ახმეტის ახალგაზრდული იდეა

  • Home
  • Georgia
  • Akhmeta
  • ახმეტის ახალგაზრდული იდეა

ახმეტის ახალგაზრდული იდეა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ახმეტის ახალგაზრდული იდეა, Non-Governmental Organization (NGO), Akhmeta.

ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პროექტები ,,ქისტური კულტურისა და ტრადიციის დაცვის სადარაჯოზე", ,, გაიხალისე ზაფხული" და ,, აღმოა...
24/07/2025

ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პროექტები ,,ქისტური კულტურისა და ტრადიციის დაცვის სადარაჯოზე", ,, გაიხალისე ზაფხული" და ,, აღმოაჩინე ჯანსაღი ცხოვრების წესი" წარმატებით დასრულდა🎊🎊🎊🎊🎉🎉🎉

დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას ახმეტის ახალგაზრდული იდეის წარმომადგენლები აქტიურად აკვირდებოდნენ, ევროპის ფონდთან ერთად.

2025 წლის 22 ივლისს, პანკისის ამერიკულ სივრცეში დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა, სადაც ახმეტის ახალგაზრდული იდეის წევრები, ევროპის ფონდის წარმომადგენლები, პროექტების ავტორები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

იდეის წევრმა, მუსლიმ ბორჩაშვილმა აუდიტორიის წინაშე წარადგინა პრეზენტაციის სახით იდეის 2025 წლის ანგარიში და განხორციელებული პროექტების შედეგები, რაც ავტორებმა ნათლად დადეს.

ღონისძიების ბოლოს იდეის წევრები და დაფინანსებული პროექტების ავტორები ევროპის ფონდმა სიმბოლური საჩუქრებით და სერთიფიკატებით დააჯილდოვა.

შეგახსენებთ, რომ პროექტები დაფინანსებული იყო 2025 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერდა ევროპის ფონდი და ახმეტის მუნიციპალიტეტში კოორდინირებას უწევდა ახმეტის ახალგაზრდული იდეა.

Europe Foundation • ევროპის ფონდი

ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პროექტები: ,,ქისტური კულტურისა და ტრადიციის დაცვის სადარაჯოზე", ,, გაიხალისე ზაფხული" და ,, აღმო...
14/07/2025

ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პროექტები: ,,ქისტური კულტურისა და ტრადიციის დაცვის სადარაჯოზე", ,, გაიხალისე ზაფხული" და ,, აღმოაჩინე ჯანსაღი ცხოვრების წესი" წარმატებით მიმდინარეობს.

დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას ახმეტის ახალგაზრდული იდეის წარმომადგენლები აქტიურად აკვირდებიან.

ჩვენი გუნდის რამოდენიმე წევრი მონიტორინგს უწევდა პროექტებს ❤️

🟠🔵2025 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში შემოვიდა მრავალი საინტერესო და კრეატიული პროექტები. მადლობას ვუხდით თითოეული პრ...
30/05/2025

🟠🔵2025 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში შემოვიდა მრავალი საინტერესო და კრეატიული პროექტები.
მადლობას ვუხდით თითოეული პროექტის საინიციატივო გუნდებს.

✨ შემოსული ინიციატივებიდან კი დონორების საბოლოო გადაწყვეტილებით შეირჩა 3 პროექტი, რომელთა ავტორებსაც გადავეცით გრანტები და უკვე დაიწყეს თავიანთი იდეების განხორციელება.

✅დაფინანსებული პროექტები:
1. გაიხალისე ზაფხული,
2. კულტურისა და ტრადიციის დაცვის სადარაჯოზე;
3. აღმოაჩინე ჯანსაღი ცხოვრების წესი.

მადლობა ყველა ახალგაზრდას ვინც იყო ჩართული! ❤️

შეგახსენებთ, რომ საგრანტო კონკურსის ფარგლებში პროექტები და ჩვენი ახალგაზრდული იდეის საქმიანობა სრულად მხარდაჭერილია Europe Foundation • ევროპის ფონდის მიერ 🇪🇺🇬🇪

🟠🔵2025 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დასრულდა საპროექტო განაცხადების მიღება ახმეტის მუნიციპალიტეტის მასშტაბით. 😊ახალ...
01/04/2025

🟠🔵2025 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დასრულდა საპროექტო განაცხადების მიღება ახმეტის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

😊ახალგაზრდებმა გამოგზავნეს საინტერესო პროექტები.

✨შეგახსენებთ, რომ საგრანტო კონკურსის ფარგლებში ახმეტის ახალგაზრდული იდეის გუნდმა ჩაატარა საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან.

Europe Foundation • ევროპის ფონდი

ძვირფასო მეგობრებო, როგორც უკვე იცით ახმეტის ახალგაზრდულმა იდეამ ევროპის ფონდის მხარდაჭერით გამოაცხადა 2025 წლის საგრანტ...
20/03/2025

ძვირფასო მეგობრებო, როგორც უკვე იცით ახმეტის ახალგაზრდულმა იდეამ ევროპის ფონდის მხარდაჭერით გამოაცხადა 2025 წლის საგრანტო კონკურსი.
მოგეხსენებათ განაცხადების მიღების საბოლოო ვადა იყო 20 მარტი, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ გავახანგრძლივოთ განაცხადების მიღების საბოლოო თარიღი 1 აპრილამდე.

ახალგაზრდებო თუ იდეები გაქვთ, აუცილებლად გამოგვიგზავნეთ თქვენი პროექტები 1 აპრილამდე და ჩვენ აუცილებლად დაგიფინანსებთ თქვენს პროექტებს, შერჩევის შემთხვევაში.

აქვე კიდევ ერთხელ გიზიარებთ ინფორმაციას კონკურსზე და ასევე მოცემულია განაცხადის ფორმის ლინკი:

- ხართ15-24 წლის ❓
- გსურთ წვლილი შეიტანოთ თქვენი სოფლის/დაბის/ქალაქის/თემის
განვითარებაში და უკეთესობისკენ შეცვლაში❓

მაშინ ეს კონკურსი თქვენთვისაა და ჩვენ დაგეხმარებით თქვენ!😉
✅თქვენი მიზანია მოამზადოთ პროექტები ამ პრიორიტეტულ პრობლემებზე:
I. კულტურული ღონისძიებები;
II. ცხოველების დაცვა;
III. ჯანსაღი ცხოვრების წესი.

❗️აუცილებლად უნდა გაითვალისწონოთ ეს მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 960 ლარს (პროექტის ავტორებს დამატებით თანხაზე შეუძლიათ თანადაფინანსება მოიძიონ სხვა ორგანიზაციიდან).
❗️გარდა ამისა, ასევე უნდა გაითვალისწინოთ სხვა კრიტერიუმები:
1. მინიმუმ 3 ან მეტი ახალგაზრდისგან უნდა შედგებოდეს პროექტის
ავტორების საინიციატივო გუნდი;
2. ასაკი - 15-24 წელი;
3. კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს განურჩევლად მათი ასაკისა.

❌გაითვალისწინეთ რომ პროექტის ფარგლებში არ დაფინანსდება❌
- სკოლებისთვის სასწავლო ინვენტარის, წიგნების, სპორტული ინვენტარის შესყიდვის და სხვადასხვა სივრცეების/კაბინეტების მოწყობის შესახებ პროექტები;
- პროექტში არ უნდა იყოს მოთხოვნილი ვინმესთვის ხელფასი, ან
ჰონორარი, ასევე ტექნიკის(მაგალითად კომპიუტერი, ფოტოაპარატი და ა.შ) შეძენა და ექსკურსიები;
✅უპირატესობა მიენიჭება იმ პროქტებს რომლებიც შეძლებენ თანადაფინანსების მოძიებას.

🗓პროექტის მიღების ბოლო ვადა არის: 20 მარტი, 2025 წელი.
⬇️დაინტერესებული პირები შეძლებენ განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვას ამ ლინკიდან:
https://docs.google.com/document/d/1ApvFPM05pSy7TymgW8sv5kre4XLjwazz/edit?usp=sharing&ouid=117137071043284359465&rtpof=true&sd=true
📧ფორმა ჩამოტვირთეთ, შეავსეთ და შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მეილზე:
[email protected]
📞დამატებითი ინფორმაციისთვის და კონსულტაციისთვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
1. მარადი ბორჩაშვილი (პროგრამული მენეჯერი) - +995 571 05 86 05;
2. სოფია ხოლაგაშვილი (ფინანსური მენეჯერი) - +995 574 22 64 69;
3. მილანა ქავთარაშვილი (PR მენეჯერი) - +995 598 16 26 32.

Europe Foundation • ევროპის ფონდი

პროექტის განაცხადის ფორმა გსურთ თქვენი წვლილი შეიტანოთ იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც ახალგაზრდების ან თ....

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! 😍🟡🔵ჩვენი გუნდის წევრებს შეუძლიათ გაგიწიოთ ონლაინ სამუშაო კონსულტაციები,  ჩვენს მიერ კოო...
10/03/2025

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! 😍
🟡🔵ჩვენი გუნდის წევრებს შეუძლიათ გაგიწიოთ ონლაინ სამუშაო კონსულტაციები, ჩვენს მიერ კოორდინირებული და გამოცხადებული 2025 წლის საგრანტო კონკურსის შესახებ, რომელიც მხარდაჭერილია ევროპის ფონდის მიერ.

ახმეტის ახალგაზრდული იდეის წევრები თქვენ გვერდით არიან და ნებისმიერ საკითხში დაგეხმარებით!😍🥰

Europe Foundation • ევროპის ფონდი

🟡🔵ახმეტის ახლაგაზრდული იდეის წევრები ახმეტის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივ ახალგ...
08/03/2025

🟡🔵ახმეტის ახლაგაზრდული იდეის წევრები ახმეტის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივ ახალგაზრდებთან, 2025 წლის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით, რომელიც მხარდაჭერილია ევროპის ფონდის მიერ.

🟠იდეის წევრები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას იდეის და ევროპის ფონდის საქმიანობის და ასევე კონკურსის კრიტერიუმების და პირობების შესახებ.

🟣ჩვენი გუნდი კვლავ გააგრძელებს შეხვედრების ჩატარებას და კონსულტაციების გაწევას ახალგაზრდებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

მადლობა ამ საქმეში ჩართულ ყველა ადამიანს!❤️

Europe Foundation • ევროპის ფონდი

🟡საინფორმაციო შეხვედრა ახმეტელ ახალგაზრდებთან, საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით!ლოკაცია: ახმეტის ტექნო პარკი, კულტურის ს...
04/03/2025

🟡საინფორმაციო შეხვედრა ახმეტელ ახალგაზრდებთან, საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით!

ლოკაცია: ახმეტის ტექნო პარკი, კულტურის სახლის პირველი სართული;

თარიღი: ხვალ, 5 მარტი, 2025;
დრო: 15:00.

გელოდებით. დასწრება თავისუფალია ❤️

🟡🔵ახმეტის ახალგაზრდული იდეა, ევროპის ფონდთან ერთად მორიგი სიახლით დაბრუნდა!- ხართ15-24 წლის ❓- გსურთ წვლილი შეიტანოთ თქვ...
24/02/2025

🟡🔵ახმეტის ახალგაზრდული იდეა, ევროპის ფონდთან ერთად მორიგი სიახლით დაბრუნდა!

- ხართ15-24 წლის ❓
- გსურთ წვლილი შეიტანოთ თქვენი სოფლის/დაბის/ქალაქის/თემის
განვითარებაში და უკეთესობისკენ შეცვლაში❓
მაშინ ეს კონკურსი თქვენთვისაა და ჩვენ დაგეხმარებით თქვენ!😉
✅თქვენი მიზანია მოამზადოთ პროექტები ამ პრიორიტეტულ პრობლემებზე:
I. კულტურული ღონისძიებები;
II. ცხოველების დაცვა;
III. ჯანსაღი ცხოვრების წესი.

❗️აუცილებლად უნდა გაითვალისწონოთ ეს მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 960 ლარს (პროექტის ავტორებს დამატებით თანხაზე შეუძლიათ თანადაფინანსება მოიძიონ სხვა ორგანიზაციიდან).

❗️გარდა ამისა, ასევე უნდა გაითვალისწინოთ სხვა კრიტერიუმები:
1. მინიმუმ 3 ან მეტი ახალგაზრდისგან უნდა შედგებოდეს პროექტის
ავტორების საინიციატივო გუნდი;
2. ასაკი - 15-24 წელი;
3. კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს განურჩევლად მათი ასაკისა.

❌გაითვალისწინეთ რომ პროექტის ფარგლებში არ დაფინანსდება❌
- სკოლებისთვის სასწავლო ინვენტარის, წიგნების, სპორტული ინვენტარის შესყიდვის და სხვადასხვა სივრცეების/კაბინეტების მოწყობის შესახებ პროექტები;
- პროექტში არ უნდა იყოს მოთხოვნილი ვინმესთვის ხელფასი, ან
ჰონორარი, ასევე ტექნიკის(მაგალითად კომპიუტერი, ფოტოაპარატი და ა.შ) შეძენა და ექსკურსიები;

✅უპირატესობა მიენიჭება იმ პროქტებს რომლებიც შეძლებენ თანადაფინანსების მოძიებას.
🗓პროექტის მიღების ბოლო ვადა არის: 20 მარტი, 2025 წელი.

⬇️დაინტერესებული პირები შეძლებენ განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვას ამ ლინკიდან:
https://docs.google.com/document/d/1ApvFPM05pSy7TymgW8sv5kre4XLjwazz/edit?usp=sharing&ouid=117137071043284359465&rtpof=true&sd=true

📧ფორმა ჩამოტვირთეთ, შეავსეთ და შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მეილზე:
[email protected]

📞დამატებითი ინფორმაციისთვის და კონსულტაციისთვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
1. მარადი ბორჩაშვილი (პროგრამული მენეჯერი) - +995 571 05 86 05;
2. სოფია ხოლაგაშვილი (ფინანსური მენეჯერი) - +995 574 22 64 69;
3. მილანა ქავთარაშვილი (PR მენეჯერი) - +995 598 16 26 32.

Europe Foundation • ევროპის ფონდი

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო!😍🟡ახმეტის ახალგაზრდულმა იდეამ ახალი წევრები შეარჩია , გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე...
23/02/2025

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო!😍

🟡ახმეტის ახალგაზრდულმა იდეამ ახალი წევრები შეარჩია , გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე.

🔵ამ გამორჩეულმა ახალგაზრდებმა უკვე გაიარეს ყველა ეტაპი. ისინი ოფიციალურად შეუდგნენ თავიანთ საქმიანობას და მზად არიან გააკეთონ ბევრი სასიკეთო საქმე ევროპის ფონდთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტის და მისი მაცხოვრებლების განვითარების და კეთილდღეობის მიზნით.

🟡მაშ ასე ჩვენი ახალი წევრები არიან:
1. მუსლიმ ბორჩაშვილი;
2. მილანა ქავთარაშვილი;
3. მარადი ბორჩაშვილი;
4. ქერიმ გაურგაშვილი;
5. იბრაჰიმ ბორჩაშვილი.

✨დიდი მადლობა მათ, რომ შემოგვიერთდნენ და გადაწყვიტეს იზრუნონ საზოგადოების კეთილდღეობაზე.

ჩვენ სულ მალე სიახლეებით დაგიბრუნდებით❤️

Europe Foundation • ევროპის ფონდი

მოგესალმებით მეგობრებო! იწყება ახალგაზრდული იდეის ახალი წევრების შერჩევა! ევროპის ფონდი იწვევს 21 მუნიციპალიტეტში მცხოვრ...
28/08/2024

მოგესალმებით მეგობრებო!
იწყება ახალგაზრდული იდეის ახალი წევრების შერჩევა!
ევროპის ფონდი იწვევს 21 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაინტერესებულ
ახალგაზრდებს ახალგაზრდული იდეის წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის
მისაღებად.
თუ ხარ 15-დან 21 წლამდე
ცხოვრობ აჭარის (ქედა, შუახევი, ხულო) ასპინძის, ახალქალაქის, ახმეტის, ბოლნისის,
გარდაბნის, გორის, დედოფლისწყაროს, მარნეულის, სვანეთის, რაჭის, ტყიბულის,
ფოთის, ჩოხატაურის, წალკის, წეროვნის, ხობის, ხონის მუნიციპალიტეტში
გსურს წვლილი შეიტანო შენს თემში ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობის გაზრდაში მაშინ
გახდი ახალგაზრდული იდეის წევრი და შეცვალე შენი თემი უკეთესობისკენ
შეარჩიე და დააფინანსე თანატოლების მიერ შექმნილი საპროექტო იდეები
ხელი შეუწყვე თემში თანატოლების სამოქალაქო აქტიურობას და მოხალისეობას
გადადი ბმულზე და შეავსე აპლიკაცია: https://forms.office.com/e/zSxrpDAztG
აპლიკანტები გაივლიან ვირტუალურ და ფიზიკურ გასაუბრებას. გასაუბრებები დაიწყება
2024 წლის სექტემბრიდან კანდიდატებთან წინასწარ შეთანხმებით.
ახალგაზრდული იდეის და ევროპის ფონდის შესახებ დეტალურ ინფორმაციას
შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://epfound.ge/ge/action-and-impact/youth-integrationprogram

მოგესალმებით მეგობრებო!👋❣ სიახლეებით გიბრუნდებით და გაცნობებთ ჩვენ მიერ დაფინანსებული პროექტებიდან  ერთ-ერთ პროექტს,🤩   ...
04/07/2024

მოგესალმებით მეგობრებო!👋❣
სიახლეებით გიბრუნდებით და გაცნობებთ ჩვენ მიერ დაფინანსებული პროექტებიდან ერთ-ერთ პროექტს,🤩 ამ გუნდმა მუშაობა ორშაბათს დაასრულა. პროექტის სახელწოდება არის კლასიკური და ციფრული ელექტრო ინჟინერია და ვებ დეველოპმენტის სწავლება. მათ ტრენინგები უნდა ჩაეტარებინათ სხვებისთვის.
1 ივლისს გუნდს ჰქონდათ დემო საგამოფენო დღე რა დროსაც წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები.

Address

Akhmeta
0900

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ახმეტის ახალგაზრდული იდეა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ახმეტის ახალგაზრდული იდეა:

Share