Gemeinsam Zuhause e. V. ერთად სახლში

Gemeinsam Zuhause e. V. ერთად სახლში „ერთად სახლში“ აერთიანებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს და პატრიოტებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთად სახლში“ აერთიანებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს და სამშობლოში მოღვაწე პატრიოტებს.

ჩვენს ღონისძიებებში მონაწილეობენ ემიგრანტები გერმანიიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, ბელგიიდან, ირლანდიიდან, ავსტრიიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან და ა.შ.

დამფუძნებელი კრება გაიმართა: 2019 წლის 8 სექტემბერს.

ორგანიზაციის საქმიანობა რეგულირდება წესდებ

ის საშუალებით. ორგანიზაციას ხელმძღვანელობს საბჭო 11 წევრის შემადგენლობით, რომელსაც ირჩევს გენერალური კრება 2 წელიწადში ერთხელ.

ჩვენი როლი

ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია
ჩვენ ვართ გერმანიაში დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ერთად ვართ საქართველო
ჩვენი როლია სამოქალაქო აქტივობის სივრცეში საქართველოს საკეთილდღეოდ მოღვაწეობა.

ჩვენი ხედვა

საქართველოში დღევანდელი მწვავე პოლიტიკური, ეკონომიური და სოციალური კრიზისის ფონზე, ჩვენ მოვლენების შორიდან მაყურებლად ვერ დავრჩებით.

ჩვენ ვხედავთ პროგრესის აუცილებლობას
ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის აუცილებლობას
ჩვენ ვხედავთ ცვლილების აუცილებლობას
ჩვენ გვიყვარს საქართველო და გვსურს ის გავხადოთ ყველამ ერთად წარმატებული ქვეყანა
ვიბრძოლოთ პროგრესის და დემოკრატიისთვის.

ჩვენი ღირებულებები

ჩვენი ხედვა ემყარება ევროპულ უნივერსალურ ღირებულებებს:

ადამიანის ღირსების, თავისუფლების, თანასწორობის, კანონის უზენაესობის პატივისცემას
გამჭვირვალობას
სოლიდარობას
ტოლერანტობას
პლურალიზმს
გამოხატვის თავისუფლებას
მედიის თავისუფლებას
შეკრების თავისუფლებას

ამ ღირებულებების დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში იქნება ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა და ამიტომ გვჭირდება დისკუსია იმის შესახებ, როგორი ქვეყანა და საზოგადოება გვინდა ვიყოთ.

ჩვენი მოტივაცია

დაარსების დღიდან ჩვენი მოტივაციაა, წვლილი შევიტანოთ:

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში
დემოკრატიული ცნობიერების, კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესებაში
მეცნიერების პოპულარიზაციაში
საქველმოქმედო მიზნებისთვის სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობაში
საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის და ისტორიის პოპულარიზაციაში
ემიგრაციის საქართველოში დაბრუნებისთვის პირობების შექმნაში

ამ თემებს ეძღვნება ჩვენი შეხვედრები, კონფერენციები და სხვადასხვა სახის აქციები.

Adresse

Teichwiesenweg 28
Salzgitter
38226

Benachrichtigungen

Lassen Sie sich von uns eine E-Mail senden und seien Sie der erste der Neuigkeiten und Aktionen von Gemeinsam Zuhause e. V. ერთად სახლში erfährt. Ihre E-Mail-Adresse wird nicht für andere Zwecke verwendet und Sie können sich jederzeit abmelden.

Teilen