06/10/2021
შ ა ვ ი რ ო ი ა ლ ი
შავი როიალი, ვით უმთვარო ღამე,
ოცნებების ჯარი, სევდისფერი ბადე.
მოალერსე სიო, მტრედისფერი ზეცა,
შორით - ქარაფები, მთების გულის ფეთქვა.
სურნელება ნაზი, მინდვრის ყვავილების,
მათრობს შენი სუნთქვა, როკვა - დაირების,
გაცრეცილა ბინდი, ახლა ცვარად დაღვრილს,
მკერდზე დაგაძინებ ოცნებებით დაღლილს.
ილეწება კალო, ქერა, თმაგაშლილი,
მთების ქარაფებზე ლაღად მკლავგაშლილი.
ჩაგიკრავდი გულში, იქნებ რამეც გეთქვა,
უფრო ახლოს მეგრძნო, შენი სულის ფეთქვა.
შავი როიალი, ვით უმთვარო ღამე,
ოცნებების ჯარი, სევდისფერი ბადე . . .
09.27.98
თეა კანდელაკი