29/04/2025
📌25 აპრილს გაიმართა „ახმეტელი ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმის პროგრამის“ შემაჯამებელი ღონისძიება.
🌟შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის მონაწილე ახალგაზრდები, ადგილობრივი მერიის და ახალგაზრდული სამსახურის წარმომადგენლები, ასევე ადამიანები, ვინც პროექტის წარმატებით განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანა, სივრცის დათმობითა თუ ინფორმაციის გავრცელებაში დახმარებით.
🔸აღნიშნული პროგრამის მიზანი ახალგაზრდების გაძლიერება და მათი სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერა იყო. პროექტი ხორციელდებოდა სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტოს” ფინანსური მხარდაჭერით.