ამბროლაურის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო

  • Home
  • Georgia
  • Ambrolauri
  • ამბროლაურის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო

ამბროლაურის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო ამბროლაურის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ოფიციალური გვერდი

25/05/2025
🗓️21 მაისს, ამროლაურის მერის ახალგაზრდულმა მრჩეველთა საბჭომ  გამართა შეხვედრა თემაზე — „ეფექტური კომუნიკაცია“.🔷შეხვედრა ...
21/05/2025

🗓️21 მაისს, ამროლაურის მერის ახალგაზრდულმა მრჩეველთა საბჭომ გამართა შეხვედრა თემაზე — „ეფექტური
კომუნიკაცია“.

🔷შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის პროექტის – სასწავლო აკადემიის ფარგლებში, რომელის მიზანია ახალგაზრდებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება და საზოგადოებრივ აქტივობებში მათი ჩართულობის გაზრდა

🔶შეხვედრის პროცესში ახალგაზრდებმა იმსჯელეს ეფექტური კომუნიკაციის მრავალფეროვან მიმართულებებზე,
მათ შორის სიტყვიერ და არავერბალურ კომუნიკაციაზე, აქტიური მოსმენის არსზე, უკუკავშირის გაცემისა და მიღების კულტურაზე, ასევე კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანად და შედეგზე ორიენტირებულად გადაჭრის გზებზე.

🔷მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა პრაქტიკულ აქტივობებში და დისკუსიებში, რაც მათ საშუალებას აძლევდა, რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით გაეღრმავებინათ ცოდნა და გაეუმჯობესებინათ საკომუნიკაციო უნარები.

🔶შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებში საკომუნიკაციო უნარების განვითარება და მათი ინფორმირება ეფექტური კომუნიკაციის როლის შესახებ პიროვნულ, სოციალურ თუ პროფესიულ დონეზე.

28/04/2025
25/03/2025

🔷 სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო კიდევ ერთ საგრანტო კონკურსს - ,,ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ - აცხადებს!

🔷 საგრანტო კონკურსის მიზანია საინიციატივო ჯგუფების გაძლიერება იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ემსახურება არაფორმალური განათლების განვითარებას, საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას, ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას და მათი დასაქმების ხელშეწყობას.

✅ საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს რეგიონში მცხოვრებ:

🔹 არასამეწარმეო იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას;
🔹 ფიზიკურ პირს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას.

🔷 კონკურსის საერთო ბიუჯეტია 255 000 ლარი. ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება შეადგენს 15 000 ლარს.

✉️ საკონკურსო განაცხადები მიიღება 8 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected].

🌐 საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://emis188-my.sharepoint.com/:f:/g/personal/grants-1_youthagency_gov_ge/EjwsQogfBNtNk9ZUHhl3vn0BwrrGAQqqqswLalK7LnUWjg?e=hWdff4

📅 29-30 ნოემბერს ,, საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის” წარმომადგენელისა და მოწვეული ტრენერის მიერ ...
15/12/2024

📅 29-30 ნოემბერს
,, საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის” წარმომადგენელისა და მოწვეული ტრენერის მიერ ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი, რათა შექმნილიყო მუნიციპალიტეტზე მორგებული სამოქმედო გეგმა.

👥საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.

📈1-ელ დეკემბერს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პროექტის პრეზენტაციები წარადგინეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან.

მეგობრებო, დიდი მადლობა დასწრებისთვის.გთხოვთ, გაგვიზიაროთ უკუკავშირი, რათა შემდეგი ჩვენებისთვის გავითვალისწინოთ.📩
28/07/2024

მეგობრებო,
დიდი მადლობა დასწრებისთვის.
გთხოვთ, გაგვიზიაროთ უკუკავშირი, რათა შემდეგი ჩვენებისთვის გავითვალისწინოთ.📩

27/07/2024
30/06/2024

🇬🇪✊ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამბროლაურიდან!

📣🗓️30 ივნისი

⏳23:00- 01:00სთ

📍 დათუნიკა სხირტლაძის’’ სახელობის სკვერში დამონტაჟდება ახალი, მაღალი ხარისხის გამოსახულების მქონე პროექტორი. პირდაპირი ტრანსლაცია ინტერნეტთან დაკავშირებული ხარვეზების აცილების მიზნით, სატელევიზო მაუწყებლობის მეშვეობით გაიმართება.

🇬🇪🇪🇸საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ, 30 ივნისს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

#ვგულშემატკივრობსაქართველოს!

28/06/2024

👉 დღეს გაგაცნობთ კესოს- ამბროლაურის ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენელს ასოციაციაში. 🤩

კესო 2016 წლიდან მუშაობს არაფორმალური განათლების მიმართულებით. დაარსა ეკო/სამოქალაქო კლუბები. თავის გუნდთან ერთად გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა გარემოსდაცვით/სამოქალაქო აქტივობებს.
წლების განმავლობაში თანამშრომლობდა კავკასიის გარმოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან(CENN), კოორდინირებას უწევდა გარემოსდაცვით აქტივობებს. მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან ერთად ორგანიზებას უწევდა ახალგაზრდულ ბანაკებს, დააარსა ორგანიზაცია ,,მწვანე მაკულატურა”, რომელმაც წარმატებით იმუშავა და 2 წლის განმავლობაში 4 რეგიონი მოიცვა.

“სწავლის დასრულების შემდეგ დავუბრუნდი ჩემს რეგიონს. მესამე წელია ვასწავლი ინგლისურ ენას, კოორდინირებას ვუწევ ამბროლაურის მთავარი ბიბლიოთეკის ამერიკულ სივრცეს და ვარ ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის(LAG) საბჭოს წევრი. რამდენიმე თვეა გავხდი ამბროლაურის ახალგაზრდული მერის მრჩეველთა საბჭოს დავმჯდომარე, რაც საშუალებას მაძლევს საბჭოს წევრებთან ერთად დავგეგმო და განვახორციელი ისეთი აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს მუიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.” - ამბობს კესო 🤩 Keso Shishinashvili

28/06/2024

🤩 გაიცანით ასოციაციის წევრი ამბროლაურის ახალგზრდული საბჭო, რომელოც 2019 წლიდან ფუნქციონირებს.

👉ამ დროის განმავლობაში საბჭოს ინიციატივით მოეწყო არა ერთი დასუფთავების აქცია, სპორტული თუ საგანმანათლებლო ღონისძიება.
მიმდინარე წელს საბჭო გეგმავს მოძრავი კინო-თეატრის, შემოქმედებითი საღამოების და საზაფხულო ფესტივალის მოწყობას. საბჭო აქტიურად ცდილობს გამოიკვლიოს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და იპოვოს მათი ეფექტურად გადაჭრის გზები.
ასოციაციაციაში გაწევრიანება დაეხმარება ჩვენს საბჭოს სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები და შეიქმნას მუნიციპალიტეტზე მორგებული სამოქმედო გეგმა. ✨

ამბროლაურის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო 🤝🤩


Address

Ambrolauri

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ამბროლაურის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share