05/02/2025
შენ იქნებ პატიება შეძლო...
არასოდეს ვყოფილვარ მუხლგადაგლეჟილი ,,მორწმუნე" მე და უფალს საოცრად პერსონალური ურთიერთ დამოკიდებულაბა გაგვაჩნია. ცხოვრება თანდათან ავიწროებს ჩვენი შეხვედრის მანძილს თუმცა უღმერთობას არ ვისაკლისებ სადაც არუნდა გავიხედო სუყველგანა მისი დიდი იუმორის გრძნობით და უცნაური სამართლით.
დროის მესაჭე ბავშვივით უკიდურესია თუ გიღიმის ამ სიყვარულს ვერ გადასწონის კაცობრიობა თუ გიბრაზდება მიწა იწვის და ემგვანები პერსონას რომელიც ქარიშხლიან დღეს თავშესაფარს ვერსად პოულობს.
2011 წელია თავდაცვის მინისტრად ადამიანთა უფლებების ,,დამცველი" ბაჩანა ახალაია ,,მეფობს" სახალხო მღელვარების ფონზე მეფის ,,კარზე" არასანდო პირების ჯგუფური გასაუბრება მიმდინარეობს. ასე აღმოვჩნდი ,,საბჭოთა ტროიკის" წინაშე. მოწყალე ხელმწიფემ (ახალაიამ ) ყურადღებით ამათვალ - ჩამათვალიერა ის ის იყო გაგდების მეთოდად ვარცხნილობის მოუწესრიგებლობას უმიზეზებდა მისთვის არასასურველ პირებს. გასულ ღამით ვიხილე სამწყობრო მოედნიდან პირადად როგორ გამოიყვანა მაიორი და მელიტ კაცს ეუბნება ,,თმა გაქ შესაკრეჭიო" - და სახლში გაუშვა.
მიყურებს და თანამეინახეებს ეუბნება
- ,,არა თმის შეჭრა უსწავლიაო" ,,ტროიკა" გაბადრული სახით ეთანხმება, ,,ბელადმა" შემდეგ სახის მიმიკა შეცვალა და მეკითხება ,,რას ერჩი ურიდიას შენგელიას და ფოჩხუას შენ მაგათი მხილება დავით აღმაშენებლის გმირობა ხომარ გგონიაო"
უპასუხე:
- ომის დროს მილიონობათ ღირებული ტექნიკა დატოვეს მოწინააღმდეგეს ხელში შეგნებულად გადააბარეს მეკი არა კანონი ერჩის მაგათ მეთქი
(საუბარი მქონდა სენაკში ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსის БУК М-1 შესახებ)
როგორ გგონიათ როლანდ ახალაიას მეგობრებს ბაჩანა ახალაია სამართლებრივი პასუხისგების წინაშე დააყენებდა?
როცა წითელ ხაზებს გადადიხარ იმწუთას ღმერთი შენს გვერდით არაა, შორიდან გაკვირდება გცდის რამდენად ღირსი ხარ მომავალში მის გეგმებში იჯდე.
უღირს კაცზე დიდი მტერი კაცობრიობას ჯერ არ ჰყოლია და არც ეყოლება...
,,მოწყალე ხელმწიფემ" შემომხედა და მეუბნება წერა თუ იციო.
მოკლედ უპასუხე - კი
ჰოდა დაჯექი მაქ და დამიწერე განცხადება შენი სამსახურიდან წასვლის შესახებო. ფურცელი თავად მომაწოდა და გასაუბრება განაგრძო... შემოდიან დედაკაცები ეს ამის ცოლია ეს იმის მეგობარია ფონად მესმის ჩვეული ტექსტები..
10 წუთის შემდეგ მომიბრუნდა და მეუბნება რაქენი დაწერე განცხადებაო.
მოკლედ უპასუხე - არა.
დაასაბუთე შენი უარის მიზეზიო .
უპასუხე სამხედროები ვწერთ პატაკს და არა განცხადებასმეთქი.
მერე პატაკი რატომ არ დაწერეო?
იმიტომ რომ ჩემმა ქვეყანამ მომამზადა ჩემზე ფული დაიხარჯა უმოტივაციო ოფიცერი არ ვარ პატაკს დათხოვნის შესახებ არ დაგიწერთ თავად გამანთავისუფლეთ მეთქი.
ეს რამხელას ბედავს გაიყვანეთო...
აქედან დაიწყო ჩემი და უფლის დაახლოება.
რართულია ნაქირავებ სახლში მიხვიდე და მცირეწლივან შვილს ,,უთხრა ხვალიდან საარსებო აღარ გვექნება" მერწმუნეთ ომში უფრო იოლია წასვლა ვიდრე ამ გზაზე დადგომა. სისტემა რომელიც კლავს, ცოცხლად მარხავს, საპირისპირო აზრის მქონეს განადგურებს.
ომში თუ სახელმწიფო ძვირად ღირებულ ტექნიკას და პირად შემადგენლობას განდობს ფსევდო მშვიდობის დროს აღმოაჩენ რომ იგივე სახელმწიფო მანქანის სადგურზე ყარაულის ადგილს არ ჩაგაბარებს.
ომში სხვა მეომარზე აკეთებენ ფსონს მშვიდობას ისეთი ,,მეომრები" სჭირდება ომის გმირები რომ ვერასოდეს გახდებიან რადგან ღირსების ზღვარი მათ შორის ცნობიერებაშივე რადიკალურია.
მშვიდობიანობის ,,მემრები" ვაზელინით იბრძვიან ომის მებრძოლები ფსევდო მშვიდობის ხმას ტყვიამფრქვევის ჯერით არღვევენ.
სისტემა ოჯახის წევრებს სამსახურებიდან გამოგიყრის და სამაგალითოდ დაგსჯის ,,ურჩობისთვის" მე მოვდიოდი გზაზე ფეხით და ფიქრის უნარი არ მქონდა მხოლოდ თავში მიტრიალებდა ერთადერთი სიტყვა ,,რატომ" რადგან ჩემი ბრალი ვერ გამერკვია.
უცებ მოხუცმა ქალმა გამაჩერა და ღვთისმშობლის ხატი მომცა უფრო სწორედ ხელში შემომაჩეჩა პატარა ხატი სწორედ ისეთი მეტროებში სანთლებთან ერთად რომ არიგებენ ჯიბე ხურდის მისაცემად მოვიჩხრიკე მაგრამ ქალი უკვე სწრაფი ნაბიჯით განშორებოდა მისი ნერვი არ მქონდა უკან გავკიდებოდი ამიტომ გზა განვაგრძე, დაახლოებით 300 მეტრში უცნობმა ადამიანმა ისევ პატარა ღვთისმშობლის ხატი მომაწოდა გამიღიმა და გამშორდა გზაჯვარედინამდე მივედი სადაც გერმანიის საელჩო არის მაჩერებს შუახნის მამაკაცი და მაძლევს დედაღვღისმშობლის პლაკატს. გავოგნდი ვეღარ მოვითმინე და უყვირე ვინ ხართ რა გინდათ ჩემგან.
მომღიმარე სახით მიპასუხს დამშვიდდი ფულს არ ქთხოვ ხატი აიღე დალოცვილი იქნები დრო რომ გექნება მამა ვიტალის საფლავი მოინახულე მეტროს ზემოდაა ტაძრის ეზოში და ხელი მარჯანიშვილის მეტროსკენ გაიშვირა.
მოვდიოდი დაბნეული ვერ გამერკვია რა უნდოდა კაცს და ღმერთს ჩემგან.
სახლთან მისული ვიყავი რომ მოვბრუნდი და ნეველის სახელობის ტაძრისკენ წავედი ეზოში სამი საფლავი ვნახე ერთს რუსულად ეწერა არქიმანდრიტი ფილარეტი.
10 წუთი გავჩერდი და გულში ეს სიტყვები ვთქვი რატომ დამემართა ეს სადაა ღმერთის სამართალი როგორ ვიცხოვრებთ აწი..
უკან ვბრუნდებოდი უკვე მეტროსთან მოსულს უკნიდან ხმა მესმის რუსულად брат постои (ძმაო შეჩერდი) მივიხედე და დავინახე ასე 36 წლის მაღალი ანაფორიანი ცისფერთვალება სუსტი ბერი გაცრეცილი ანაფორა ეცვა წელზე რუსული ოფიცრის ქამარი ერტყა მომიახლოვდა და მეუნება
Радуйся брат Матерь Божия услышал тебя , возьми Это для твоего ребёнка...
( გიხაროდეს ძმაო ღვთისმშობელმა მოისმინა შენი ეს კი შენი ბავშვისთვის მიიღე).
გრაგნილში გახვეული რაღაც გადმომცა წითელი ძაფით შეკრული იყო.
გრძელი სანთელივით გალეული თითები ჰქონდა.
ვინახარ რაგქვია საიდანახარ ერთბაშათ ვკითხე.
მე ბერი ვარ ჩემ სახელს კი შენ ვერ დაიხსომებ - იღიმოდა საოცრად მშვიდი სახე ჰქონდა ზევიდან დამყურებდა და დუმდა.
იქნებ მამა ფილარეტი ნახო შენ ის უნდა ნახო ლურჯ მონასტერში იხილავ დაგეხმარება ეს მითხრა და ტაძრისკენ შებრუნდა დავეწიე კიდევ ერთხელ ვკითხე მისი სახელი მიპასუხა მე აღაპიტი მქვია.
არაფერი არ მითქვამს მოვშორდი მეტროთი წამოვედი სახლში გადავჯექი სადგურის მოედანზე და მხოლოდ მაშინ გამახსენდა ბერის მოცემული ქაღალდის შეკვრა წითელი ძაფი კბილით გავწყვიტე და ქაღალდი მოვაშორე ლარიანები და ორლარიანებით ქაღალდის გაცრეცილი ფულით 50 ლარი იყო შეხვეული გამახსენდა მისი სიტყვები Это для твоего ребёнка... ( ეს შენი ბავშვისთვის) ტანში დამიარა მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე რომ მან ბერმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა კანკალმა ამიტანა ვიგრძენი უფლის ხელები და მეორე დილით ბერის მოსაძებნად ისევ ეკლესიაში მივედი ,,აქ ასეთს არავის ვიცნობთ" - ვერავინ მითხრა სად მომეძევნა ბერი სახელად აღაპიტი რომელიც თვით მაცხოვარს ჰგავდა.
დავიწყე ბორიალი მიუყვებოდი უცნობ ქუჩებს არ ვიცოდი საით ვეძებდი ღმერთს რომელმაც მიპოვა დადამეკარგა.
სახლში მოსულს გამახსენდა ბერის სიტყვები ,, ლურჯი მონასტერი მამა ფილარეტი დაგეხმარება"
ზემელზე არის ლურჯი მონასტერი რუსული ტაძარი იმ დღემდე მისი არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი დილით ავდექი და ფეხით გავეშურე.
მრევლი უკვე ტაძარში შეკრებილიყო ტევა არ იყო ხალხი ორად გაიყო მოიყვანეს მოხუცი ღვდელთმსახური სათნო სახის ასე 90 წლამდე იქნებოდა სიბერის ლაქები ეტყობოდა სახეზე თეთრი წვერი და წელში მოხრილი იყო ტაძარში შეიყვანეს და ამბიონზე დასვეს გაყოფილი მრევლი ისევ შეერთდა ეს ვინ არის ვიკითრე ჩუმად შემომხედეს
-როგორ არ იცით ეს მამა ფილარეტია.
მასთან შეხვედრის იმედი გადავწურე რადგან იმდენი ხალხი იყო მისი დანახვაც კი შეუძლებელი იყო თუმცა უკანასკნელად ვცადე თვალი შემევლო უცებ გაისმა ხმა
Пропустите камне того самого.
მრევლი ისევ გაიყო ერთმანეთს დაუწყეს ყურება.
ორად გაყოფილი მრევლი ტაძრის შესასვლელამდე განცალკევდა და დავინახე ამბიონზე აღსავლის კართან ახლოს სკამზე მჯდარი ბერი თითით ჩემსკენ იშვერდა და იმეორებდა Пропустите того самого.
მიუახლოვდი რუსულათ მეტყველებდა გამიღიმა მრევლი განცვიფრებით მიცქერდა როგორც გავიგე კვირაში ერთხელ მოდიოდა მამა ფილარეტი მე უცნობმა კი მათთან ურთიერთობის ბედნიერება წავართვი.
ჩვენ უნდა ვისაუბროდ მაგრამ არა აქ დახმარებით გვერდით გავედით მან საუბარი დაიწყო ყვებოდა როგორ იმსახურა არმიაში, როგორ ჩაუშვა მეგობარმა, როგორ ცემეს წერილის გამო რომელიც სახლიდან გამოუგზავნეს აღდგომის მოლოცვით უცებ გაჩერდა და მეუბნება
,, ყველანი დაისჯებიან უმკაცრესად ვინც ეს სიმწარე შეგახვედრა ისინი მოვლნენ და მოგიყვებიან მის ამბავს საკუთარ თავზე იღონდ ეს უბედურება იქნება მათ ბედში მათ ის მოუათ რაც შენ დაგმართეს " შენ იქნებ პატიება შეძლო უთხარი უფალს ასე როგორც შენ იცი როგორც შენ უწყი მომიტევე და შემინდე მე ამის მთქმელი კი უფლისგან მიიღებ ჯილდოს და გაშალა ხელი და ცხვირწინ მიჩვენა იმეორებდა ჯილდო იქნება ღირსეული....მოვიდა სტიქაროსანი და უთხრა გარეთ ხალხი გელოდებაო გაუბრაზდა მაცადე საუბარი როგორ შეიძლება ეს რასაც შენ აკეთებ ხალხი მოიცდის ეს საქმე კი არაო. მომიბრუნდა და მეუბნება რატომ არ გაქვს ჯვარი ნაკურთხი განა ასე შეიძლებაო ვერცხლი გაყიდე ხის ჯვარი იყიდე და არ გიკურთხებია გაოგნებული ვიყავი საიდან შეიტყო ხის ჯვარის შეძენის ზუსტი ამბავი კისერზე ჯვარი მოვიხსენი და კურთხევის პროცესში მყოფი მამა ფილარეტი რაღაცნაირად გათბა პირიდან საკმევლის სუნი გამოუვიდა და ყინვაში სადაც ყურები მეყინებოდა ისე გავთბი შუბლიდან ოფლის მოწმენდა დავიწყე. არ ვისაუბრებ მოძღვრის საუბარზე რომელიც მან რუსეთის შესახებ მითხრა არვისაუბრებ იმიტომ რომ ბევრი ნაძირალა მის ნათელ ხსოვნას აქ აქუგად მოიხსენიებს თუმცა მხოლოდ ახლა ვხვდები რომ ფილარეტი მართალი იყო. გავიდა სამი წელი შეიცვალა პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჯოჯოხეთში თუ მოვხვდი იქ ვერაფრით გამაოცებენ იმიტომ რომ მე ის უკვე დედამიწაზე ვიხილე.
2013 თავდაცვის სამინისტროში აღდგენას ვცდილობდი ჩემთან მოვიდა ნაძირალა ყოფილი კოლეგა სამხედრო პოლიციიდან და მომიყვა საკუთარ თავზე ის რაც მე დამმართეს მე პატიება ვერ შევძელი მინდოდა ჩამექოლა ფილარეტის სიტყვები გამახსენდა ,,შენ იქნებ პატიება შეძლო" გავიქეცი მინდოდა მენახა ფილარეტი მინდოდა მეთქვა თუ რატომ დაგვცინის ის ვინც ღირსეულ ჯილდოს იძლევა მაგრამ ფილარეტის მგივრად დიდი თეთრი ქვა დამხვდა 6 თვის წინ გარდაცვლილიყო.
დრო მკურნალი ვერ იქნება ვისაც იარა გულზე დაასვეს გადიოდა დრო ვფიქრობდი პატიებაზე მაგრამ ჯილდოზე არასოდეს მიფიქრია.
მეუღლესთან ერთად მოვდიოდი წერეთლის მეტროსთან გზაზე ყოფილი კოლეგა შემომხვდა ისიც სამხედრო პოლიციიდან გამაჩერა მივესალმე ჯერ ზუსტად ის ისტორია მომიყვა როგორ საზარლად მოექცნენ (ისევ ფილარეტი გამიელვა გონებაში)
ბოლოს მეუბნება ,,მე შენ ტელეფონზე გისმენდი ჩვენ ყველა გისმენდით შენ მტრებს შენი ეშინოდათ შენ მართალი იყავი ჩვენ მართალი კაცის გვეშინოდა შენ ჩვენ არასწორად მოგექეცით შემდეგ მე მომექცნენ ისე როგორც შენ გექცეოდით იქნებ ჩემი პატიება შეძლო... გადავეხვიე არ მინდოდა პატიება მაგრამ გულმა სხვაგვარად არ გამიშვა.
გზა გავაგრძელეთ ვდუმდი მეუღლე გზადაგზა მეკითხებოდა იმ ჯოჯოხეთში მართლა ისე ხდებოდა როგორც ის ბიჭი ყვებოდაო..
ვდუმდი თცალწინ მოსაუბრე ფილარეტი მიდგა თუ ვინმე მკითხავს მწამს თუ არა ღმერთი მე უპასუხებ რომ ღმერთს ჩემი წამს მე კი მისი იუმორის მჯერა