ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეების ის ნაწილი, რომლებიც ვაკვირდებოდით 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით და გავხდით უპრეცედენტო დაშინების, ზეწოლის, გაყალბების, მუქარისა და ძალადობის მოწმეები საარჩევნო უბნებზე. ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეების ის ნაწილი, რომლებიც ვაკვირდებოდით 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით და გავხდით უპრეცედენტო დაშინების, ზ
ეწოლის, გაყალბების, მუქარისა და ძალადობის მოწმეები საარჩევნო უბნებზე. ჩვენი თვალით ვნახეთ, გაყალბების სქემები და მასშტაბი, რაც გამოყენებული იყო ამ სპეცოპერაციის დროს. ეს არჩევნები არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ნებას და გვართმევს ევროპულ მომავალს.
ჩვენ ვიცით, რომ დამკვირვებელთა დიდი ნაწილი ჩართულია საპროტესტო და წინააღმდეგობის მოძრაობაში არსებულ რეჟიმთან, თუმცა ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმა, გადაწყვიტა უფრო ორგანიზებული სახე მისცეს თავის საქმიანობას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ბრძოლა იქნება ხანგრძლივი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ორგანიზებულობას, დისციპლინასა და ენერგიის სწორად გადანაწილებას წინააღმდეგობის პროცესში.
ამ მიზნით, ვქმნით დამკვირვებლების აქტიური ნაწილის ჯგუფს, რომლის მიზანი არის:
ახალი არჩევნების ჩატარება, თავისუფალ და სამართლიან გარემოში.
ამ მიზნის მიღწევისთვის, ჩვენი საინიციატივო ჯგუფის ამოცანებია, უზრუნველყოს:
საქართველოს მოქალაქეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზოგადოების ინფორმირება 2024 წლის არჩევნებში გამოყენებული გაყალბების მეთოდების შესახებ.
საქართველოს მოქალაქეების და საერთაშორისო პარტნიორების უდიდესი ნაწილი ინფორმირებულია საქართველოში 2024 წლის არჩევნებში გამოყენებული გაყალბების მასშტაბების შესახებ. თუმცა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, არიან ადამიანები/ორგანიზაციები, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო აქტიურად მივაწოდოთ ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს/მხარეებს, იმ რუსული სპეცოპერაციის შესახებ, რაც ჩატარდა საქართველოში. ეს კამპანია, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს, რომ არ მოხდეს ამ არჩევნების ლეგიტიმაციაც. გარდა ამისა, დამუშავებული ინფორმაცია და მიღებული გამოცდილება, შესაძლებლობას მოგვცემს უფრო კარგად მოვემზადოთ ახალი არჩევნებისთვის, რომლის დანიშვნაც წარმოადგენს საინიციატივო ჯგუფის უმთავრეს მიზანს.
დამკვირვებლებისა და სხვა დაინტერესებული პირების ქსელის გაფართოება, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
დამკვირვებლებს აქვთ განსაკუთრებული სახის გამოცდილება. მათ თავიანთი თვალით ნახეს არჩევნების გაყალბების მეთოდები და მასშტაბი. შესაბამისად, ადამიანების ამ ჯგუფს გაუჩნდა მოტივაცია ჩაერთოს ორგანიზებულ არაძალადობრივ წინააღმდეგობის მოძრაობაში. ამ მიზნით, ვაპირებთ არსებული ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ მყოფი აქტიური ადამიანების მობილიზებას, და მოძრაობის მიზნის მისაღწევად ორგანიზებულად მოქმედებას.
მშვიდობიანი საპროტესტო აქტივობების ორგანიზება, მასში მონაწილეობა და კოორდინირებული მოქმედება სხვა ჯგუფებთან.
რეჟიმთან ბრძოლისა და მის მიმართ პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია საპროტესტო აქციები და სხვა არაძალადობრივი სახის წინააღმდეგობის ინიციატივები. ჩვენი ჯგუფი, გეგმავს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში და მჭიდრო კოორდინაციაში იყოს აქტივისტთა სხვა ჯგუფებთან.
საინიციატივო ჯგუფი:
1. ტატო ქელბაქიანი
2. ალექსანდრე ბურჭულაძე
3. გურამ ჩუხრუკიძე
4. თამარ ჭელიძე
5. ლევან დარასელია
6. ნინო ჟვანია
7. მარინა მესხი
8. გიორგი ნარმანია
9. გვანცა დგებუაძე
10. ლიზი ხარშილაძე
11. ნათია მჟავანაძე
12. ნათია ოქროპირიძე
13. თამარ დგებუაძე