Georgian Business House

Georgian Business House Linking companies in China with foreign companies, promoting culture,tourism, products and strengthen

Belt and Road Georgian Business House "( hereinafter referred to as : Business House ) is a non - profit international platform built in Georgia and China. There are gathered business representatives and representative companies from 25 countries along the Belt and Road platform.

სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლმა, ორგანიზატორების ოფიციალური მოწვევით, მონაწილეობა მიიღო ჩინეთის ქალაქ სიანში...
25/05/2026

სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლმა, ორგანიზატორების ოფიციალური მოწვევით, მონაწილეობა მიიღო ჩინეთის ქალაქ სიანში გამართულ „Silk Road International Expo 2026”- ის ფარგლებში ჩატარებულ საერთაშორისო სავაჭრო პალატების გაცვლით და პარტნიორობის კონფერენციაში.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები საერთაშორისო ბიზნესწრეებთან, B2B ფორმატის მოლაპარაკებები და თანამშრომლობის მიმართულებების განხილვა. ბიზნეს სახლსა და ადგილობრივ ჩინურ კომპანიას შორის ასევე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მომავალში ერთობლივი პროექტებისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების საფუძველს შექმნის.
აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებისთვის.

🇬🇪🇨🇳დღეს, გუანჯოუში მასშტაბური საერთაშორისო ბიზნეს ღონისძიება “PRO MARKET Guangzhou 2026” გაიმართა, რომელსაც ჩინელ წარმო...
28/04/2026

🇬🇪🇨🇳დღეს, გუანჯოუში მასშტაბური საერთაშორისო ბიზნეს ღონისძიება “PRO MARKET Guangzhou 2026” გაიმართა, რომელსაც ჩინელ წარმომადგენლებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 1000-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელი, მეწარმე და პარტნიორი ესწრებოდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდა სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი, რომელსაც “PRO MARKET”-ის ოფიციალური პარტნიორის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და ჩინეთს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ორგანიზაციის დამფუძნებელი, ბატონი ბექარ მიქაბერიძე, რომელმაც ისაუბრა გუანჯოუში ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებზე და იმ მნიშვნელოვან პერსპექტივებზე, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი ქმნის საერთაშორისო კომპანიებისთვის.
მან ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გუანჯოუს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სავაჭრო პალატას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოსა და ჩინეთს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაძლიერებაში.
ბიზნეს სახლისთვის დიდი პატივია, იყოს ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმის ნაწილი და გააგრძელოს აქტიური მუშაობა ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისა და პარტნიორობების განვითარებისთვის.

2026 წლის 16 აპრილს, კანტონის გამოფენის ფარგლებში, სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლმა, გაყიდვების ასოციაციის ორ...
21/04/2026

2026 წლის 16 აპრილს, კანტონის გამოფენის ფარგლებში, სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლმა, გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებითა და ინიციატივით, 25-კაციან ქართულ დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაცია სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისგან შედგებოდა.
შეხვედრის ფარგლებში ორგანიზაციის დამფუძნებელმა, ბატონმა ბექარ მიქაბერიძემ სტუმრებს გააცნო სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის პლატფორმა, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, საერთაშორისო პარტნიორობის შესაძლებლობები და ის მომსახურებები, რომლებიც ქართულ კომპანიებს ჩინეთის ბაზარზე შესვლასა და ბიზნესკავშირების გაღრმავებაში ეხმარება.
დელეგაციის წევრებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ბიზნეს სახლს შეუძლია შესთავაზოს ქართველ მეწარმეებს როგორც ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობის, ისე პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით.
შეხვედრა წარიმართა მეგობრულ და ნაყოფიერ გარემოში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მომავალშიც აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა და ერთობლივი ინიციატივებით ხელი შეუწყონ ქართულ-ჩინური ბიზნესკავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას.
სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი მომავალშიც განაგრძობს ქართველი მეწარმეებისა და საერთაშორისო პარტნიორების დაკავშირებას, ახალი შესაძლებლობების შექმნას და საქართველოს ბიზნესის საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრაციის ხელშეწყობას.

2026 წლის 27 მარტს, ქალაქ გუანჯოუში ჯუძიანგის მდინარის სანაპიროზე, გაიმართა ჩინეთისა და უცხო ქვეყნების წარმომადგენლების ...
28/03/2026

2026 წლის 27 მარტს, ქალაქ გუანჯოუში ჯუძიანგის მდინარის სანაპიროზე, გაიმართა ჩინეთისა და უცხო ქვეყნების წარმომადგენლების მეგობრული გამწვანების ღონისძიება “Green for Friendship, Grow for Prosperity“.
ღონისძიება გაიმართა გუანჯოუს საგარეო საქმეთა სამსახურის ძლიერი მხარდაჭერით. მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 40 ჩინელმა და უცხოელმა სტუმარმა, მათ შორის არგენტინის, ჩილეს, ეკვადორის, საქართველოს, ინდოეთის, იტალიის, სამხრეთ კორეის, მალაიზიის, ნეპალის, ახალი ზელანდიის, ნიგერიის, პერუს, ფილიპინების, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ურუგვაის გუანჯოუში მოქმედი გენერალური საკონსულოების, სავაჭრო ასოციაციებისა და ბიზნეს წარმომადგნლებმა. სტუმრებმა ერთობლივად დარგეს მეგობრობის ხეები და ისაუბრეს მწვანე განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერებაზე.
მიმდინარე გამწვანების ღონისძიებამ, სადაც დაირგო „Guangzhou Window International Reception Hall-ის ჩინურ-უცხოური მეგობრობის ტყე“, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მეგობრობის გაღრმავების, საერთო კეთილდღეობის შექმნისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების სურვილი და მზადყოფნა.
„საერთაშორისო მისაღები დარბაზის“ პლატფორმაზე დაყრდნობით, გუანჯოუს სავაჭრო ხელშეწყობის საბჭო აგრძელებს მისიის შესრულებას – დააკავშიროს მთავრობა და ბიზნესი, გააძლიეროს შიდა და საერთაშორისო თანამშრომლობა და უზრუნველყოს მოთხოვნა-მიწოდების ეფექტიანი კავშირი.

Address

Guangzhou
510000

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Business House posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgian Business House:

Share