Samtskhe-Javakheti DMO

Samtskhe-Javakheti DMO სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია

🎓 ხარ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი?📸 გიყვარს მოგზაურობა, ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება?🏞️ გინდა,...
24/07/2026

🎓 ხარ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი?
📸 გიყვარს მოგზაურობა, ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება?
🏞️ გინდა, სხვებსაც აჩვენო სამცხე-ჯავახეთის ყველაზე საინტერესო ადგილები?

✨ მაშინ ეს კონკურსი სწორედ შენთვისაა!

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებენ სტუდენტურ კონკურსს:

📍შენი თვალით დანახული სამცხე-ჯავახეთი

📅 1–31 აგვისტოს შექმენი და გამოაქვეყნე ორიგინალური ფოტო- ან ვიდეოკონტენტი, რომელიც წარმოაჩენს სამცხე-ჯავახეთის ბუნებას, კულტურულ მემკვიდრეობას, ადგილობრივ ტრადიციებს, სამზარეულოს, ტურისტულ მარშრუტებსა და იმ ადგილებს, რომლებიც, შენი აზრით, ყველამ უნდა აღმოაჩინოს.

🏆 საუკეთესო მონაწილეები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით, ხოლო ყველა რეგისტრირებული მონაწილე მიიღებს მონაწილეობის სერტიფიკატსა და ბრენდირებულ სამახსოვრო საჩუქრებს.

📝 რეგისტრაცია და კონკურსის სრული პირობები:
https://forms.gle/xbLW7xXiKcBfNicx5

📢 შემოუერთდი კონკურსს, გააზიარე შენი ხედვა და გახდი სამცხე-ჯავახეთის ელჩი სოციალურ მედიაში!

#იმოგზაურესამცხეჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდ...
06/07/2026

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები „ახალციხელობა 2026“-ის ფარგლებში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებებს დაესწრნენ.

წელს „ახალციხელობა 2026“ განსაკუთრებული მასშტაბითა და განსხვავებული კონცეფციით აღინიშნა. ისტორიულ კომპლექს „ახალციხის ციხეზე“ სტუმრებს მრავალფეროვანი სანახაობრივი და კულტურული პროგრამა დახვდათ.

ღონისძიების მონაწილეებმა სიმბოლურად XII საუკუნეში იმოგზაურეს. გაიმართა ხრიდოლის მეომრების წარმოდგენა, ძველი ქალაქის ბაზრობა, ქართული ასპარეზობები, რაინდთა ორთაბრძოლები, ძველი ავთენტური ქორეოგრაფიული ნომრები და ქართული გალობის კუთხე. ციხის მთავარ მოედანზე კი დღის კულმინაციად გრანდიოზული სანახაობრივი წარმოდგენა გაიმართა.

სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში ახალციხის საპატიო მოქალაქეების წოდება მიენიჭათ:

* დალი ქოზაშვილს — ექიმ-რადიოლოგს, რომელიც სამი ათწლეულის განმავლობაში რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავს;
* ბესიკ ამირანაშვილს — სამცხე-ჯავახეთის ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს, ახალციხის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორს;
* აკაკი (კახა) კახაძეს — სპორტსმენს, მეწარმესა და სხვადასხვა სოციალური, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ინიციატივების მხარდამჭერს;
-ანაიტ ლოკიანს — მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმ-ინფექციონისტს;
* ზაქარია დიდიმამიშვილს — ახალციხის სპორტული გაერთიანების ჭადრაკის მწვრთნელს, სამცხე-ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტსა და არაერთი თაობის აღმზრდელ პედაგოგს.

„ახალციხელობა 2026“ განსაკუთრებულად გაალამაზეს ღონისძიების წამყვანებმა — გიორგი კალანდიამ, ნანა შონიამ და კახა მიქიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გაიმართა ქრისტიანული მუსიკის ფესტივალი, რომელიც ტრადიციად დამკვიდრდება და მომავალი წლიდან კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

ქალაქის დღესასწაულს მინისტრთა კაბინეტის, საქართველოს პარლამენტის მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

📍 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სამცხე-ჯავა...
08/06/2026

📍 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ჩართულობით, 6-7 ივნისს სამცხე-ჯავახეთმა გემოფესტს უმასპინძლა.
✅ ორი დღის განმავლობაში, ახალციხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები, გაცნობოდნენ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციას და ესიამოვნათ მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით.
✅ ფესტივალში 13 ადგილობრივი მეწარმე მონაწილეობდა.
✅ Gemofest - გემოფესტი ხელს უწყობს გასტრონომიული ტურიზმისა და მცირე ბიზნესის განვითარებას, ასევე რეგიონული ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.

📍 Organized by the Georgian National Tourism Administration, with the support of Akhaltsikhe Municipality City Hall and the involvement of the Samtskhe-Javakheti Destination Management Organization, Samtskhe-Javakheti hosted GemoFest on June 6–7.
✅ During the two-day festival, held in the area surrounding Akhaltsikhe Castle, visitors had the opportunity to taste traditional dishes, explore products presented by local entrepreneurs, and enjoy a diverse musical program.
✅ A total of 13 local entrepreneurs participated in the festival.
✅ Gemofest - გემოფესტი promotes the development of gastronomic tourism and small businesses, while supporting the promotion of regional tourism products in both domestic and international markets.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია / Akhaltsikhe Municipality City Hall ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration Akhaltsikhe Castle ახალციხის ციხე

04/05/2026

ბორჯომი — ბუნების უნიკალური საჩუქარი 💧
მინერალური წყლები, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებს თავის განსაკუთრებულ თვისებებს და ჯანმრთელობის სიმბოლოდ იქცა.
Borjomi — a unique gift of nature 💧
Its mineral waters have preserved their special qualities for centuries and have become a symbol of health and well-being.

For English Scroll Down👇ℹ️სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ (DMO), ახალციხის ციხესთან პარტნიორო...
04/05/2026

For English Scroll Down👇
ℹ️სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ (DMO), ახალციხის ციხესთან პარტნიორობით, მონაწილეობა მიიღო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენაში — „EBIT 2026“, რომელიც ქალაქ ბათუმში, კომპანია Expo Batumi-ს ორგანიზებით გაიმართა.
✅სამცხე-ჯავახეთის DMO წარმოდგენილი იყო თავისი წევრი მეწარმეებით — „მონასტრის ნობათი“ და „მესხური ტრადიციული ფურნე“, რომლებმაც ვიზიტორებს გააცნეს ადგილობრივი პროდუქცია და წარმატებით განახორციელეს მისი რეალიზაცია. გამოფენაში მონაწილეობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აღნიშნული მეწარმეების ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას. კულტურული მიმართულებით რეგიონი ღირსეულად წარადგინა ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთი“, რომელმაც ღონისძიებას ავთენტური და მიმზიდველი გარემო შემატა.
🤝გამოფენაში მონაწილეობდა 90-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მნიშვნელობას ტურიზმის სექტორისთვის. ღონისძიება ქმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ახალი ბიზნეს კონტაქტების დასამყარებლად, თანამედროვე ტურისტული სერვისებისა და ინოვაციების გასაცნობად და რეგიონების ტურისტული პოტენციალის ფართო აუდიტორიისთვის წარსადგენად.
სამცხე-ჯავახეთის DMO-სთვის მსგავსი მასშტაბის ღონისძიებებში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს რეგიონული ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივი მეწარმეების გაძლიერებას და დანიშნულების ადგილის პოზიციონირებას.

ℹ️The Samtskhe-Javakheti Destination Management Organization (DMO), in partnership with Akhaltsikhe Castle, participated in the 17th International Tourism and Hotel Equipment Exhibition — “EBIT 2026,” held in Batumi and organized by Expo Batumi.
✅The Samtskhe-Javakheti DMO was represented by its member entrepreneurs — “Monasteris Nobati” and “Meskhuri Traditsiuli Purne,” who introduced visitors to local products and successfully carried out sales during the exhibition. Their participation significantly contributed to increasing their visibility and promoting their businesses. From a cultural perspective, the region was proudly represented by the folk ensemble “Meskheti,” which added an authentic and engaging atmosphere to the event.
🤝The exhibition brought together up to 90 local and international tourism companies, once again highlighting its importance for the tourism sector. It provided a valuable platform for establishing new business connections, exploring modern tourism services and innovations, and showcasing the tourism potential of different regions to a wider audience.
For the Samtskhe-Javakheti DMO, participation in such large-scale events is especially important, as it supports the development of regional tourism, strengthens local entrepreneurship, and enhances the positioning of the destination.



მონასტრის ნობათი მესხური ტრადიციული ფურნე ფოლკლორული ანსამბლი მესხეთი folk ensemble Meskheti Akhaltsikhe Castle ახალციხის ციხე

For English Scroll 👇სამცხე-ჯავახეთის DMO მონაწილეობას მიიღებს ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამო...
17/04/2026

For English Scroll 👇
სამცხე-ჯავახეთის DMO მონაწილეობას მიიღებს ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენაში – EBIT 2026.

🗓️ 30 აპრილი – 2 მაისი
📍 ბათუმი, სასტუმრო „შერატონი“

🤝 სამცხე-ჯავახეთის სტენდზე წარმოდგენილი იქნება რეგიონი თავისი მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალით, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა — ახალციხის ციხე.
✨ ასევე, გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ სამცხე-ჯავახეთის მეწარმეები, რომლებიც წარადგენენ ადგილობრივ პროდუქტებსა და სერვისებს.
✅ საერთაშორისო გამოფენა „EBIT 2026“ კომპანია Expo Batumi-ის ორგანიზებით გაიმართება და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

Samtskhe-Javakheti DMO will participate in the 17th International Tourism & Hospitality Exhibition – EBIT 2026.

🗓️ April 30 – May 2
📍 Batumi, Sheraton Hotel

🤝 At the Samtskhe-Javakheti stand, visitors will discover the region’s rich tourism potential, including one of its key landmarks — Rabati Castle in Akhaltsikhe.
✨ Local entrepreneurs from Samtskhe-Javakheti will also be წარმოდგენილი, showcasing authentic products and services from the region.
✅ The international exhibition “EBIT 2026” is organized by Expo Batumi and is open to all visitors.

📍 სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმისამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი უწყვეტად აცოცხლებს ამ უნიკალური რეგიონის ყოფა-ცხოვრ...
17/04/2026

📍 სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი

სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი უწყვეტად აცოცხლებს ამ უნიკალური რეგიონის ყოფა-ცხოვრების ისტორიას უძველესი დროიდან მე-20 საუკუნემდე.
✨ აქ შეძლებთ:
▪️ გაეცნოთ მტკვარ-არაქსის კულტურის გამორჩეულ ნიმუშებს
▪️ გაიგოთ, როგორ ცხოვრობდნენ ძვ.წ. IV ათასწლეულის ადამიანები მესხეთში
▪️ აღმოაჩინოთ ტრანსკავკასიური კავშირებისა და მულტიკულტურული ურთიერთობების კვალი
▪️ იხილოთ ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძური
📖 იცოდით? სწორედ სამცხეს უკავშირდება „ვეფხისტყაოსნის“ ყველაზე ძველი ფრაგმენტის გადაცემა შთამომავლობისთვის.
🔎 ისტორია აქ ცოცხლდება — ეწვიეთ და აღმოაჩინეთ მესხეთის განსაკუთრებული როლი საქართველოს ეთნოგრაფიაში.

📍 Samtskhe-Javakheti History Museum

The Samtskhe-Javakheti History Museum in Akhaltsikhe brings the story of this unique region to life — from ancient times to the 20th century — highlighting the exceptional role of Meskheti in Georgia’s rich ethnographic heritage.
✨ Here you can:
▪️ Explore fascinating artifacts of the Kura-Araxes culture
▪️ Discover how people lived in Meskheti in the 4th millennium BC
▪️ Trace Transcaucasian connections and multicultural interactions
▪️ See remarkable treasures of national importance
📖 Did you know? The oldest preserved fragment of The Knight in the Panther's Skin is linked to Samtskhe.
🔎 History comes alive here — visit and uncover the unique past of Meskheti.

ახალციხის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი უწყვეტად აცოცხლებს ამ უნიკალური რეგიონის ყოფა-ცხორების მოვლენებს...

🤝 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი განაგრძობს პარტნიორული ქსელის გაფართოებას სტუდენტთა პროფესიული განვითარების მ...
03/04/2026

🤝 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი განაგრძობს პარტნიორული ქსელის გაფართოებას სტუდენტთა პროფესიული განვითარების მიზნით.

✍️ 2 აპრილს, უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ „სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი რექტორმა, ვახტანგ თაქთაქიძემ და ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მუმლაძემ მოაწერეს. ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო კოორდინაციაზე, რაც პირველ რიგში ტურიზმის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებას გულისხმობს.

✅მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტთა ჩართვას რეალურ სამუშაო პროცესებში, რაც მათ დაეხმარება თეორიული ცოდნის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებად გარდაქმნაში და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.

✅ „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ მზადყოფნას გამოთქვამს, უზრუნველყოს სტუდენტთა პრაქტიკა, გაუზიაროს მათ დარგობრივი გამოცდილება და ხელი შეუწყოს სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ კვლევითი პროექტის განხორციელებას. თავის მხრივ, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ორგანიზაციის ჩართულობას სასწავლო პროცესში, რაც ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის შესაბამისობას თანამედროვე ტურისტული ინდუსტრიის მოთხოვნებთან.

📈აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია რეგიონში კვალიფიციური კადრების მომზადებისა და უნივერსიტეტსა და დამსაქმებელ სექტორს შორის მყარი კავშირების დამყარების გზაზე.
#სჯსუ #თანამშრომლობა #განათლება #პრაქტიკა

02/02/2026

🇬🇪🇪🇸 FITUR 2026
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ (DMO) რეგიონი ესპანეთში, ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე — FITUR 2026-ზე წარადგინა.

Address

Kharischirashvili Str, 1
Akhaltsikhe
0800

Telephone

+995577773221

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Samtskhe-Javakheti DMO posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Samtskhe-Javakheti DMO:

Shortcuts

Share