Association L'unité-Ertoba Franco-Géorgienne

Association L'unité-Ertoba Franco-Géorgienne Association L'unité-Ertoba Franco-Géorgienne / ქართულ ფრანგული ასოციაცია ერთობა.

📣 რეგისტრაცია დაწყებულია!ქართული ცეკვის ანსამბლი “იბერნი“ აცხადებს მსურველთა მიღებას! ✨ჩვენთან ქართული ცეკვის შესწავლა შ...
22/08/2026

📣 რეგისტრაცია დაწყებულია!

ქართული ცეკვის ანსამბლი “იბერნი“ აცხადებს მსურველთა მიღებას! ✨

ჩვენთან ქართული ცეკვის შესწავლა შეუძლიათ ბავშვებსა და მოზარდებს 5 წლიდან - როგორც მათ, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს, ასევე მათ, ვისაც უკვე აქვს ცეკვის გამოცდილება!

წინ გელოდებათ დატვირთული, მრავალფეროვანი და სიურპრიზებით აღსავსე სასწავლო წელი. ✨

ანსამბლ “იბერნიში“ თქვენ შეისწავლით:

* ქართულ ხალხურ ცეკვას;
* ქართულ გათანამედროვებულ პროგრამას;
* ქართული ცეკვის ისტორიას;
* დისციპლინას, პასუხისმგებლობასა და შრომის კულტურას.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია მეგობრობა, გუნდურობა და ერთმანეთის პატივისცემა. 🤍

შემოგვიერთდით, რათა ცეკვით ერთად გავაგრძელოთ ქართული ისტორია! 🇬🇪

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

📞 07 69 11 99 86
📞 07 58 35 33 39
📧 [email protected]

02/07/2026

IBERNI au restaurant Colchide, Paris ❤️

❤️ მადლობა ამ დაუვიწყარი საღამოსთვის! 🇬🇪🇫🇷2026 წლის 20 ივნისი ქართულ-ფრანგული ასოციაცია „ერთობა“-ს ისტორიაში კიდევ ერთ გ...
30/06/2026

❤️ მადლობა ამ დაუვიწყარი საღამოსთვის! 🇬🇪🇫🇷

2026 წლის 20 ივნისი ქართულ-ფრანგული ასოციაცია „ერთობა“-ს ისტორიაში კიდევ ერთ გამორჩეულ და დაუვიწყარ დღედ დარჩება.

გულითად მადლობას ვუხდით თითოეულ სტუმარს, რომელმაც ეს ლამაზი საღამო ჩვენთან ერთად გაიზიარა. თქვენი დასწრება, გულწრფელი ემოციები და თბილი აპლოდისმენტები ჩვენთვის უდიდესი მოტივაცია და ძალაა.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „ხარებას“, რომელიც სპეციალურად საქართველოდან გვეწვია და თავისი უბადლო შესრულებით ჩვენი საღამო კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა. ჩვენთვის დიდი პატივი იყო თქვენი მასპინძლობა. მადლობა იმ სიყვარულისთვის, პროფესიონალიზმისა და სითბოსთვის, რომელიც თითოეულმა თქვენგანმა გაგვიზიარა. გულით გვჯერა, რომ ეს მხოლოდ ჩვენი მეგობრობის დასაწყისია და მომავალში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, უკვე სრული შემადგენლობით. ❤️

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ „იბერნი“-ს თითოეულ მოცეკვავეს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს: ანა შავთვალაძეს და პაატა ასაბაშვილს, რომელთა თავდადება, პროფესიონალიზმი და დაუღალავი შრომა ქმნის იმ შედეგს, რომელსაც სცენაზე ვხედავთ.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უხუცეს მოცეკვავეს, ბატონ ნუგზარ ურიდიას, რომელმაც თავისი ღირსეული გამოსვლით ეს საღამო კიდევ უფრო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახადა.

უღრმესი მადლობა ჩვენს შესანიშნავ წამყვანებს: ქალბატონ ხათუნა გურგენაძეს და სონია გორდულავას.

გულწრფელ მადლობას ვუხდით ასოციაციის თითოეულ წევრს, მოხალისესა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კონცერტის ორგანიზებაში მონაწილეობდა. თქვენი თავდაუზოგავი შრომის, ერთგულებისა და სიყვარულის გარეშე ასეთი მასშტაბური ღონისძიების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ულამაზესი კოსტიუმების შემქმნელებს : ქალბატონ ლელა ლაბაურს, სოფიო მაჩალაძეს, სალომე მჭედლიშვილს და ეკატერინე ნატროშვილს, რომლებმაც დიდი სიყვარულითა და პროფესიონალიზმით შექმნეს თითოეული სამოსი, რომელმაც ჩვენი სცენა კიდევ უფრო გაალამაზა.

განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ნინო შარიქაძეს და ქალბატონ ნინი ჭურაძეს, ასოციაციის მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.

წლებია, ქართულ-ფრანგული ასოციაცია „ერთობა“ სიყვარულით, ერთგულებითა და დიდი პასუხისმგებლობით ემსახურება ქართულ კულტურას, ზრუნავს მომავალ თაობაზე და ქმნის სივრცეს, სადაც ქართული ენა, ტრადიციები და ეროვნული იდენტობა ცოცხლობს და მომავალ თაობებს გადაეცემა.

ეს საღამო კიდევ ერთხელ გახდა იმის დასტური, რომ კულტურა აერთიანებს ადამიანებს, ამყარებს მეგობრობას და სამშობლოსთან კავშირს კიდევ უფრო აძლიერებს.

ეს მხოლოდ ჩვენი პირველი ნაბიჯია დიდ სცენაზე. გვჯერა, რომ წინ კიდევ მრავალი წარმატებული პროექტი, ახალი შეხვედრები და დაუვიწყარი საღამოები გველოდება.

მადლობა, რომ იყავით ამ ისტორიის ნაწილი. 🙏🏻❤️

28/06/2026

✨ ძველი თბილისი ✨

❤️🤍
18/06/2026

❤️🤍

🎭 L’appel du Caucase – une soirée unique aux couleurs de la Géorgie 🇬🇪
Laissez-vous emporter par le souffle géorgien ✨
📖 À l’occasion de la présentation du livre de Kato Kiladzé
« Dictionnaire insolite de la Géorgie »,
plongez dans une culture riche, vibrante et méconnue.
🎶 Une expérience immersive avec :
• Ensemble Iberni
• Ensemble Khareba
👉 Chant polyphonique exceptionnel venu de Géorgie
📅 Samedi 20 juin 2026 à 19h00
📍 Association Lillico
14 rue Guy Ropartz
35700 Rennes
🎟️ Tarif : 20€ – sur réservation
📞 07 58 35 33 39 (Lela)
📞 07 69 11 99 86 (Ana)
🌌 Voyagez sous le ciel de Géorgie le temps d’une soirée inoubliable…

16/06/2026

20 ივნისს, საკონცერტო დარბაზის Hall-ში, ქალბატონი კატო კილაძის წიგნის “Le Dictionnaire insolite de la Géorgie” პრეზენტაცია. ❤️

❤️
14/06/2026

❤️

Dans deux semaines ⌛️⭐️🤍
08/06/2026

Dans deux semaines ⌛️⭐️🤍

Adresse

14 Rue Louis Et René Moine
Rennes
35200

Site Web

Notifications

Soyez le premier à savoir et laissez-nous vous envoyer un courriel lorsque Association L'unité-Ertoba Franco-Géorgienne publie des nouvelles et des promotions. Votre adresse e-mail ne sera pas utilisée à d'autres fins, et vous pouvez vous désabonner à tout moment.

Contacter L’organisation

Envoyer un message à Association L'unité-Ertoba Franco-Géorgienne:

Raccourcis

Partager