04/11/2025
- თბილისის უნივერსიტეტის ფრანგული ენის პირველი #პროფესორი და მთარგმნელი...
კახეთის ბაგრატიონთა შთამომავალ- #ირაკლი ალექსანდრეს ძე #ბაგრატიონის (1826-1882) და პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილ #თამარ დავითის ასულ #ჭავჭავაძის (1852-1933) ოჯახში 1870 წელს დაიბადა #ელისაბედ ირაკლის ასული #ბაგრატიონი.
ელისაბედ ბაგრატიონის მამა- ერეკლე II-ის შვილიშვილი და #ალექსანდრე ბატონიშვილის (1770-1844) ერთადერთი ვაჟი, ირაკლი ბაგრატიონი 1882 წელს გარდაიცვალა და ოჯახის მთელი ტვირთი დააწვა მეუღლეს- .
ცნობილია, რომ შამილის მარბიელმა რაზმებმა 1854 წლის 4 ივლისს მოულოდნელად აიღეს და გადაწვეს დავით ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძის (1818-1884) მამული წინანდალში. მისი მეუღლე და შვილები ტყვედ აიყვანეს. თამარ ჭავჭავაძე ორი წლის ასაკში, ათი თვის მანძილზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა #შამილის ტყვეობაში, დაღესტანში. შემდეგ იყო საიმპერატორო კარის ფრეილინა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, სათავადაზნაურო გიმნაზიის მზრუნველთა კომიტეტის წევრი. შეაგროვა ქართული ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები და ვენეციაში, საკუთარ ვილაში მოაწყო ქართული კულტურის მუზეუმი.
ქმრის გარდაცვალების მერე (ირაკლი ბაგრატიონ-გრუზინსკი გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია სვეტიცხოველში), თამარ ჭავჭავაძე თავის ორ ქალიშვილთან, 12 წლის ელისაბედთან და 10 წლის ეკატერინესთან ერთად დასახლდა პარიზში.
დებმა განათლება მიიღეს #პარიზის კათოლიკურ მონასტერთან არსებულ .
სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ელისაბედი შევიდა #სორბონის უნივერსიტეტის ფრანგული ენის ფაკულტეტზე.
1895 წელს, თამარ ჭავჭავაძე ქალიშვილებთან ერთად დაბრუნდა საქართველოში.
1896 წელს მისი უმცროსი ქალიშვილი ეკატერინე (1872-1917) დაქორწინდა ზამთრის სასახლის კომენდანტ , რომელიც 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის დღეებში იცავდა მეფის სასახლეს.
რაც შეეხება ელისაბედ ბაგრატიონს, 1898 წელს, მისი მეუღლე გახდა დახვეწილი არისტოკრატი და სტუმართმოყვარეობით განთქმული #მამუკა ივანეს ძე #ორბელიანი (1873-1924). გათხოვების მერე ელისაბედ ბაგრატიონი ატარებდა მეუღლის გვარს და სწორედ ის ბრძანდება თბილისის უნივერსიტეტის ფრანგული ენის პირველი პროფესორი და მთარგმნელი ქალბატონი ელისაბედ ორბელიანი.
ცნობილია, რომ ელისაბედ ორბელიანის ლიტერატურულ სალონს სტუმრობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, გიგო გაბაშვილი, იაკობ ნიკოლაძე და მოგვიანებით - შალვა დადიანი, კონსტანტინე გამსახურდია, იოსებ გრიშაშვილი, ნუცა ჩხეიძე.
ელისაბედს დიდი დამსახურება მიუძღვის ფრანგულად ქართული პოეზიის ანთოლოგიის შედგენაში. მასში შევიდა ალექსანდრე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გრიგოლ ორბელიანის, ილია ჭავჭვაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვა ქართველი პოეტების ლექსების თარგმანები. მან ფრანგულად თარგმნა ლერმონტოვის „დემონი", 1919-1920 წლებში რედაქტორობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფრანგულ და ინგლისურენოვან გაზეთებს: „თავისუფალ საქართველოს“, „საქართველოს რესპუბლიკას“ (ორივე ფრანგულ ენაზე) და „საქართველოს მოამბეს“ (ინგლისურ ენაზე).
წერდა ლექსებს „საზანდარის“ ფსევდონიმით.
ლიტერატურის მუზეუმში დაცულ ელისაბედ ორბელიანის ალბომში არის (ფრანგი მწერალი- 1862-1941 ), სერგეი #რახმანინოვის (რუსი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი-1873-1943), ფიოდორ #შალიაპინის (მომღერალი-1873-1938), ასევე , , და სხვათა ჩანაწერები. ელისაბედ ორბელიანის უდიდესი დამსახურებაა "ვეფხისტყაოსნის" თარგმნა ფრანგულად თეთრი ლექსით. მანამდე ფრანგულად არსებობდა მხოლოდ პროზაული თარგმანი.
1938 წელს კი გამოიცა „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისური თარგმანი, რომლის ავტორიც იყო . წინასიტყვაობა მისთვის დაწერა ელისაბედ ორბელიანმა, რომელმაც თარგმნა მარჯორის მიერ გამოტოვებული სტროფებიც.
უნივერსიტეტის დაარსებისთანავე ელისაბედ ორბელიანი ფრანგული ენის მასწავლებლად მიიწვიეს და ის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. გარდაიცვალა 72 წლის ასაკში, 1942 წელს.