1994 წელს World Vision-მა ოფისი გახსნა საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ორგანიზაცია მიზნად ისახავდა ეკონომიკური დახმარების გაწევას და საქართველოს ღარიბი და დაუცველი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას. ამჟამად World Vision-ის საქართველოს ოფისის ყველა პროექტი ორგანიზებულია ორი ძირითადი კომპონენტის გარშემო: ბავშვები და ახალგაზრდები, და სიღარიბის დაძლევა. პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე შესაძლ
ებლობების გაძლიერებას, ასევე, ადგილობრივი და ეროვნული პოლიტიკის შემუშავებას. ჩვენი საქმიანობა თემის განვითარებაზეა ორიენტირებული და გრძელვადიან ინტერვენციას გულისხმობს. World Vision-ს არჩეული აქვს მდგრადი მიდგომა, რომლის მეშვეობითაც ბავშვის კეთილდღეობის გაუმჯობესება გულისხმობს მოცემული ბავშვის ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, საგანმანათლებლო ობიექტების პირობებისა და ხარისხის გაუმჯობესებას და ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილების უზრუნველყოფას. World Vision-ის საქართველოს ოფისი ქვეყნის ოთხ გეოგრაფიულ რეგიონში ახორციელებს საქმიანობას: იმერეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში და ახლა უკვე თბილისში. ჩვენი რეგიონული პროექტები სამხარეო განვითარების პროგრამის სახელით არის ცნობილი. World Vision-ის საქართველოს ოფისის ზოგადი მიზანია, რომ ბავშვები ცხოვრობდნენ ჯანსაღ და აქტიურ საზოგადოებაში, რომელიც ინკლუზიური და ტოლერანტულია და თანაბარ შესაძლებლობებს იძლევა ყველასთვის. / In 1996 World Vision opened an office in Georgia’s capital, Tbilisi, in response to the country’s dire need for economic assistance and intervention in the lives of Georgia’s poor and vulnerable. Today, all of World Vision Georgia’s projects are built around three strategic goals: Strengthen child welfare, Enhance youth participation, and community development. World Vision recognizes the sustainable approach whereby the improvement of a child's well-being is inextricably linked to the improvement of that child's family, education facilities and the overall communities' ability to provide for the child. World Vision works in four dedicated geographical regions in Georgia; Imereti, Kakheti, Samtskhe-Javakheti and now, Tbilisi. The Overarching goal of World Vision in Georgia is: Children in Georgia live in a healthy and active society, that is inclusive, tolerant and provides equal opportunities for all.