ქართული სათვისტომო ქალაქ ბერლინში-"ბერლინის ქართული სახლი"

  • Startseite
  • Deutschland
  • Berlin
  • ქართული სათვისტომო ქალაქ ბერლინში-"ბერლინის ქართული სახლი"
Wegbeschreibung Website

ქართული სათვისტომო ქალაქ ბერლინში-"ბერლინის ქართული სახლი" Berliner str.138, 10715 Berlin

დიასპორელების დაჯილდოების მე-11 ცერემონიაუკვე მეთერთმეტე წელია, არასამთავრობო ორგანიზაცია „დიასპორის სახლი“ ახორციელებს ...
20/09/2026

დიასპორელების დაჯილდოების მე-11 ცერემონია

უკვე მეთერთმეტე წელია, არასამთავრობო ორგანიზაცია „დიასპორის სახლი“ ახორციელებს მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ პროექტს — „დიასპორელების დაჯილდოებას“.

პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია ინგა ასანიძე.
„დიასპორის სახლის“ დამფუძნებლები არიან ინა ასანიძე, ბელა ასანიძე და თამარ შალამბერიძე.

პროექტის მთავარი მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს შორის გამორჩეული ადამიანების აღმოჩენა, მათი საქმიანობის წარმოჩენა და საზოგადოების წინაშე წარდგენა.

ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ, წარმატებით დამკვიდრდნენ და საკუთარი ცოდნითა და შრომით მნიშვნელოვან წვლილს შეაქვთ საზოგადოების განვითარებაში, მაგრამ ამასთან ერთად, ემსახურებიან ქართველ ხალხს, გვერდით უდგანან თანამემამულეებს, იცავენ ქართველი საზოგადოების ინტერესებს და ეხმარებიან მათ სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ყოფნის მიუხედავად, არ წყვეტენ კავშირს საკუთარ სამშობლოსთან, უფრთხილდებიან ქართულ ენას, კულტურას, ტრადიციებსა და ეროვნულ ღირებულებებს და თავიანთი საქმიანობით საქართველოსთან კავშირს ყოველდღიურად აძლიერებენ.

ისინი ჩვენი დიასპორის ნამდვილი „მარგალიტები“ არიან.

მარგალიტი, რომელიც შორს არის სამშობლოსგან, მაგრამ მაინც ინარჩუნებს თავის ბრწყინვალებას; ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ გულით საქართველოსთან არის. სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან იმ უხილავ, მაგრამ უძლიერეს კავშირს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოსთან აერთიანებს.

ამ პროექტის მნიშვნელობა მხოლოდ ჯილდოსა და აღიარებაში არ მდგომარეობს. მისი მთავარი მიზანია დიასპორასა და სამშობლოს შორის ცოცხალი, მუდმივი და მტკიცე ხიდის შექმნა და გაძლიერება.

ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველებმა ყოველთვის იგრძნონ — მათ სამშობლოსთან კავშირი აქვთ; საქართველო მათ ელოდება და მათი ადგილი საქართველოს დიდ ოჯახში ყოველთვის არის.

გვინდა, თითოეულმა ქართველმა იცოდეს: უცხოეთში ცხოვრება სამშობლოსგან დაშორებას არ ნიშნავს. მან შეიძლება იცხოვროს სხვა ქვეყანაში, შექმნას წარმატებული ცხოვრება, მიაღწიოს დიდ წარმატებას, მაგრამ მისი ფესვები, მისი ისტორია და მისი სამშობლო ყოველთვის საქართველოა.

ამ პროექტს კიდევ ერთი განსაკუთრებული დატვირთვა აქვს — ის თითოეულ დიასპორელს ახსენებს, რომ მისი ცოდნა, შრომა და შესაძლებლობები მხოლოდ იმ ქვეყნისთვის არ არის, სადაც ცხოვრობს. სამშობლოს სიყვარულს საქმით გამოხატვა სჭირდება.

ჩვენ გვინდა, რომ თითოეული ასეთი ადამიანი გახდეს მაგალითი სხვა ქართველებისთვისაც — რომ უცხო ქვეყანაში წარმატება მხოლოდ პირად მიღწევად არ დარჩეს და მისი ცოდნა, გამოცდილება და შესაძლებლობები ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებასა და საქართველოსაც მოხმარდეს.

გვინდა, ერთი „მარგალიტის“ ისტორია მეორე ქართველისთვის შთაგონებად იქცეს; ერთი ადამიანის კეთილი საქმე — კიდევ მრავალი ადამიანის საქმედ.

რადგან სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ქართველი, მისი წარმატება მაშინ იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როდესაც ის საკუთარ ხალხსაც ემსახურება და სამშობლოსთან კავშირსაც აძლიერებს.

„დიასპორის სახლი“ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე ყოველწლიურად არჩევს 15 გამორჩეულ დიასპორელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მათ ღვაწლს განსაკუთრებული ჯილდოთი აღნიშნავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები მხოლოდ დიასპორულმა საზოგადოებებმა კი არა, მთელმა ქართულმა საზოგადოებამ გაიცნოს. მათი ისტორიები გვაჩვენებს, რამდენი ნიჭიერი, შრომისმოყვარე, ღირსეული და სამშობლოს ერთგული ქართველი ცხოვრობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

უკვე თერთმეტი წელია, ეს პროექტი აგროვებს და აერთიანებს ამ ძვირფას „მარგალიტებს“ — ადამიანებს, რომელთა ისტორიები ქართული დიასპორის სიძლიერესა და საქართველოსთან მათი კავშირის სიმტკიცეს გვიჩვენებს.

წლების განმავლობაში ეს პროექტი იქცა არა მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიად, არამედ ერთ დიდ ქართულ შეხვედრად, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ადამიანები, რომლებსაც ერთი რამ აერთიანებთ — სიყვარული საქართველოსადმი და სურვილი, საკუთარი შესაძლებლობებით ემსახურონ ქართულ საზოგადოებას.

წლევანდელი, რიგით მე-11 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა თბილისის გრიბოედოვის თეატრში, რომლის ადმინისტრაციასაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით გულითადი მასპინძლობისა და მხარდაჭერისთვის.

დიდი მადლობა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ჩვენს ყველა სპონსორს, მხარდამჭერსა და პარტნიორს, რომლებიც წლების განმავლობაში გვერდით უდგანან ამ პროექტს და თავიანთი თანადგომით ხელს უწყობენ მის არსებობასა და განვითარებას.

თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის მხოლოდ დახმარება არ არის — ეს არის ნდობა იმ საქმისადმი, რომელსაც „დიასპორის სახლი“ წლებია ემსახურება; საქმისადმი, რომელიც ქართველებს ერთმანეთთან და სამშობლოსთან აკავშირებს.

მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ დიდი ქართული საქმის ნაწილია.

ერთად ვაგროვებთ ჩვენი დიასპორის მარგალიტებს, ერთად ვაცნობთ მათ საქართველოს და ერთად ვაძლიერებთ იმ კავშირს, რომელსაც ვერანაირი მანძილი ვერ გაწყვეტს.

რადგან საქართველო მხოლოდ ქვეყანა არ არის — საქართველო სახლია, რომელიც თავის შვილებს ყოველთვის ელოდება

Adresse

Berliner Straße 138
Berlin
10715

Benachrichtigungen

Erfahren Sie als Erste/r von Neuigkeiten und Aktionen: Wir schicken Ihnen eine E-Mail, wenn ქართული სათვისტომო ქალაქ ბერლინში-"ბერლინის ქართული სახლი" etwas veröffentlicht. Ihre E-Mail-Adresse wird für keinen anderen Zweck verwendet, und Sie können sich jederzeit abmelden.

Verknüpfungen

Teilen