ახმეტის ახალგაზრდული ცენტრი • Akhmeta Youth Center

  • Home
  • Georgia
  • Akhmeta
  • ახმეტის ახალგაზრდული ცენტრი • Akhmeta Youth Center

ახმეტის ახალგაზრდული ცენტრი • Akhmeta Youth Center Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ახმეტის ახალგაზრდული ცენტრი • Akhmeta Youth Center, Youth Organization, Akhmeta.

31/10/2025
🔷ორგანიზაცია „CARE კავკასიის“ ხელშეწყობითა და ორგანიზებით, ახმეტის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა განახორციელეს საგანმანა...
27/10/2025

🔷ორგანიზაცია „CARE კავკასიის“ ხელშეწყობითა და ორგანიზებით, ახმეტის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა განახორციელეს საგანმანათლებლო ვიზიტი თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების სფეროში არსებული შესაძლებლობების გაცნობა და მათში მოტივაციის გაზრდა სწავლის გაგრძელებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით.

🔷ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. მათ ასევე მოისმინეს პრეზენტაციები სტუდენტური ცხოვრების, გაცვლითი პროგრამებისა და კარიერული განვითარების სერვისების შესახებ, რაც დაეხმარებათ უკეთ გაერკვნენ, თუ რა გზა შეიძლება აირჩიონ მომავალში.

🔷ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაში, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობასა და მათთვის განათლების მნიშვნელობის კიდევ უფრო გაღრმავებაში.

🔷მიგვაჩნია, რომ ეს ვიზიტი ახალგაზრდებს დაეხმარება საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების უკეთ შეფასებასა და მომავალში გააზრებული გადაწყვეტილების მიღებაში პროფესიის არჩევისას.

👇თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხარ, რაღას უცდი, ეს შანსი შენთვისაა.  https://docs.google.com/…/1FAIpQLSdaJXb7ilODSdOWw…/viewf...
10/10/2025

👇თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხარ, რაღას უცდი, ეს შანსი შენთვისაა.

https://docs.google.com/…/1FAIpQLSdaJXb7ilODSdOWw…/viewform…

🌟🤝 ახმეტის ახალგაზრდული ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას აქტიური მოქალაქის კლუბში!

გინდა, რომ გახდე უფრო ჩართული შენი თემის განვითარებაში?
გსურს ისწავლო, როგორ უნდა დაიცვა შენი და სხვების უფლებები, როგორ მიიღო მონაწილეობა საზოგადოებრივ პროცესებში და როგორ იქცე ცვლილებების აქტიურ ინიციატორად?

✨ მაშინ აქტიური მოქალაქის კლუბი სწორედ შენთვისაა!
აქ შეგეძლება:
▪️ ახალი ცოდნის მიღება მოქალაქეობრივ აქტივობებზე,
▪️ დისკუსიებში მონაწილეობა,
▪️ ლიდერობის უნარების განვითარება,
▪️ თანატოლებთან ერთად სასარგებლო პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.

📍 ადგილი: ახმეტის ახალგაზრდული ცენტრი

👉 რეგისტრაცია უკვე გახსნილია!
🔗 https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe9B9xHmfQm0CDsHOknMgF4QbqDghK22ugU26AExG_QVtPeFw/viewform?usp=dialog
ერთად შევცვალოთ გარემო უკეთესობისკენ! 🌍💡

🌟🤝 ახმეტის ახალგაზრდული ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას აქტიური მოქალაქის კლუბში! გინდა, რომ გახდე უფრო ჩართული შენი თემის ...
30/09/2025

🌟🤝 ახმეტის ახალგაზრდული ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას აქტიური მოქალაქის კლუბში!

გინდა, რომ გახდე უფრო ჩართული შენი თემის განვითარებაში?
გსურს ისწავლო, როგორ უნდა დაიცვა შენი და სხვების უფლებები, როგორ მიიღო მონაწილეობა საზოგადოებრივ პროცესებში და როგორ იქცე ცვლილებების აქტიურ ინიციატორად?

✨ მაშინ აქტიური მოქალაქის კლუბი სწორედ შენთვისაა!
აქ შეგეძლება:
▪️ ახალი ცოდნის მიღება მოქალაქეობრივ აქტივობებზე,
▪️ დისკუსიებში მონაწილეობა,
▪️ ლიდერობის უნარების განვითარება,
▪️ თანატოლებთან ერთად სასარგებლო პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.

📍 ადგილი: ახმეტის ახალგაზრდული ცენტრი

👉 რეგისტრაცია უკვე გახსნილია!
🔗 https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe9B9xHmfQm0CDsHOknMgF4QbqDghK22ugU26AExG_QVtPeFw/viewform?usp=dialog
ერთად შევცვალოთ გარემო უკეთესობისკენ! 🌍💡

ახმეტის ახალგაზრდული ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ინგლისური ენის კლუბში!თუ გსურს:✨ სიტყვათა მარაგის გამდიდრება,✨ თავისუფ...
30/09/2025

ახმეტის ახალგაზრდული ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ინგლისური ენის კლუბში!
თუ გსურს:
✨ სიტყვათა მარაგის გამდიდრება,
✨ თავისუფლად საუბარი ინგლისურად,
✨ სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში სწავლა –
მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა! 🌍💬

👉 გაწევრიანება შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაციის ფორმის საშუალებით.

დარეგისტრირდი მარტივად, შეავსე ბმული და შემოგვიერთდი!

📍 ადგილი: ახმეტის ახალგაზრდული ცენტრი.

🔗 https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdaJXb7ilODSdOWw_2VpNXGVx7yWmpbkHRAp7x0LXJe7UvyFQ/viewform?usp=dialog

გაიზარდე ჩვენთან ერთად და გახდი ახალი გამოცდილების ნაწილი! 🌈

🎬 პროექტის "ნახე, იფიქრე, გაიზარდე" ფარგლებში აწყურისა და ზემო ხოდაშნის ახალგაზრდებისთვის ღია ცის ქვეშ კინოჩვენება მოეწყ...
22/07/2025

🎬 პროექტის "ნახე, იფიქრე, გაიზარდე" ფარგლებში აწყურისა და ზემო ხოდაშნის ახალგაზრდებისთვის ღია ცის ქვეშ კინოჩვენება მოეწყო.

ფილმის ჩვენება მყუდრო და სასიამოვნო გარემოში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა საინტერესო სიუჟეტთან ერთად სასიამოვნო დრო გაატარეს და შეძლეს ერთმანეთთან აზრთა გაზიარება ნანახთან დაკავშირებით.

🌟 პროექტის მიზანია ახალგაზრდებს გაუხალისოს ზაფხულის გრძელი დღეები და შესთავაზოს ისეთი აქტივობები, რომლებიც მათ დააახლოებს და მოტივაციას გაუჩენს.
კინოჩვენება სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა — ახალგაზრდების შეკრებას, ერთმანეთთან დაახლოებასა და სხვადასხვა თემაზე დაფიქრებას.

🏐  აქტიური და ენერგიული დღე გვქონდა აწყურისა და ზემო ხოდაშნის ახალგაზრდებთან ერთად!პროექტის „იყავი აქტიური“ ფარგლებში გა...
21/07/2025

🏐 აქტიური და ენერგიული დღე გვქონდა აწყურისა და ზემო ხოდაშნის ახალგაზრდებთან ერთად!

პროექტის „იყავი აქტიური“ ფარგლებში გაიმართა ფრენბურთის თამაში, რომელმაც ბევრი ემოცია, გუნდურობა და სპორტული სულისკვეთება გააჩინა.

🌟 ახალგაზრდებმა ენერგია, მონდომება და თამაშის სიხარული კიდევ ერთხელ გაგვიზიარეს — მოედანი სავსე იყო პოზიტივით და ერთმანეთის მხარდაჭერით.

📸 იხილეთ ჩვენი ფოტოამბავი აქტივობიდან

⚽️ პროექტის "იყავი აქტიური" ფარგლებში აწყურისა და ზემო ხოდაშნის ახალგაზრდებს შორის გაიმართა  საფეხბურთო ჩემპიონატი, რომე...
17/07/2025

⚽️ პროექტის "იყავი აქტიური" ფარგლებში აწყურისა და ზემო ხოდაშნის ახალგაზრდებს შორის გაიმართა საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელმაც სპორტული სულისკვეთებით, გუნდურობითა და მხიარულებით სავსე დღე აჩუქა მონაწილეებსა და მაყურებლებს.

🌟 ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც სჯერათ, რომ აქტიური ცხოვრება, ჯანსაღი კონკურენცია და გუნდური თამაშები მათ განვითარებასა და გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

🙌 შეხვედრები წარიმართა დიდი ენთუზიაზმითა და დადებითი ენერგიით. მოედანი იყო სავსე ემოციებით, გულშემატკივართა შეძახილებით და დაუვიწყარი მომენტებით.

🏅 ვულოცავთ ყველა მონაწილეს ღირსეულ მონაწილეობისთვის.
დიდი მადლობა თითოეულ ახალგაზრდას ჩართულობისთვის, შრომისთვის და იმ დაუღალავი ენერგიისთვის, რაც ამ ჩემპიონატს მართლაც განსაკუთრებულად აქცევდა.

⚽️ პროექტი „იყავი აქტიური“ კვლავ აგრძელებს ახალგაზრდების წახალისებას ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტული აქტივობებისაკენ. ერთად ვქმნით შესაძლებლობებით სავსე მომავალს!

☀️ პროექტის „ცვლილებები იწყება შენით“ ფარგლებში ზემო ხოდაშნისა და აწყურის ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ზაფხულის ფესტივალი🌿 ...
14/07/2025

☀️ პროექტის „ცვლილებები იწყება შენით“ ფარგლებში ზემო ხოდაშნისა და აწყურის ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ზაფხულის ფესტივალი

🌿 ფესტივალის განმავლობაში ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ სხვადასხვა სახალისო, შემოქმედებით და გუნდურ აქტივობებში, რამაც კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ერთმანეთთან დაახლოებას, თავიანთი უნარების გამოვლენასა და გუნდურობის გაძლიერებას.

📸 იხილეთ ფესტივალის ფოტოები

დააა “გაიხალისე ზაფხულის” მესამე ფინალური დღე - ფრენბურთის ჩემპიონატი🏐გიზიარებთ კადრებს ამ დღიდან👇🏻შეგახსენებთ, რომ პროე...
26/06/2025

დააა “გაიხალისე ზაფხულის” მესამე ფინალური დღე - ფრენბურთის ჩემპიონატი🏐

გიზიარებთ კადრებს ამ დღიდან👇🏻

შეგახსენებთ, რომ პროექტი “გაიხალისე ზაფხული” ახმეტის ახალგაზრდული იდეა -ის მხარდაჭერით განხორციელდა

🪁გაიხალისე ზაფხული✨მეორე დღე⚽️ფეხბურთის ჩემპიონატი
24/06/2025

🪁გაიხალისე ზაფხული

✨მეორე დღე

⚽️ფეხბურთის ჩემპიონატი

⭐️„გაიხალისე ზაფხულის” პირველმა დღემმართლაც დიდ ჟრიამულითა და მხიარული განწყობით ჩაიარა. ☀️ ✨ბავშვებისთვის განსაკუთრებულ...
24/06/2025

⭐️„გაიხალისე ზაფხულის” პირველმა დღემ
მართლაც დიდ ჟრიამულითა და მხიარული განწყობით ჩაიარა. ☀️

✨ბავშვებისთვის განსაკუთრებული და სიხარულით სავსე გარემო შეიქმნა, სადაც თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ჰქონდა, აქტიურად მიეღო მონაწილეობა სხვადასხვა სახალისო და შემეცნებით აქტივობაში.

🎉 დღის განმავლობაში გაიმართა მხიარული სტარტები, რომლებიც მეგობრულ შეჯიბრებაში გადაიზარდა. ბავშვებმა გუნდურად იმუშავეს, ერთმანეთს გაამხნევეს და გამარჯვებისკენ ერთად ისწრაფოდნენ.

🎯 ასევე ჩატარდა სხვადასხვა სახის თამაშები, რომლებიც არა მხოლოდ გართობას, არამედ ერთმანეთთან კომუნიკაციასა და თანაგრძნობის განვითარებასაც ემსახურებოდა.

Address

Akhmeta
0900

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ახმეტის ახალგაზრდული ცენტრი • Akhmeta Youth Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ახმეტის ახალგაზრდული ცენტრი • Akhmeta Youth Center:

Share