საქართველოს დაუნის სინდრომის ფონდი - Georgian Down Syndrome Foundation

  • Página Principal
  • Brasil
  • Poti, CE
  • საქართველოს დაუნის სინდრომის ფონდი - Georgian Down Syndrome Foundation

საქართველოს დაუნის სინდრომის ფონდი - Georgian Down Syndrome Foundation დონაციისთვის - GE71BG0000000103082111GEL

ფონდის მიზანია დაუნის სინდრომის მქონე პირთათვის რესურსებისა და ფინანსური საშუალებების მობილიზაცია და გაცემა, მათი ჯანმრთელობის, განვითარებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

26/05/2026
📢 გიზიარებთ ჩვენს ახალ ბლოგს: „დაუნის სინდრომი და ჯანმრთელობის მეთვალყურეობის მნიშვნელობა“. 📌 ბლოგში გაეცნობით თუ რატომ ...
25/05/2026

📢 გიზიარებთ ჩვენს ახალ ბლოგს: „დაუნის სინდრომი და ჯანმრთელობის მეთვალყურეობის მნიშვნელობა“.

📌 ბლოგში გაეცნობით თუ რატომ არის დაუნის სინდრომის დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი აუცილებელი და რა როლი აქვს დროულ დიაგნოსტიკას.

🩺 ასევე წაიკითხავთ რეკომენდებული ყოველწლიური კვლევების შესახებ, მათ შორის: სისხლის საერთო ანალიზი, TSH, რკინისა და ფერიტინის კვლევა, კარდიოექოსკოპია, ოფთალმოლოგის კონსულტაცია და სხვა.

სტატია იხილეთ ბმულზე 👇
https://downsyndrome.ge/ka/blog/daunis-sindromi-da-janmrtelobis-metvalyureobis-mnishvneloba

18/05/2026

📢ჩვენი ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, რუსუდან მღებრიშვილი საუბრობს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველთვიური, მუდმივი დონაციები ფონდისთვის.

💛 მეგობრებო, გვინდა გაგიზიაროთ სასიხარულო ინფორმაცია✨ ლიზი შანგუას პარასკევს წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია. ის თავს კარგა...
06/05/2026

💛 მეგობრებო, გვინდა გაგიზიაროთ სასიხარულო ინფორმაცია

✨ ლიზი შანგუას პარასკევს წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია. ის თავს კარგად გრძნობს და ძალიან ყოჩაღად უმკლავდება აღდგენით პროცესს.

🩺 ლიზის რეაბილიტაციის პროცესი დაახლოებით 2-3 თვეს გასტანს, რის შემდეგაც უკვე თავისუფლად შეძლებს გადაადგილებას.

🙏 თითოეული თქვენგანის მხარდაჭერით უმოკლეს დროში გახდა შესაძლებელი ოპერაციისთვის საჭირო თანხის მობილიზება, რისთვისაც ფონდი და ლიზის ოჯახი გულითად მადლობას გიხდით.

💫 გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას და გვახსოვდეს, მცირედი მხარდაჭერაც კი ხშირად დიდ ცვლილებებს ახდენს სხვის ცხოვრებაში.

#ლიზი
#თანადგომა

04/05/2026

ჩვენი ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, რუსუდან მღებრიშვილი, სტუმრად დაუნის სინდრომის ასოციაციის პოდკასტში 💙

პოდკასტის წამყვანები არიან გიგო შიუკაშვილი, ჩვენი ფონდის თანადამფუძნებელი და მარიამ ბერიკელაშვილი, ფონდის კეთილი ნების ელჩი.

სრული ეპიზოდი მალე ✨

✨ უკვე მესამე წელია, რაც კომპანია ემბავუდი • Embawood ჩვენი ფონდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ერთგული მხარდამჭერია 💙...
29/04/2026

✨ უკვე მესამე წელია, რაც კომპანია ემბავუდი • Embawood ჩვენი ფონდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ერთგული მხარდამჭერია 💙

🤝 მათ უკვე ტრადიციად აქციეს, რომ ყოველი წლის 21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს, განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობენ მომხმარებლებს და ამ დღის გაყიდვების 10%-ს ჩვენს ფონდს ურიცხავენ.

💫 სწორედ ამ კეთილი ინიციატივის ფარგლებში, წელს ფონდმა კომპანიისგან მიიღო დონაცია, რომლის დახმარებითაც შევძელით არაერთი სამედიცინო საჭიროების დაფინანსება 🙏

🎉 განსაკუთრებით გვახარებს, რომ ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გრძელდება და ყოველწლიურად კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გვაძლევს, დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

💛 ჩვენთვის ნამდვილად სამაგალითოა კომპანიის დამოკიდებულება და მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.

დიდი მადლობა თანადგომისთვის და იმ სიკეთისთვის, რომელსაც ერთად ვქმნით ✨

#მხარდაჭერა
#კორპორაციულისოციალურიპასუხისმგებლობა

🎗️ ლიზის დასახმარებლად ვაგრძელებთ ონლაინ საქველმოქმედო აუქციონს! 📢მეორე ლოტი: ხელნაკეთი, ამერიკული ბრენდის მზის სათვალე ...
10/04/2026

🎗️ ლიზის დასახმარებლად ვაგრძელებთ ონლაინ საქველმოქმედო აუქციონს!

📢მეორე ლოტი: ხელნაკეთი, ამერიკული ბრენდის მზის სათვალე -James Tart Optical Special Edition

✨🙏 თბილისში, პეკინის გამზ. N19-ში მდებარე პრემიუმ სათვალეების მაღაზია Lema • ლემა გვიერთდება აუქციონში და გვთავაზობს ამ განსაკუთრებულ ლოტს. მადლობა მას თანადგომისთვის

🤝 ჩვენი ფონდის ბენეფიციარის, ლიზი შანგუას ოპერაციისთვის თანხის შეგროვება გრძელდება და ამ გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ...
09/04/2026

🤝 ჩვენი ფონდის ბენეფიციარის, ლიზი შანგუას ოპერაციისთვის თანხის შეგროვება გრძელდება და ამ გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მივიღეთ სერვანტესის სახელობის გიმნაზია Aia-Gess-გან, რომელმაც ლიზის დასახმარებლად 500 ლარი ჩარიცხა ფონდში.

🌱 აღსანიშნავია, რომ სკოლის ეკო კლუბს Aia-Gess Green Space-ს აქვს გამოფენა-გაყიდვების მოწყობისა და მიღებული თანხის საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენების ტრადიცია. სწორედ ასეთი აქტივობების შედეგად გახდა შესაძლებელი ლიზის დახმარებაც.

🌟 თითოეული ასეთი ნაბიჯი ლიზის მიზანთან კიდევ უფრო აახლოვებს და გვაძლევს რწმენას, რომ ერთად ნამდვილად ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია.

💖 განსაკუთრებით დასაფასებელია, როცა საგანმანათლებლო სივრცეებში იზრდება ისეთი თაობა, რომელიც სხვების დახმარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

🙏 მადლობას ვუხდით გიმნაზია „აია-ჯესს" და ამ სკოლის მოსწავლეებს განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის.

#ლიზისთვის

💙ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა. Georgian-American School of Batumi და მისი საოცარი მოსწავლეები კიდევ ერთხელ გვახსენებენ...
09/04/2026

💙ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა. Georgian-American School of Batumi და მისი საოცარი მოსწავლეები კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რას ნიშნავს თანადგომა და ზრუნვა.

🙏 ჩვენი ფონდის ბენეფიციარს, ლიზი შანგუას, რომელსაც მარჯვენა ფეხზე ოპერაცია სჭირდება, ბოლო დღეებში აქტიურად ვუგროვებთ თანხას. ამ მნიშვნელოვან საქმეში ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა შემოგვიერთდა და ლიზისთვის ფონდში 1500 ლარი ჩარიცხა, რისთვისაც უზარმაზარ მადლობას ვუხდით.

✨ განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს თანხა სრულად სკოლის მოსწავლეების ფონდიდანაა გამოყოფილი. ეს ფონდი ყოველწლიურად ივსება 1 ივნისისთვის მოწყობილი გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით. მოსწავლეები საკუთარი ხელით ამზადებენ სხვადასხვა ნივთებს, რომლებიც შემდეგ გამოფენაზე იყიდება. სწორედ ამ სიყვარულითა და შრომით შეგროვილი თანხა ხმარდება წლის განმავლობაში საქველმოქმედო მიზნებს. ამჯერად მათი ფონდი ჩვენ ლიზის დაუდგა გვერდში.

🤍 ლიზისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანატოლების ასეთი მხარდაჭერა.

❤️ კიდევ ერთხელ გულითად მადლობას ვუხდით ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლას და თითოეულ მოსწავლეს ამ გულუხვი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

#ლიზისთვის

❗განახლება: ამ დროისთვის შეგროვებულია 6,385 ლარი, დარჩენილია 2,515 ლარი.
07/04/2026

❗განახლება: ამ დროისთვის შეგროვებულია 6,385 ლარი, დარჩენილია 2,515 ლარი.

Endereço

სიმონ ჩიქოვანის 36
Poti, CE
0171

Horário de Funcionamento

Segunda-feira 10:00 - 17:00
Terça-feira 10:00 - 17:00
Quarta-feira 10:00 - 17:00
Quinta-feira 10:00 - 17:00
Sexta-feira 10:00 - 17:00

Notificações

Seja o primeiro recebendo as novidades e nos deixe lhe enviar um e-mail quando საქართველოს დაუნის სინდრომის ფონდი - Georgian Down Syndrome Foundation posta notícias e promoções. Seu endereço de e-mail não será usado com qualquer outro objetivo, e pode cancelar a inscrição em qualquer momento.

Entre Em Contato Com A Organização

Envie uma mensagem para საქართველოს დაუნის სინდრომის ფონდი - Georgian Down Syndrome Foundation:

Compartilhar