ქართული სათვისტომო ავსტრიაში GVÖ

ქართული სათვისტომო ავსტრიაში GVÖ ქართული სათვისტომო ავსტრიაში

Der Georgische verein in Österreich
ქართული სათვისტომო ავსტრიაში
არასამთავრობო ქართული დიასპორული ორგანიზაცია,რომელიც დაფუძნდა 2014 წლის 30 დეკემბერს ავსტრიაში მცხოვრები ახალგაზრდების მიერ.
ორგანიზაციის მიზანი არის,ხელი შეუწყოს ქართველების ინტეგრაციას ავსტრიულ საზოგადოებაში,ასევე მოახდინოს ქართული კულტურის პოპულარიზაცია ავსტრიაში.
ორგანიზაცია ხელს უწყობს აქ დაბადებულ ბავშვებს ქართული ფესვების შენარჩუნებაში,რაც გამოიხატება ქართული საკვირაო სკოლის დაფუძნებაში.

24/05/2026

Mariam Kotchlamazashvili -ის და მისი კოლეგების პროექტი, ჩვენს ბავშვებთან ერთად.
ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვიდა, განსაკუთრებით ფილმის პრეზენტაცია!😊
მადლობა პროექტის ავტორებს და ჩვენს პატარა მსახიობებს!❤️

01/05/2026
30/03/2026

ავსტრიაში მცხოვრებ ქართულ დიასპორას გაუმართლებლად მიგვაჩნია სანქცირებული ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლის, ანრი ჯოხაძის "ტაშ-ფანდურის" გამართვა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში.

ვთვლით, რომ მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, კონცერტი ჩაატაროს შუაგულ ევროპაში, რომლის მარგინალიზებასაც მისი სამსახური - ტელეკომპანია "იმედი" წლებია ახდენს.

ავსტრიული კანონის ფარგლებში, ყველა ძალას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელმა და ევროპის მაძაგებელმა ადამიანებმა ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყნებში კონცერტებისს ჩატარება ვერ შეძლონ.

ვთხოვთ ორგანიზატორებს, გააუქმონ აღნიშნული კონცერტი და სამომავლოდ ისეთ ხელოვანებთან ითანამშრომლონ, რომლებიც ცივილიზებული სამყაროს მიერ არ არიან დასანქცირებულნი და ანტი-ევროპულ პროპაგანდაში არ შეაქვთ წვლილი. ასეთ კონცერტებს ჩვენც სიამოვნებით შემოვუერთდებით.

14/03/2026

ჩვენი საამაყო Ana Grigalashvili

საშობაო ფუსფუსი ქეთისთან🎄☺️
21/12/2025

საშობაო ფუსფუსი ქეთისთან🎄☺️

2025 წლის ბოლო გაკვეთილი რათქმაუნდა შობას და ახალ წელს მიეძღვნა!რა ბედნიერებაა, რომ ჩვენს პატარა სამშობლოში სამი ულამაზე...
21/12/2025

2025 წლის ბოლო გაკვეთილი რათქმაუნდა შობას და ახალ წელს მიეძღვნა!
რა ბედნიერებაა, რომ ჩვენს პატარა სამშობლოში სამი ულამაზესი ჟღერადობის ენაა. ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა!

გილოცავთ შობა-ახალ წელს!🎄
ახალ წანას მიგახვამანთ! 🎄
ხვაი მახეზაი უვაჯიენა! 🎄

ქართული სათვისტომო ავსტრიაში 15 ნოემბრიდან გთავაზობს ქართული ცეკვის კურსს ბავშვებისთვის.მიიღებიან 5 დან 15 წლამდე ბავშვე...
07/11/2025

ქართული სათვისტომო ავსტრიაში 15 ნოემბრიდან გთავაზობს ქართული ცეკვის კურსს ბავშვებისთვის.

მიიღებიან 5 დან 15 წლამდე ბავშვები.

ვენაში არსებული ქართული საკვირაო სკოლების (როგორც სათვისტომოს, ისე ქართული ცენტრის) მოსწავლეთათვის ცეკვის კურსზე მოქმედებს 50 პროცენტიანი შეღავათი.

ღია კარის დღე გაიმართება 15 ნოემბერს, 15:00 საათზე, მისამართზე Mariahilferstraße 51, 1060 Wien

ღია კარის დღეზე დასწრების ან ცეკვის წრეზე სიარულის მსურველებს, გთხოვთ, პირად შეტყობინებაში შეგვეხმიანოთ 12 ნოემბრამდე.
🇬🇪🇪🇺

ვენაში არსებული ორი ქართული საკვირაო სკოლის ბავშვებმა დღეს ჩურჩხელები ერთობლივად ამოავლეს.ავსტრიის ქართული სათვისტომოსა ...
19/10/2025

ვენაში არსებული ორი ქართული საკვირაო სკოლის ბავშვებმა დღეს ჩურჩხელები ერთობლივად ამოავლეს.

ავსტრიის ქართული სათვისტომოსა და ქართული ცენტრის საკვირაო სკოლების აღსაზრდელებს, მშობლებსა და მასწავლებლებს Brot & Wein 1170- მა გვიმასპინძლა, რისთვისაც უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მათ.

ვცდილობთ, მიუხედავად საქართველოდან შორს ცხოვრებისა, არ დავივიწყოთ ქართული ტრადიციები და დღევანდელი დღე ამის არაჩვეულებრივი მაგალითია.
Sonntagsschuleinwien
Georgisches Zentrum in Österreich/ქართული ცენტრი ავსტრიაში

10/10/2025

11.10.2025
15:30
Teona Mosia და Voisa

25/08/2025

გეპატიჟებით მიშას სტენდაპ-შოუზე!😊
თარიღი: 12 და 13 სექტემბერი
დრო: 19:00
მისამართი: Alszeile 95/5/R01, 1170 Wien (ტრამვაი 43-ის ბოლო გაჩერებასთან)
ბილეთის ფასი: €28 (+1 ჭიქა სასმელი)
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და რეკომენდებულია ბილეთების წინასწარ შეძენა.

Georgischer Verein in Österreich
AT11 2011 1842 4873 1300
Verwendungszweck: Misha
შეგიძლიათ წინასწარ იკითხოთ, რომელ რიცხვშია დარჩენილი ადგილები ნომერზე +4369912300012
ამ ნომერზევე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ასევე შესაძლებელია ელ. ფორტითაც იკითხოთ , თუ რომელ დღეს არის თავისუფალი ადგილები და გააგზავნოთ გადახდის დამადასტირებელი ქვითარი
[email protected]
გელოდებით❤️🇬🇪🇪🇺
P.S. ასაკი +18

Adresse

Stifftgasse 8
Wien
1070

Telefon

+4369912300012

Webseite

Benachrichtigungen

Lassen Sie sich von uns eine E-Mail senden und seien Sie der erste der Neuigkeiten und Aktionen von ქართული სათვისტომო ავსტრიაში GVÖ erfährt. Ihre E-Mail-Adresse wird nicht für andere Zwecke verwendet und Sie können sich jederzeit abmelden.

Die Organisation Kontaktieren

Nachricht an ქართული სათვისტომო ავსტრიაში GVÖ senden:

Teilen