28/01/2022
For English scroll down⬇️
📌ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება ახორციელებს პროექტს "საერთაშორისო ინსტიტუტები და საქართველო", რომლის ფარგლებშიც შეხვედრას ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა უმასპინძლა.
📌მან ისაუბრა საქართველოსადმი ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკის შესახებ და მიმოიხილა საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა და ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით არსებული გამოწვევები.
ევროპარლამენტარმა ასევე ხაზი გაუსვა ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ცვლილებები მალე უნდა განხორციელდეს, რადგან საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს:
„ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ვიხილავთ ქართველი პოლიტიკოსების ახალ თაობას, ახალ თაობას, რომელსაც შეუძლია ისაუბროს ერთმანეთთან, სადაც სხვადასხვა პარტიებს შეუძლიათ იპოვონ საერთო გამოსავალი.თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს ქვეყანაზე.
დრო გადის, რაც უფრო მალე მოხდება პოლიტიკური და სამართლებრივი ცვლილებები, მით უფრო ძლიერი იქნება ქვეყანა“.
📌The World Union of Georgian Students is implementing the project "International Institutions and Georgia", the discussion series on the EU-Georgia relations hosted a keynote speaker MEP Petras Auštrevičius.
📌He discussed the European Parliament's foreign policy towards Georgia and reviewed the political situation in Georgia and the challenges towards democratization of the country. The MEP also underlined the importance of youth involvement in politics and noted that changes must be made as soon as possible as Georgia has no time to lose:
"I really hope that we will see a new generation of Georgian politicians, a new generation which can speak to each other, where different parties can find common solutions. You are in charge of your country.
Time is ticking, the sooner the political and legal changes will happen the stronger the country will be".
Petras Auštrevičius