ერთად შევძლებთ • Ertad shevdzlebt

ერთად შევძლებთ • Ertad shevdzlebt Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ერთად შევძლებთ • Ertad shevdzlebt, Charitable organisation, კოსტავას 4/24, Akhaltsikhe.

ახალ-წლამდე რამოდენიმე დღით ადრე, ბატონი გიორგი ზაქროშვილი, დაგვიკავშირდა და გამოთქვა სურვილი სხვა რეგიონების მსგავსად, ...
06/01/2022

ახალ-წლამდე რამოდენიმე დღით ადრე, ბატონი გიორგი ზაქროშვილი, დაგვიკავშირდა და გამოთქვა სურვილი სხვა რეგიონების მსგავსად, ჩვენს მხარეშიც გამოეგზავნა დახმარებები და საჩუქრები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის.
31 დეკემბერს, გავახარეთ პატარები და გადავეცით ტკბილეულობა და სათამაშორები.

ძალიან დიდი მადლობა კომპანია ECOMM.ge -ს და კომპანია პირამიდა • Pyramid -ს, რომ პატარებს შეუქმნეს საახალწლო განწყობა, აჩუქეს ბედნიერი და სასწაულებით აღსავსე ახალი წელი

გვწამს და გვჯერა

#ერთადშევძლებთ

და დავასრულეთ ჩვენი კიდევ ერთი, საახალწლო აქცია 💜 .50 ზე მეტი სოციალურად დაუცველი  ოჯახი, 2022 წელს შეხვდება სავსე ნობათ...
31/12/2021

და დავასრულეთ ჩვენი კიდევ ერთი, საახალწლო აქცია 💜 .
50 ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი, 2022 წელს შეხვდება სავსე ნობათით და საჩუქრებით 💜.

ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს თანადგომისათვის 💜.

განსაკუთრებულად დიდი მადლობა თანადგომისათვის:
- ნცხვირის და პიცის სახლს
- კოლეჯ ოპიზარს
- მაღაზია პოპულარს
- კომოანია ეკომს

რომელთაც ოჯახებს სურსათი და საჩუქრები შეუძინეს.

და კიდევ იმ უამრავ ადამიანს, რომლეთაც გადმოგვცეს სხვადასხვა სახის დახმარებები ოჯახებისათვის. 💜
ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს, მხარში დგომისათვის, რომ არა ისინი, როგორ გავართმევდით ამ რთულ საქმეს თავს ვერც კი წარმომიდგენია 💜

გილოცავთ ყველას დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურბებთ, რომ ყველა ოცნება აგხდენოდეთ რასაც კი ჩაიფიქრებთ 💜

ჩვენ ერთად შევძლებთ!

ძალიან სასიხარულო ამბავი ! 💜გუშინ საღამოს დავდე პოსტი, სადაც გთხოვდით ერთ-ერთ ოჯახს დავმხარევოდით, რომელსაც საოცრად ჭირდ...
28/11/2021

ძალიან სასიხარულო ამბავი ! 💜

გუშინ საღამოს დავდე პოსტი, სადაც გთხოვდით ერთ-ერთ ოჯახს დავმხარევოდით, რომელსაც საოცრად ჭირდებოდა ჩვენი მხარში დგომა.

☹️ ახალგაზრდა გოგონას დედა სავადმყოფოში ყავს და ანალიზების ფულიც კი არ ქონდა, რომელ ანალიზებზეა საუბარი, თბილისში ჩასვლის და დედის მონახულების თანხაც კი არ ქონდა, რომელიც სულ მარტოდ მარტოა იქ. ხოლო პატარა და კი შშმ პირი ყავს და მარტოდ მარტო უვლის ... სურსათი დიდი ხანია არ ქონიათ, ზედმეტია სრულფასოვან, ნორმალურ კვებაზე საუბარი.

გუშინ დადევულ პორსტ დიდი გამოხმაურება მოყვა და დღეს დილით უკვე 1220 ლარი იყო ჩემს ანგარიშზე თქვენს მიერ ჩარიცხული 💜

დილიდან გავეშურეთ ფონდის წევრები და შევიძინეთ სურსათი, ჰიგიენური საშუალებები და ავედით მასთა სახლში.
გავუვსეთ მაცივარი, ვანუგეშეთ, ჩვენი თბილი სიტყვებით და გამოსვლის წინ 850 ლარი მივეცით, რომ ხვალ წავიდეს დედიკოსთაბ თბილისში, ჩაეხუტოს დედას, აკოცოს, გაუთბოს გული, არ აგრძნობინოს იქ მარტო ყოფნა და ჩაუტაროს ყველა საჭირო სამედიცინო კვლევა.

მე ვერ აგიღწერთ იმ ემოციას, როდესაც გადავეცით ფული :) ... მაგ დროს ხვდები ადამიანი თუ რატომ ღირს ცხოვრება, რისთვის ღირს წვალება, სწორედაც იმიტომ, რომ ადამიანების ბედნიერი სახე დაინახო და მათ თვალებში კვლავ იმედის სხივის გაჩენის მიზეზი იყო 💜

😊 დღეს ალბათ ყველაზე მშვიდი და ამავდროულად ყველაზე ემოცური ღამე ექნება, არ შეეშინდება ხვალინდელი დღის, რადგან იცი, რომ ჩვენ ყველანი მას გვერდით ვყავართ და ამ მძიმე და სასტიკი ცხოვრების წინაშე, მარტოდ მარტო არ დავტოვებთ!

ეს ყველაფერი კი მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დამსახურებაა!

მადლობა! ვერ აგიღწერთ თუ რაოდენ ძალიან მიყვარხართ და მეიმედებით! მადლობა ადამიანობისათვის 💜

მწამს და მჯერა, ჩვენ ერთად შევძლებთ!

Address

კოსტავას 4/24
Akhaltsikhe

Telephone

+995598333155

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ერთად შევძლებთ • Ertad shevdzlebt posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ერთად შევძლებთ • Ertad shevdzlebt:

Share