Sref-Krdf

Sref-Krdf კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი | Kakheti Regional Development Foundation

,,კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი'' (KRDF) არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირია, რომელიც 2008 წლის 10 დეკემბერს დაფუძნდა. ორგანიზაცია ნორვეგიის ლოლვილთა საბჭოს (NRC) მხარდაჭერით შეიქმნა და განაგრძო ორგანიზაციის მიერ პანკისის ხეობაში დაწყებული პროგრამები.
გარდა ამისა, ,,კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი’’ წლების განმავლობაში იყო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) პროგრა

მების განმახორციელებლი პარტნიორი პანკისის ხეობაში. "Kakheti Regional Development Foundation" (KRDF) is a non-entrepreneurial, non-commercial legal entity, which was founded on December 10, 2008. The organization was established with the support of the Norwegian Norwegian Forest Council (NRC) and continued the programs started by the organization in the Pankis Gorge. In addition, "Kakheti Regional Development Foundation" has been the implementing partner of the United Nations High Commissioner for Refugees (UNHCR) programs in the Pankisi gorge for years

24/02/2026
მრავალმხრივი მცდელობების, დაუღალავი შრომისა და რთულ პირობებში მუშაობის მიუხედავად, რომელიც პანკისის ხეობაში - სოფელ დუის...
16/02/2026

მრავალმხრივი მცდელობების, დაუღალავი შრომისა და რთულ პირობებში მუშაობის მიუხედავად, რომელიც პანკისის ხეობაში - სოფელ დუისში, ჯოყოლოსა და ქორეთში მდებარე ჩვენი საგანმანათლებლო ცენტრების შენარჩუნებას ემსახურებოდა, დღეს იძულებულნი ვართ მივიღოთ უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილება: ცენტრების ფუნქციონირება შეწყდება.

ეს პროცესი მოულოდნელი არ ყოფილა. უკვე მეორე წელია ორგანიზაციას ცენტრების შენობებზე იჯარის ხელშეკრულება აღარ უგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდით პრობლემის მოგვარებას, რადგან ეს სივრცეები მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ცენტრებია - როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ქალებისა და მთლიანად თემისთვის. მათი მნიშვნელობა ყველაზე კარგად სწორედ ადგილობრივ მოსახლეობას აქვს გაცნობიერებული.

გარდა იმისა, რომ ვეღარ ვსარგებლობთ ცენტრების შენობებით, საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე სულ უფრო შეუძლებელი ხდება დონორი ორგანიზაციებისგან მხარდაჭერის მიღებაც. არსებული რეალობიდან გამომდინარე, გვიწევს ამ მძიმე გადაწყვეტილების გახმოვანება.

2000 წლიდან დღემდე, ცენტრები ათასობით ახალგაზრდას სთავაზობდნენ უფასო კურსებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის. ასევე, ადგილობრივ ქალებს ჰქონდათ შესაძლებლობა უფასო კურსები გაევლოთ ჭრა-კერვის, კულინარიის, პირველადი სამედიცინო დახმარების, თექისა და თიხის მიმართულებით. ამჟამად, ცენტრებში 20 ადგილობრივი ქალია დასაქმებული. ხოლო წლების განმავლობაში ასობით ახალგაზრდა სარგებლობდა ცენტრების შეთავაზებული შესაძლებლობებით.

ჩვენთვის განსაკუთრებულად სამწუხაროა, რომ ასეთი რთული გადაწყვეტილება გვიწევს, რადგან ყოველდღიურად მუშაობის დროს კიდევ უფრო ნათლად ვგრძნობთ, რამდენად მნიშვნელოვანი და საჭირო იყო ახალგაზრდებთან, ქალებთან და მთლიანად თემთან უშუალო მუშაობა.
----------------------------------------------------------
Despite multifaceted efforts, tireless work, and operating under challenging conditions aimed at preserving our educational centers located in the Pankisi Gorge - in the villages - Duisi, Jokolo, and Koreti - we are today forced to make an extremely difficult decision: the operations of the centers will be canceled.

This process has not been sudden. For the second consecutive year, our organization has not been able to renew the lease agreements for the buildings housing the centers. Throughout this period, we made every effort to resolve the issue, as these spaces serve as vital community hubs for young people, women, and the wider community as a whole. Their importance is best understood by the local population.

In addition to losing access to the center buildings, the ongoing legislative changes in Georgia have made it increasingly difficult to receive support from donor organizations. Given this reality, we are compelled to publicly announce this difficult decision.

Since 2000, the centers have provided thousands of young people with free courses to support their successful preparation for national examinations. In addition, local women were offered free courses in tailoring, culinary, first aid, felt-making, and clay work. Currently, 20 local women are employed at the centers, and over the years, hundreds of young people have benefited from the opportunities the centers provided.

We deeply regret having to make such a difficult decision, especially as our daily work continually reaffirmed how essential and necessary direct engagement with young people, women, and the community as a whole has been.

💁‍♀️გაიცანით ინგა ჩოხელი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი მატნის ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდიის ხელმძღვანელი. დედაქალაქში ...
05/02/2026

💁‍♀️გაიცანით ინგა ჩოხელი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი მატნის ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდიის ხელმძღვანელი. დედაქალაქში პროფესიული საქმიანობა
მიატოვა და მეუღლის მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, რათა თავისი ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივი ახალგაზრდების განვითარებასა და სოფლის კულტურული ცხოვრების გაძლიერებისთვის გამოეყენებინა.

🎯პროფესიით ქორეოგრაფი, პარალელურად საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდის (SREF) პროექტულ აქტივობებში ჩაერთო. სოციალური მობილიზაციის კომპონენტის ფარგლებში შექმნილი, მატნის „ქალთა გაძლიერების ჯგუფის“ წევრი გახდა და სამეწარმეო საქმიანობაზე, ქალების გააქტიურებაზე, ადვოკატირებაზე და სოციალურ ჩართულობაზე ტრენინგები გაიარა:

„თბილისელი ვარ, მეუღლის სურვილი იყო სოფელში ქორეოგრაფიული სტუდია გაეკეთებინა და საქმიანობა აქ გაეგრძელებინა, მეც დავთანხმდი. მატანს კარგად არ
ვიცნობდი, ქალთა ჯგუფში გაერთიანება კი ამაში ძალიან დამეხმარა, ჩემი პროფესიის მიღმა მნიშვნელოვანი უნარები შევიძინე და ერთობლივად თუ ინდივიდუალურად ბევრი იდეა რეალობად ვაქციეთ.“

სტუდიის ახალი მუსიკალური გახმოვანების აპარატურით აღჭურვა, ასევე ერთ-ერთი საპროექტო წინადადებაა, რომელიც ინგა ჩოხელმა მიმდინარე საგრანტო კონკურსის
ფარგლებში წარადგინა.

„ჩვენი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით რეპეტიციების პროცესში, ხმის სისუფთავეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თანამედროვე გახმოვანების ტექნიკა მიუწვდომელი
ფუფუნება იყო სტუდიისთვის, თუმცა SREF-ის მხარდაჭერამ ეს შესაძლებლობა რეალობად აქცია და ჩვენი მუშაობის ხარისხი სრულიად ახალ ეტაპზე აიყვანა.“

სტუდიას ასამდე მოსწავლე ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში არიან გადანაწილებულები. მატნელ ახალგაზრდებთან ერთად პანკისელი და ახმეტელებიც
სწავლობენ. ასევე სტუდიას დაემატა სამოყვარულო ჯგუფიც, სადაც ძირითადად ადგილობრივი ქალები არიან ჩართულები.

✅გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“, საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდთან პარტნიორობით, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

💁‍♀️Meet Inga Chokheli, the head of the children’s choreographic studio in the village of Matani, Akhmeta Municipality. She left her professional career in the capital and returned to her husband’s native village to use her knowledge and experience to support the development of local youth and strengthen the community’s cultural life.

🎯A professional choreographer, has also been actively involved in the project activities of the Sakartvel Regional Empowerment Foundation (SREF). She became a member of the Matani Women’s
Empowerment Group, created within the social mobilization component. She received training in entrepreneurship, women’s activation, advocacy, and social inclusion.

“I am from Tbilisi. It was my husband’s wish to establish a choreographic studio in the village and continue his work here, I agreed. I did not know Matani well at first, but joining the women’s group helped me greatly. Beyond my profession, I gained important new skills and together we turned many
ideas into reality.”

Equipping the studio with new sound equipment is one of the Ingas project proposals within the framework of the current grant competition.

“For our work, sound quality is crucial. Modern sound equipment was an unaffordable luxury for the studio; however, SREF’s support made this opportunity a reality and elevated the quality of our work to an entirely new level.”

✅The UN Women regional project “Women’s Economic Empowerment in the South Caucasus,” implemented in partnership with the Sakartvelo Regional Empowerment foundation, is funded by the Swiss Agency for Development and Cooperation (SDC) and the Austrian Development Agency (ADA).

UN Women Georgia

✨✍️ Write On! International Creative Writing Competition Calling young writers and dreamers! Write On! is an internation...
20/01/2026

✨✍️ Write On! International Creative Writing Competition

Calling young writers and dreamers! Write On! is an international creative writing competition held annually by Peace Corps volunteers around the world 🌍

This competition celebrates creativity and imagination while encouraging English language practice. Best of all - students are NOT judged on spelling or grammar, only on the power of their ideas and stories! 💡📖

👩‍🎓👨‍🎓Who can participate? Students in 6-12 classes may participate!

🥇🥈🥉1st, 2nd, and 3rd place awards are given for each class and winners advance on to international judging!

🗓 Important Dates:
🖊️ Creative Writing Class 1: January 29, 16:00-17:30
🖊️ Creative Writing Class 2: February 5, 16:00-17:30
🏆 Competition Day: February 25, 16:00-17:00

📌Note: You are NOT required to attend classes to participate in the competition. The competition will begin at exactly 16:00 and students have 1 hour to complete their stories. Late-comers will have until 17:00 to finish writing as well.

📍Location: Classes and competition held at SREF office in Akhmeta,

🌟If you love storytelling, poetry, or creative expression, this is your moment to shine!

✍️Register for classes and competition and more information here!

https://forms.gle/PUeD5TZwJ6y6ZVtq5

🎄✨ ამერიკული შობა SREF-ში! ✨🎄ამერიკელი მშვიდობის კორპუსის მოხალისის, ეთან კოქსის Ethan Cox ინიციატივით  SREF-ის ოფისში გ...
29/12/2025

🎄✨ ამერიკული შობა SREF-ში! ✨🎄

ამერიკელი მშვიდობის კორპუსის მოხალისის, ეთან კოქსის Ethan Cox ინიციატივით SREF-ის ოფისში გაიმართა ამერიკული საშობაო აქტივობები.

თბილმა გარემომ და საახალწლო განწყობით სავსე შეხვედრამ ახალგაზრდებს, მხიარულებას და ამერიკული საშობაო ტრადიციების გაცნობის განსაკუთრებულ შესაძლებლობას მოუყარა თავი.

საღამო დავიწყეთ ხელნაკეთი ორცხობილების გაფორმებით - კლასიკური ამერიკული საშობაო აქტივობა. ეს იყო სახალისო, პრაქტიკული და საუკეთესო გზა, შეგვეგრძნო ამერიკული დღესასწაულის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი.

საღამო დავასრულეთ საყვარელი ამერიკული კლასიკის - Elf-ის ჩვენებით, რომელსაც ძალიან უხდებოდა ახლად გამომცხვარი ორცხობილები და გემრიელი ცხელი შოკოლადი.

🌟 განსაკუთრებული მადლობა ეთანს კოქსს, ამ სახალისო კულტურული ღონისძიების ჩატარებისა და ამერიკული საშობაო ტრადიციების გაზიარებისთვის.

🎄✨ American Christmas at SREF! ✨🎄

With the initiative of American Peace Corps Volunteer Ethan Cox, the SREF office, the SREF office hosted American Christmas activities

The warm atmosphere and festive, holiday-filled gathering brought young people together, creating a joyful space and a special opportunity to get acquainted with American Christmas traditions.

We started the evening by decorating home-made cookies - a classic American Christmas activity. It was fun, hands-on, and a perfect way to experience a small yet meaningful part of the American holiday spirit.

We ended the evening by watching the beloved American classic Elf, perfectly paired with freshly baked cookies and delicious hot chocolate.

🌟 Special thanks to Ethan Cox for organizing this fun cultural event and for sharing American Christmas traditions with us.

თელავის მუნიციპალიტეტის, სოფ ყარაჯალაში სოციალური მობილიზაციის ფარგლებში სათემო ოთახი შეიქმნა.🎯სოფლის ქალები საქართველოს...
23/12/2025

თელავის მუნიციპალიტეტის, სოფ ყარაჯალაში სოციალური მობილიზაციის ფარგლებში სათემო ოთახი შეიქმნა.

🎯სოფლის ქალები საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდის (SREF) მიმდინარე პროექტის ფარგლებში თვითდახმარების ჯგუფში გაერთიანდნენ. ლიდერობის, მოქალაქეობრივი ჩართულობის, ადვოკატირებისა და თემზე დაფუძნებული ინიციატივების დაგეგმვის მიმართულებით გადამზადება გაიარეს, პირველი სოციალური პროექტი მათსავე საჭიროებაზე დაფუძნებული სათემო იდეა გახდა.

💁‍♀️„ადგილი სადაც ვიკრიბებოდით გაქირავდა, დავრჩით სივრცის გარეშე, რაც აფერხებდა ჩვენი ჯგუფის მუშაობას. გადავწყვიტე ჩემს სახლში სივრცე დამეთმო, სოციალური
გამოცხადების ფარგლებში ქალებმა პროექტი დავწერეთ და საჭირო ინვენტარი მოვითხოვეთ.“ - ამბობს ქალთა ჯგუფის წევრი ხეირან რასულ ყიზი.

SREF-ის მხარდაჭერით აღჭურვილი ოთახი დღეს ადგილობრივი ქალების შეხვედრის და თანამშრომლობის ინკლუზიური სივრცეა, სადაც ეთნიკური უმცირესობის ქალები საკუთარ შესაძლებლობებს ავითარებენ და თემში პოზიტიური ცვლილებების შექმნას გეგმავენ.

✅პროექტი “ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში” (WILD) ხორციელდება საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით.

Within the framework of social mobilization, a community room was established in the village of Karajala, Telavi Municipality.

🎯Village women united as a self-help group as part of an ongoing project of the Sakartvelo Regional Empowerment Foundation (SREF). They completed capacity-building trainings in leadership, civic engagement, advocacy, and the planning of community-based initiatives. Their first social project was a community-based idea grounded in their own needs.

💁‍♀️“The place where we used to gather was rented out and we were left without a space, which hindered our group’s work. I decided to allocate space in my own home. Within the framework of the social call, we wrote a project and requested the necessary equipment,” says women’s group member Kheiran Rasul Gizi.

With the support of SREF, the fully equipped room has become an inclusive space for meetings and cooperation among local women, where women from ethnic minority communities develop their skills and plan positive changes in the community.

✅The project “Women’s Increased Leadership for Democracy in Georgia” (WILD) is implemented by Sakartvelo Regional Empowerment Foundation, with the support of UN Women and the Swiss Agency for Development and Cooperation (SDC).

18/12/2025

🎯საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდი (SREF) გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით (UN Women Georgia) ხელს უწყობს ქალთა ლიდერული უნარების განვითარებას და მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც ადგილობრივ ქალებს აძლევს შესაძლებლობას თამამი ნაბიჯები გადადგან ცვლილებების შესაქმნელად.

💁‍♀️გაიცანით გულიკო შოშიტაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან

✅პროექტები „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ (WILD) და „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ხორციელდება საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით.

17/12/2025

🎯საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდი (SREF) გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით (UN Women Georgia) ხელს უწყობს ქალთა ლიდერული უნარების განვითარებას და მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც ადგილობრივ ქალებს აძლევს შესაძლებლობას თამამი ნაბიჯები გადადგან ცვლილებების შესაქმნელად.

ვაგრძელებთ მოკლე ვიდეოების სერიას ჩვენს ბენეფიციარ ქალებზე, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებენ ცვლილებებს თემში.

💁‍♀️გაიცანით ფიქრია კოტორაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტიდან

✅პროექტები „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ (WILD) და „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ხორციელდება საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით.

15/12/2025

🎯საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდი (SREF) გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით (UN Women Georgia) ხელს უწყობს ქალთა ლიდერული უნარების განვითარებას და მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც ადგილობრივ ქალებს აძლევს შესაძლებლობას თამამი ნაბიჯები გადადგან ცვლილებების შესაქმნელად.

ვაგრძელებთ მოკლე ვიდეოების სერიას ჩვენს ბენეფიციარ ქალებზე, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებენ ცვლილებებს თემში.

💁‍♀️გაიცანით მარიტა გუნაშაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტიდან

✅პროექტი “ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში” (WILD) ხორციელდება საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით.

🏔️პანკისის ხეობის სოფელ წინუბნის თვითდახმარების ჯგუფის წევრები სოციალური პროექტის ავტორები არიან. საქართველოს რეგიონული ...
11/12/2025

🏔️პანკისის ხეობის სოფელ წინუბნის თვითდახმარების ჯგუფის წევრები სოციალური პროექტის ავტორები არიან. საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდმა (SREF) დადებითად შეაფასა ქალთა ჯგუფის მიერ შემუშავებული ინიციატივა, რომელიც სათემო კონკურსის ფარგლებში წარადგინეს. იდეის მომზადებამდე ქალებმა გამოავლინეს ადგილობრივი გამოწვევები, განიხილეს თემისთვის პრიორიტეტული საკითხები და შემდეგ სრულფასოვან საპროექტო წინადადებად აქციეს.
🔰„თვითდახმარების ჯგუფის შექმნის იდეას, უიმედოდ შევხედე. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ თემში, მეგონა, რომ ქალების ცხოვრება მხოლოდ საოჯახო საზღვრებში იყო მოქცეული და ვერასოდეს გადავაბიჯებდით. მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვალა. თავდაჯერებულობაც მატულობს, როცა რეალურ შედეგებს ხედავ, როგორც შენთვის ისე შენი თემისთვის.“-აღნიშნავს სოფ. წინუბნის ქალთა თვითდახმარების ჯგუფის წევრი ელისო ქავთარაშვილი.
📌თავდაპირველად ქალები ერთმანეთის სახლებში იკრიბებოდნენ. გზა, სავსე იყო სირთულეებითა და გამოწვევებით. დროთა განმავლობაში გაიღრმავეს ცოდნა, შეიძინეს ახალი უნარები, გახდნენ მეტად თავდაჯერებულები. ურთიერთ მხარდაჭერა და ნდობაც თანამშრომლობასთან ერთად გაიზარდა.
დაიბადა იდეა, რომ ქალებს ჰქონოდათ საკუთარი შეკრების სივრცე - ადგილი, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ შეხვედრებსა და იდეების გაზიარებას.
✅SREF-ის მხარდაჭერით ეს სურვილი რეალობად იქცა და „სათემო ოთახი“ შეიქმნა.
ჯგუფის არსებობა კი თემში ცვლილებების საფუძვლად იქცა. ქალები მზად არიან სკვერის მოწყობის სამუშაოებში აქტიურად ჩაერთონ და ოჯახის წევრებიც ჩართონ.
➡️პროექტი “ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში” (WILD) ხორციელდება საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით.
UN Women Georgia
🏔️Members of the self-help group from the village of Tsinubani in Pankisi Gorge are the authors of a social project. Sakartvelo Regional Empowerment Foundation (SREF) positively evaluated the initiative developed by the women’s group, which they submitted within the framework of a community call. Before preparing the proposal, the women identified local challenges, discussed priority issues for their community, and transformed their ideas into a full-fledged project proposal.
🔰“When I first heard about the idea of creating a self-help group, I looked at it with despair. In a community populated by ethnic and religious minorities, I thought that women’s lives were confined only to the household and that we could never go beyond that. But everything gradually changed. Confidence grows when you see real results - both for yourself and for your community,” says Eliso Kavtarashvili, a member of the women’s self-help group from Tsinubani.

📌At first, the women gathered in each other’s homes. The path was full of difficulties and challenges. Over time, they deepened their knowledge, acquired new skills and became more confident. Mutual support and trust also grew alongside their collaboration.
An idea emerged that women should have their own space for gatherings - a place where they could freely hold meetings and share opinions.
✅With the support of SREF, this desire became a reality and a “community room” was created. The existence of the group has become a foundation for change in the community. With organizational support, the space will soon be equipped with the necessary inventory. The women are ready to actively participate in the park’s development and involve their family members as well.
➡️The project “Women’s Increased Leadership for Democracy in Georgia” (WILD) is implemented by Sakartvelo Regional Empowerment Foundation, with the support of UN Women and the Swiss Agency for Development and Cooperation (SDC).

Address

Akhmeta
0900

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995551022073

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Sref-Krdf posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Sref-Krdf:

Share