აჭარის ახალგაზრდული იდეა

აჭარის ახალგაზრდული იდეა პროგრესითა და დადებითი ინოვაციებით💗

აჭარის ახალგაზრდული იდეის ფუნქციონირების მიზანია დადებითი ცვლილებების განხორციელება აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში (ხულო, შუახევი, ქედა) და არა მარტო აქ, არმედ ჩვენ ვცდილობთ ისეთი პროგრესული ნაბიჯების გადადგმას ერთობლივად. რომლის შედეგიც უფრო ფართო აუდიტორიაზე აისახება მომავალში. რაც ყველაზე მთავარია ჩვენი გუნდი მუდამ ცდილობს შესაძლებლობა აქციოს სხვების წარმატებად და ამით ერთობლივად დავუახლოვ

დეთ წარმატებული, პროგრესული და განათლებული ახალგაზრდობის იდენტობას. ჩვენ უბრალოდ ძალაინ გვსურს რეალურად ვიყოთ ცვლილებების ახალგაზრდობა. იმ ცვლილებების, რომელიც კარგ შედეგს მოგვიტანს არა მარტო ჩვენ არამედ ჩვენს ყვექანასა და მთელ კაცობრიობას.

პროექტში მონაწილეობის მსურველები აუცილებლად შემოგვიერთდით🩷🌸შეხვედრის ლინკი:         👇🏻👇🏻https://meet.google.com/osw-jqap...
05/04/2025

პროექტში მონაწილეობის მსურველები აუცილებლად შემოგვიერთდით🩷🌸
შეხვედრის ლინკი:
👇🏻👇🏻
https://meet.google.com/osw-jqap-tmm

🌟 აჭარის ახალგაზრდული იდეა ახალი კარგი ამბით გიბრუნდებათ! 🌟ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი დრო და იდეები, ამიტომ უ...
02/04/2025

🌟 აჭარის ახალგაზრდული იდეა ახალი კარგი ამბით გიბრუნდებათ! 🌟

ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი დრო და იდეები, ამიტომ უმარავი თქვენგანის თხოვნით პროექტების შემოტანის ვადა გავახანგრძლივეთ და ახალი დედლაინი 20 აპრილია! 💫🩷

ნუ გამოტოვოთ ამ შანსს❣️
თქვენ გეძლევათ მეტი შესაძლებლობა, რომ დაფიქრებით იმუშაოთ, სრულყოთ თქვენი იდეები და შემოიტანოთ კრეატიული, შთამბეჭდავი პროექტები. 🌸

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ სრული ინფორმაცია, იხილეთ ჩვენი აპინული პოსტი, სადაც ყველაფერს დეტალურად შეიტყობთ
👇🏻👇🏻
📋 პოსტის ლინკი:
https://www.facebook.com/share/p/19GTw2pSsD/
📱📞დამატებითი კითხვების ქონის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
1. თათია სირაბიძე ( პროგრამული მენეჯერი)
+995 579278999
2. ანა შავაძე (პიარ მენეჯერი) -
+995 568643546
3. მარიამ მიქელაძე-
+955 555005734
იმეილი💌: [email protected]
გელოდებით თქვენი საუკეთესო იდეებით! წარმატებები! ❤️🫶

"აჭარის ახალგაზრდული იდეა" ყველა ქალბატონს გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!🩷🌸ბედნიერები, წარმატებულები, სიცოცხლითა და ს...
08/03/2025

"აჭარის ახალგაზრდული იდეა" ყველა ქალბატონს გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!🩷🌸
ბედნიერები, წარმატებულები, სიცოცხლითა და სიყვარულით სავსენი ყოფილიყავით! გისურვებთ, ყოველი დღე გაზაფხულივით ფერადი და ნათელი გქონოდეთ!💞⭐

გამარჯობა მეგობრებო 🌸🩷მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს 💥ვაცხადებთ საგრანტო კონკურსს❗️❗️❗️     როგორც იცით ჩვენ ჩავატარეთ კვლე...
27/02/2025

გამარჯობა მეგობრებო 🌸🩷

მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს 💥

ვაცხადებთ საგრანტო კონკურსს❗️❗️❗️

როგორც იცით ჩვენ ჩავატარეთ კვლევა ჩვენს თემში, სადაც გამოიკვეთა სამი ძირითადი პრობლემა
1. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება
2. უმუშევრობა
3. გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობის მიღება

🔰თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ პროექტი ზემოთ აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით.🩷

თუ გსურთ თქვენი თემი უკეთესობისკენ შეცვალოთ მაშინ ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.💥

🔺 თუ ხარ 15-24 წლამდე, შექმენით გუნდი მინიმუმ 3 ახალგაზრდისგან და დაწერეთ პროექტი.✔️

გაითვალისწინეთ პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 960ლარს. (თუმცა შეგიძლიათ თანადაფინანსება მოიძიოთ სხვა ორგანიზაციისგან)

❌ კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს განურჩევლად მათი ასაკისა.

გაითვალისწინეთ რომ, არ დაფინანსდება სკოლებისთვის სასწავლო ინვენტარის, წიგნების შესყიდვის და სხვადასხვა კაბინეტების მოწყობის შესახებ პროექტები, ტექნიკის შესყიდვა, ხელფასი/ჰონორარი და ექსკურსია.

პროექტი, რომელიც შეძლებს თანადამფინანსებლის მოძიებას, მიენიჭებათ უპირატესობა.❤️✔️

პროექტების მიღების ბოლო ვადაა -
31 მარტი, 2025

❗️აუცილებელია ჩამოტვირთოთ ეს ფორმა შეავსოთ და გადმოაგზავნოთ ქვემოთ მითითებულ მეილზე.👇
https://docs.google.com/document/d/1ApvFPM05pSy7TymgW8sv5kre4XLjwazz/edit?usp=sharing&ouid=117137071043284359465&rtpof=true&sd=true

დანართი 4 - პროექტის განაცხადის ფორმა GE.docx

📩მეილი- [email protected]

გისურვებთ წარმატებებს🩷

დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე🩷

მოგესალმებით, მეგობრებო 😍❤️  გაგაცნობთ ახალი წევრების ვინაობას😍     იწყება ახალგაზრდული იდეის 2025 წლის საგრანტო ციკლი, ...
16/12/2024

მოგესალმებით, მეგობრებო 😍❤️

გაგაცნობთ ახალი წევრების ვინაობას😍

იწყება ახალგაზრდული იდეის 2025 წლის საგრანტო ციკლი, შესაბამისად ჩვენს ოჯახს (კომიტეტს), აჭარის სამივე მუნიციპალიტეტიდან (ქედა,შუახევი,ხულო) შემოუერთდნენ შემდეგი ახალგაზრდები😍
👇👇

📌ანა შავაძე
📌მარიამ მიქელაძე
📌თათია სირაბიძე
📌მიშა მახარაძე
📌ანანო მახარაძე

ახალ წევრებს აჭარის ახალგაზრდული იდეის ჯგუფი ვუსურვებთ ულევ წარმატებებს.❤️

მოგესალმებით მეგობრებო! იწყება ახალგაზრდული იდეის ახალი წევრების შერჩევა! ევროპის ფონდი იწვევს 21 მუნიციპალიტეტში მცხოვრ...
28/08/2024

მოგესალმებით მეგობრებო!
იწყება ახალგაზრდული იდეის ახალი წევრების შერჩევა!
ევროპის ფონდი იწვევს 21 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაინტერესებულ ახალგაზრდებს ახალგაზრდული იდეის წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
თუ ხარ
15-დან 21 წლამდე
ცხოვრობ აჭარის (ქედა, შუახევი, ხულო) ასპინძის, ახალქალაქის, ახმეტის, ბოლნისის, გარდაბნის, გორის, დედოფლისწყაროს, მარნეულის, სვანეთის, რაჭის, ტყიბულის, ფოთის, ჩოხატაურის, წალკის, წეროვნის, ხობის, ხონის მუნიციპალიტეტში
გსურს წვლილი შეიტანო შენს თემში ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობის გაზრდაში
მაშინ
გახდი ახალგაზრდული იდეის წევრი და შეცვალე შენი თემი უკეთესობისკენ
შეარჩიე და დააფინანსე თანატოლების მიერ შექმნილი საპროექტო იდეები
ხელი შეუწყვე თემში თანატოლების სამოქალაქო აქტიურობას და მოხალისეობას
გადადი ბმულზე და შეავსე აპლიკაცია: https://forms.office.com/e/zSxrpDAztG
აპლიკანტები გაივლიან ვირტუალურ და ფიზიკურ გასაუბრებას. გასაუბრებები დაიწყება 2024 წლის სექტემბრიდან კანდიდატებთან წინასწარ შეთანხმებით.
ახალგაზრდული იდეის და ევროპის ფონდის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://epfound.ge/ge/action-and-impact/youth-integration-program

Adresse

Khulo, Shuakhevi, Keda
Adjarra

Téléphone

+995571057355

Site Web

Notifications

Soyez le premier à savoir et laissez-nous vous envoyer un courriel lorsque აჭარის ახალგაზრდული იდეა publie des nouvelles et des promotions. Votre adresse e-mail ne sera pas utilisée à d'autres fins, et vous pouvez vous désabonner à tout moment.

Contacter L’organisation

Envoyer un message à აჭარის ახალგაზრდული იდეა:

Partager