეუძლიათქალებიმოქმედებენქალებიცვლიან

🌿 15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წელს დაფუძნებული საერთა...
15/10/2025

🌿 15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წელს დაფუძნებული საერთაშორისო დღე აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში.
🌿 სოფლად მცხოვრებ ქალებს და გოგონებს ვულოცავთ ამ დღეს. გვწამს, რომ ერთმანეთის გაძლიერებით შევძლებთ ჩვენი თემების განვითარებას და მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიცირებას.
✨ მადლობა ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს მხარდაჭერისთვის, სოფლად მცხოვრები ქალების და გოგონების საჭიროებების აქტუალიზებისთვის და ქალთა სათემო ორგანიზაციების გაძლიერებისთვის.
TASO Foundation • ფონდი ტასო
UN Women Georgia

11/10/2025

💫 ყველა გოგო იმსახურებს, აიხდინოს ოცნებები, მიიღოს განათლება და ჰქონდეს თავისუფლება, თავად განსაზღვროს თავისი ცხოვრება და შექმნას საკუთარი მომავალი! 🌟

💪 ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქალსა და გოგოს — მათ სურვილებს, ინიციატივებსა და ოცნებებს, რათა არც სტერეოტიპებმა, არც გენდერულმა უთანასწორობამ და არც სხვა დაბრკოლებებმა არ შეაჩეროს მათი სვლა უკეთესი მომავლისკენ. 💙🩵

💫 Every girl deserves to make her dreams come true, have access to education, and have the freedom to shape her own life and create her own future! 🌟

💪 We stand with every woman and girl — supporting their dreams, initiatives, and ambitions so that no stereotype, gender inequality, or barrier can stop them from striving toward a better future. 💙🩵

Address

Anaklia
2109

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995574172434

Alerts

Be the first to know and let us send you an email when NEFA Foundation-ფონდი ნეფა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to NEFA Foundation-ფონდი ნეფა:

Share