ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიცია / G D I C

  • Home
  • Australia
  • Brooklyn, TAS
  • ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიცია / G D I C

ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიცია / G D I C Georgian Diaspora International Coalition ( GDIC ) organization established February 24, 2020 as an coalition of Georgian Diasporas around the world

14/11/2024
ჩემს მეგობრებს ნაცნობებს და უცნობებს ორივე მხრიდან -მივმართავ : ნუ აშინებთ ხალხს ნუ ეუბნებით რომ გინდა ოცნება და გინდა ნ...
24/10/2024

ჩემს მეგობრებს ნაცნობებს და უცნობებს ორივე მხრიდან -მივმართავ : ნუ აშინებთ ხალხს ნუ ეუბნებით რომ გინდა ოცნება და გინდა ნაცმოძრაობა ხალხს იმახსოვრებს და მერე პასუხს მოსთხოვს თუ რა არჩევანი გააკეთა საარჩევნო ურნასთან - ნუ ავრცელებთ ამ აბსურდს და ამ ჭორს - არ აკლია არც ერთ მხარეს და არც მეორეს დისკრედიტაცია და ნეგატივი და ამასაც ნუ დაუმატებთ.

ნუ დაძაბავთ თანამემამულეებს და ნუ გადააფიქრებინებთ არჩევნებზე მისვლას ნურც ერთ და ნურც მეორე მხარეს.

ნუ ავრცელებთ ნიჰილიზმს და ნუ უცრუებთ გულს ხალხს საკუთარი ქვეყნის მომავალში მონაწილეობის მიღებაში როცა სურვილი აქვთ.

Address

Brooklyn, TAS
11235

Telephone

+19173304747

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიცია / G D I C posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიცია / G D I C:

Share

ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიცია

გვაქვს პატივი გაცნობოთ რომ ამა წლის 24 თებერვალს, თბილისში დაფუძნდა „ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიცია“ ( Georgian Diaspora International Coalition – GDIC ) . კოალიცია გახლავთ ზეპარტიული დიასპორული გაერთიანება რომელშიც ერთიანდება დიასპორული ორგანიზაციები.

2020 წლის 24 თებერვალს საქართველოს პარლამენტის კავკასიისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტის სხდომა მიეძღვნა საზღვარგარეთ ქართული დიასპორების პრობლემატიკას, მიმდინარე პროცესებს და სამომავლო გეგმებს. წარმოდგენილ იქნა კონცეფცია „ ძლიერი სათვისტომო-ძლიერი საქართველო“ და დიასპორის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში , მათ შორის არჩევნებში ემიგრაციის ფართო ჩართულობის მექანიზმები და გზები. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პროექტები და ასევე ემიგრანტთა სამშობლოში ღირსეული დაბრუნების პერსპექტივები და გზები.

კომიტეტის სხდომას დაესწრნენ 15 ქვეყნის ქართული დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ასევე სხდომაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სამინისტროსა და უწყების წარმომადგენლებმა, დიპლომატიური კორპუსმა, ექსპერტებმა , ჟურნალისტებმა.

სხდომის შემდგომ პირველი რესპუბლიკის დარბაზში შედგა ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის დაფუძნების საზეიმო ცერმონია. კოალიციის სადამფუძნებლო წესდებას ხელი მოაწერა სხვადასხვა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელმა და წარმომადგენელმა.